კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კუს“ პრინციპით

დემოკრატიული სისუსტე

რაკი ქართულ ლექსიკონში სიტყვა „არა“, როცა საქმე ნატოს ეხება, არ არსებობს, სრულიად სარწმუნოა, რომ უახლოეს, არცთუ შორეულ, მომავალში ჩვენი ქვეყნისგან დარჩენილ ტერიტორიაზე გუანტანამოს ციხის ერთ-ერთი ფილიალი განთავსდება. გამომდინარე იქიდან, რომ გუანტანამოელი ტყვეების მიღებაზე დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა დიდმა სახელმწიფომ განაცხადა თანხმობა, ბუნებრივია, მათ ვერც ჩვენ ჩამოვრჩებოდით, თუნდაც, კუს პრინციპით („ჩვენც ნახირ-ნახირაო!“)! მეტიც, „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, „ქართველი მაღალჩინოსნები ხუმრობენ კიდეც, რომ თბილისი მზადაა, გუანტანამოს ყველა ტყვე მიიღოს, თუ შეერთებული შტატები საქართველოში სამხედრო ბაზას განათავსებს“ (და მერე რა, რომ ასეთი ხუმრობაც კი დამამცირებელია, ოღონდ, მხოლოდ ვაჟა-ფშაველას გადმოსახედიდან, რადგან, როგორც ჩანს, პრეზიდენტის სასახლიდან ამ საკითხს სრულიად სხვა ელფერი აქვს). ოფიციალურად საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს არ უარყოფს, თუმცა არც გადმოტანის თარიღს აკონკრეტებს. ასეა თუ ისე, რაკი გუანტანამო ტერორისტებისა და განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების იზოლაციის ადგილია, ვერც საქართველოში მისი ფილიალის აშენების პროცესი დაიმალება. მეტიც, ამას აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ქარტიაც გვავალდებულებს (ტერორიზმთან ერთობლივი ძალებით ბრძოლის მუხლით). ექსპერტთა აზრით, ჩვენს ხელისუფლებას საზოგადოებრივი აზრის შემზადება უნდა, თუმცა პირადად მე ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენება, რადგან ვის-ვის და, საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ აწუხებს ეს დემოკრატიული სისუსტე, შესაბამისად, თუ იქ, ზემოთ, გადაწყვეტილება მიიღეს, გუანტანამოელი ტყვეების სულიერმა თუ ფიზიკურმა ძმებმა, თუნდაც სულ სათითაოდ რომ ამოგვხოცონ, ქართული გუანტანამო მაინც აშენდება (ისიცაა, რომ ხელისუფლება თავს უფრო დაცულად იგრძნობს, რადგან ციხე დაცვის განსაკუთრებული ზომებით აღიჭურვება). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი ამერიკული წმიდათაწმიდაა, წესით, ერთი დიდი ოკეანისგაღმური ფეხსალაგის აშენებაც არ გვაწყენდა.


ნინო ხაჩიძე

скачать dle 11.3