კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სულ ზევით, ზევით“

ყნოსვის როლი მომხმარებლის უსაფრთხოებაში

მთავრობას ისეთი ენთუზიაზმი ეტყობა (როგორც ჩანს, თვალსაჩინოებების ქუჩა-ქუჩა ტარებამ თავისი შედეგი გამოიღო), რომ ჩვენს ეკონომიკას ლიბერალიზაცია არ ასცდება (ამაში ლომის წილი იმანაც შეასრულა, რომ სხვადასხვა რეიტინგში, რომლის ავან-ჩავანიც მხოლოდ სამთავრობო გუნდს ესმის, „სულ ზევით და ზევით, მაღლა და მაღლა“ მივიწევთ). ჰოდა, თუკი ეკონომიკა ლიბერალიზაციამოხვედრილი იქნება, ქვეყანას თავს ინვესტორთა ტაიფუნიც დაატყდება; თუკი ტაიფუნიც დაატყდება, სამუშაო ადგილებიც შეიქმნება და დოვლათიც დაგროვდება. ამის პარალელურად, კვლავაც ცოცხალია იდეა საქართველოს ტურისტულ ქვეყნად გადაქცევისა. სწორედ ამ ეგიდით ბათუმი ბარსელონა გახდება, ფოთი – დუბაი, ანაკლია – ევროპის საუკეთესო სანაპირო. ბუნებრივია, ამ მიზნის განსახორციელებლად (რომ ტურისტები ამ ჩვენს ტერიტორიაზე კალიებივით მომრავლდნენ) ჰაერივით აუცილებელი მომსახურების სფეროს გაუმჯობესებაა, რადგან ჩვენებური მომსახურე პერსონალი ისეთი გამომეტყველებით გემსახურება, თუ რამეს ჭამ, გადაგცდება; თუ ყიდულობ, გადაიფიქრებ. ეს ტრადიცია ნაწილობრივ სწრაფი კვების ობიექტმა „ნიკალამაც“ შეინარჩუნა. ხოლო, რაკი ჩვენს ქვეყანაში პროდუქციის ვარგისიანობის შემოწმების სამსახური არ არსებობს (მოსალოდნელი ლიბერალიზაციის ტაიფუნი კი, სავარაუდოდ, ამ პროცესს კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის), „ნიკალას“ პერსონალი კი დაიჟინებს, რომ თქვენ, მაგალითად, ხაჭოს გემო არ იცითო, კუჭ-ნაწლავის დაცვის ერთადერთი ეფექტური გზა, ყოველ შემთხვევაში, „ნიკალაში“ და ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით – საკვების ვარგისიანობის დაყნოსვით გადამოწმებაა!

ნინო ხაჩიძე

скачать dle 11.3