კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქართველი ექსტრასენსის „მეექვსე გრძნობა” წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე

ვინც თვალყურს ადევნებდა ტელეკომპანია „მზის” სატელევიზიო პროექტს – „მეექვსე გრძნობა”, შეეჩვია ფინალისტის, მაია ძიძიშვილის ექსპერიმენტების გამაოგნებელ შედეგებს, რომელთა ახსნა ჩვენი შეხედულებებით თითქმის შეუძლებელია. მაია ძიძიშვილი ახლახან დაბრუნდა კიევიდან, სადაც საერთაშორისო „ექსტრასენსთა ბრძოლის” ქასთინგზე მიიღო მონაწილეობა და მრავალრიცხოვან მონაწილეთა შორის გაიმარჯვა. ქალბატონი მაია კვლავ მიემგზავრება კიევში მსოფლიო ასპარეზზე „მეექვსე გრძნობის” გამოსაცდელად და წარმოსაჩენად, გამგზავრებამდე კი „თბილისელებს” უმხელს, რამ განაპირობა მასში ამ უცნაური ნიჭის გაღვიძება.

– ქალბატონო მაია, გვიამბეთ თქვენს უცნაურ ნიჭზე.

– მეც ვეკუთვნი იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც ამოუხსნელი, იდუმალებით მოცული მოვლენები იტაცებს. ტელეპათიის უნარი, გენეტიკურად მომდგამს დედისგან. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რას მპირდებოდა ხვალინდელი დღე, მაგრამ სამკურნალო ძალის მიღება და რენტგენული დიაგნოსტიკის უნარი ერთმა არცთუ სასიამოვნო შემთხვევამ განაპირობა.

– რა შემთხვევამ?

– საჭესთან ვიჯექი, ტაქსიმ გადამირბინა, დავამუხრუჭე მანქანა და თავი საჭეს დავარტყი. არ ვიცი, რამდენხანს ვიყავი გონდაკარგული, მაგრამ, როცა გონზე მოვედი და საკუთარ ხელს დავხედე, ხელის მტევნის ჩონჩხი და სისხლის მიმოქცევა დავინახე. სახლში რომ მივედი და ონკანთან ხელის დაბანა დავიწყე, ხორცშესხმული ხელი გაქრა მხედველობის არედან და კვლავ სისხლის მიმოქცევას და ძვლოვან სტრუქტურას ვხედავდი. რა თქმა უნდა, ძალიან შემეშინდა. მირჩიეს, ჩემი მდგომარეობის გასარკვევად მივსულიყავი თერაპიის ინსტიტუტში. რეზო ხომერიკს ავუხსენი, რაც შემემთხვა და მან გამოკვლევაზე წამიყვანა. გაირკვა, რომ მე ტრავმის შედეგად შევიძინე რენტგენული ხედვის უნარი და ამეხილა ეგრეთ წოდებული „მესამე თვალი“, რომლის საშუალებითაც ადამიანებს დიაგნოზს ვუსვამ. შემდეგ შემასწავლეს მკურნალობის მეთოდები და მირჩიეს, პაციენტებთან მემუშავა, მოზღვავებული სამკურნალო ენერგია დამეხარჯა. შედეგებით თვითონაც განცვიფრებული ვიყავი.

– პროფესიითაც ექიმი ბრძანდებით?

– მას შემდეგ, რაც რენტგენული ხედვის უნარი მივიღე, ჩავთვალე, რომ კლასიკური სამედიცინო განათლებაც უნდა მიმეღო და, ფაქტობრივად, პროფესიის შეცვლა მომიწია. მიუხედავად იმისა, რომ ვეზიარე ჰიპოკრატეს მედიცინას, ვმუშაობდი მხოლოდ რენტგენული დიაგნოსტიკით და საკუთარი ენერგეტიკით.

– წარსულში რატომ საუბრობთ, ამჟამად არ მუშაობთ?

– ვმუშაობდი: თურქეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, ჩამოვედი საქართველოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც ვაკეთებდი ჩემს საქმეს, მაგრამ ათი წლის წინ, მეუღლის თხოვნით, ხანგრძლივი დროით შევწყვიტე სამკურნალო პრაქტიკა. ახლა ჩემი სულიერი მოძღვრის კურთხევით კვლავ ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას. რამდენიმე წლის წინათ შუბლზე ჯვარი გამომესახა და საშინელი თავის ტკივილები დამეწყო. მიომა აღმომაჩნდა „მესამე თვალის“ ადგილას. სასულიერო პირებმა სამედიცინო საქმიანობის გაგრძელება მირჩიეს. ეს, შესაძლოა, მინიშნებაც იყო, რომ ჩემს ნამდვილ საქმეს უნდა მივხედო, რადგან ენერგეტიკით ის პათოლოგიებიც იკურნება, რაც ზოგჯერ უჭირს ჰიპოკრატეს მედიცინას. უცხო ხალხს არ ვიღებდი, მაგრამ მიწევდა ამ წლების განმავლობაში ახლობლების მკურნალობა და დიაგნოზების დასმაც, უცხოეთშიც მომიწია ექსტრასენსორიკის კურსის გავლა და მივიღე ამერიკა-კანადის სერთიფიკატი, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შემიძლია მუშაობა.

