კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უადგილო შოკი

„თუ ალიანსი მიბრძანებს ამას“

გასულ კვირას ნატოს პრეს-მდივან აპატურაის განცხადებამ ლამის სრულიად უკრაინა შოკში ჩააგდო, პატივცემულმა ბ-ნმა ბრძანა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არც სამხედრო ძალით აპირებს უკრაინის მხარდაჭერას და არც მისი ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას იძლევა (მეორე მხრივ, უკრაინელების შოკი სრულიად არაბუნებრივია, რადგან, წესით, ეს დასკვნა მაშინვე უნდა გამოეტანათ, როდესაც შარშან, აგვისტოში, ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა ქართულ სანაპიროზე სასმელი წყალი ჩამოტვირთეს). ამის პარალელურად, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის წყალობით (რომლებიც ნატოს თავიანთ საჰაერო სივრცეს არ აძლევენ), ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ავღანეთში მისიის შესრულება ჩაეშალა. კერძოდ, ივნისის დასაწყისში ბუნდესტაგმა ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა გადაწყვიტა (ძირითადად, თვითმფრინავების მომსახურე ტექნიკური პერსონალის). გერმანელი სამხედროები სამი კვირის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდნენ, რადგან აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა, ასეო, ისეო, ნატოს დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ საჰაერო სივრცეს ვერ მოგცემთო! ჰოდა, რაკი, არაო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ თავისი სამხედრო კონტინგენტი როგორმე ავღანეთში მოახვედროს.
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, როგორ შეძლებს ბ-ნი ახალაია-უმცროსი თავისი სამოქმედო პროგრამის: „მშვიდობა, ნატო, მოდერნიზაცია“ (განსაკუთრებით, ნატოს მიმართულებით) რეალიზაციას, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ნატოს შტაბ-ბინაში მიხეილ სააკაშვილის დ-ი-ი-დი სურათი უნდა დაიკიდონ, რადგან ჩვენს ლექსიკონში სიტყვა „არა“, უბრალოდ არ არსებობს, როცა საქმე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ეხება…
ვერც იარსებებს, რადგან:
„დავახრჩობ დედას,
მოვგუდავ მამას,
თუ ალიანსი მიბრძანებს ამას!“

скачать dle 11.3