კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შტურმში – „გრადების“ გარეშე

როცა აყვავდა დემოკრატია

ყველა ქოთანს თავისი თავსახური აქვს, ყველა ფრაზასა და ინტერპრეტაციას კი – თავისი აუდიტორია. სავარაუდოდ, ტალიავინის კომისიად წოდებული დასკვნის ჩრდილოვანი მხარეები რომ გაენეიტრალებინა, ქართ-ულმა საერთო მაუწყებლებმა იერიში კომისიის ეთნიკურად გერმანელ წევრებზე მიიტანეს (ოღონდ, ისიცაა, რომ ეს იერიში შიდა აუდიტორიის ყურებისთვის იყო გათვლილი). განსაკუთრებულ შტურმში (ოღონდ „გრადების“ გარეშე) ოტო ლუხტერხანდატი მოექცა (როგორც გამოკვეთილად ქართველთყლაპია). მეტიც, ითქვა, რომ მას „გაზპრომმა“ „რუსული ინტერესების ლობირების“ სანაცვლოდ ჰონორარიც უფეშქაშა. ამის პარალელურად, ქართულმა ელმედიამ (ოპონენტები „ხელისუფლების მიერ კონტროლირებადებს“ რომ უწოდებენ) თავის მაყურებე-ლს ამცნო, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმაც მიიღო საჩუქარი „გაზპრომისგან“, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ, თურმე, მასაც მიუღია მონაწილეობა ტალიავინისად წოდებული კომისიის ქართვე-ლთყლაპიურ პათოსზე. ეს განცხადებაც, ბუნებრივია, ქართველი მაყურებლის ყურებისთვის იყო გათვლილი, ოღო-ნდ, რაკი სამივე „საერთო მაუწყებელი“ თანამგზავრზეც გადის, ყურები კი ყველას აქვს, საქართველოში გერ-მანიის საელჩომ ქართული მედიისგან გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესწორება მოითხოვა. მეტიც, „იმ-ედოვნებს, რომ მომავალში აღარ ექნება ადგილი მსგავს ჟურნალისტურ შეცდომებს“. ხოლო, რაკი ჩვენ კარგად ვიც-ით, რომ ამას „ჟურნალისტურ შეცდომასთან“ ნაკლები კავშირი აქვს და ისიც გვახსოვს, რომ დასავლელი ექსპერტ-ები საქართველოში მიმდინარე პროცესებს დემოკრატიის აყვავებად აფასებდნენ, სავარაუდოდ, არა მხოლოდ გერმანიის საელჩომ, ის მოიმკო, რაც დათესა! 

ნინო ხაჩიძე скачать dle 11.3