კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იხტიბარგაუტეხლები

უკანასკნელი მოჰიკანი

არცთუ ოპერატიულად, მაგრამ, რაკი მთელმა ევროპამ გაიგო, ჩვენც შეგვატყობინეს, რომ აშშ-მ ევროპაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ობიექტების განლაგება გადაიფიქრა, ყოველ შემთხვევაში, ბ-ნი ობამა კოლეგა მედვედევთან შეხვედრის წინ სიტუაციის გამწვავებას არ აპირებს. ოფიციალური ვერსიით, თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ ირანი კონტინენტთაშორისი რაკეტის წარმოებაში წინ არ წაწეულა. რაკი არ წაწეულა, ევროპულ დედაქალაქებს საფრთხე აღარ ემუქრება; ვინაიდან ევროპულ დედაქალაქებს საფრთხე აღარ ემუქრება, არც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს განალაგებს (ბ-ნ იაკობაშვილს თუ დავესესხები, აშშ-ის სახადმინისტრაციამ თქვა: არც ეს კაკა იქნება და არც ისაო). მომხდარი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არაფერია მუდმივი მზისქვეშეთში. მეორე მხრივ, ქართული პოლიტელიტა იხტიბარს არ იტეხს (ან კი, სხვა რა გზა აქვს, რომ გაიტეხოს). მეტიც, თავს იიმედებს, თითქოს აშშ ახლა უკვე კავკასიაში აპირებსო სისტემების განთავსებას. ხოლო, რაკი რუსეთთან თბილისი ხელის გაწვდენაზეა, ამ მოლოდინს, უდავოა, სასურველის რეალობად წარმოჩენის ელფერი დაჰკრავს (საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პარტნიორობის დასტურად გუანტანამოს ციხის ფილიალიღა თუ შეგვრჩება). ყველაზე ოპტიმისტურად (გნებავთ, იხტიბარგაუტეხავად) ბ-ნი იაკობაშვილი გამოიყურება – რუსეთს დასავლეთთან სავაჭრო თემა გამოეცალაო. მეორე მხრივ, თუ ასე გაგრძელდა (ანუ აშშ-ის სახდეპარტამენტმა რუსეთს სავაჭრო თემები გაუუვნებელყო), როგორც ჩანს, ოკეანის გაღმა-გამოღმა ჩვენღა დავრჩებით რუსულ აგრესიასთან მებრძოლ უკანასკნელ მოჰიკანებად!

ნინო ხაჩიძე

скачать dle 11.3