– ახლა რამ გადაგაწყვეტინათ ნათელმხილველის ასპარეზზე გამოსვლა?

– ნათელმხილველის სტატუსი არასდროს მქონია, თუმცა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნგრევის წლებში, როცა სკეპტიკურად უყურებდნენ წინასწარმეტყველებს, ექსტრასენსებს, ასტროლოგებს, გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელში” იბეჭდებოდა ჩემი პროგნოზები მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ. ვეხმარებოდი ბიზნესმენებს იმის გარკვევაში, გაამართლებდა თუ არა მათი ბიზნესიდეა. ტელეკომპანია „იმედის” შოუმ –„ექსტრასენსთა ბრძოლამ”, მეც მომანდომა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და ჩემს ბევრ კითხვას გაეცა პასუხი.

არასდროს მიფიქრია, შესაძლებელი იყო თუ არა ადამიანის სქესის და პიროვნული თვისებების გარკვევა, გარეგნობის ამოცნობა, პროფესიის გაგება გულისცემით. ჩემმა ბევრმა მიგნებამ გამბედაობა შემმატა და ახლა უკვე თამამად მივდივარ უკრაინაში იმავე ფორმატის სატელევიზიო პროექტში მონაწილეობის მისაღებად. ეს არის „ექსტრასენსთა ბრძოლის“ საერთაშორისო ასპარეზი. ქასთინგზე წარმატებით წარმოვაჩინე საქართველო. ქასთინგის დაწყებამდე „ესტევეს” ტელეჟურნალისტებმა მოითხოვეს ჩემგან დავალების პროგნოზი. მე ვუპასუხე, რომ ამოსაცნობი იყო პიროვნება, მისი პროფესია, სტატუსი, სოციალური მდგომარეობა – მოკლედ, პერსონა...

მე ზედმიწევნით აღვწერე იმ პიროვნების გარეგნობა, სოციალური მდგომარეობა, პროფესია, ვისაუბრე მის ჰობიზე, ინტერესების სფეროზე. მერე წაგვიყვანეს ტელევიზიაში, წარმომადგენლები იყვნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, ამერიკის სხვადასხვა შტატიდან, ნიგერიიდან, იამაიკიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან. ეს ქვეყნები მხოლოდ იმიტომ დავასახელე, რომ იქ მცხოვრები ზემგრძნობიარე ადამიანები ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ სასტუმროში. ქასთინგზე მონაწილეობას იღებდნენ შამანები ტუის ოლქიდან. ქასთინგზე, მეექვსე გრძნობით დაჯილდოვებული დაახლოებით 150 ადამიანი იყო, რომელთაგანაც მხოლოდ 12 უნდა დარჩენილიყო შესარჩევ ტურზე. პროექტი 12 მონაწილით უნდა დაკომპლექტებულიყო და, საბედნიეროდ, მეც აღმოვჩნდი 12 უძლიერეს კონკურსანტთა შორის. ეზოში ტელეჟურნალისტებთან გასაუბრების შემდეგ თვალახვეული მივყავდით ტელევიზიაში მონიტორთან. თუ ეზოში დამაკმაყოფილებელი არ იყო მონაწილეთა პასუხი, ტელევიზიის შენობაში აღარ მიჰყავდათ. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უკრაინაში ძალიან პოპულარულია ეზოთერიკა და დიდი საეთერო დრო ეთმობა პარაფსიქოლოგიურ გადაცემებს. მაყურებელს შეუძლია, ფასიანი ზარებით კითხვა-პასუხის რეჟიმში დაეკონტაქტოს მისთვის სასურველ ფენომენს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც იმ წუთში ან ზოგადად სჭირდება. ასევე, შეუძლია ჩაიტაროს დისტანციურად ენერგეტიკული მკურნალობა, რაც ძალიან სწრაფად მოქმედი ეფექტით გამოირჩევა. ექსტრასენსები იმასაც ადგენენ, დროის უმცირეს მონაკვეთში რამ გამოიწვია ესა თუ ის პრობლემა და, რასაკვირველია, აწვდიან მზამზარეულ ინდივიდუალურ რეცეპტებს. ამიტომ, მაყურებლისთვის არცთუ იშვიათად ცხადი ხდება ექსტრასენსთა რჩევით მიღებული გამაოგნებელი შედეგები.

– ექსპერიმენტს დავუბრუნდეთ: რა იყო დავალების შინაარსი?

– ის, რაც ჟურნალისტებს ვუთხარი – ადამიანის ამოცნობა. მე აღვწერე ექსპერიმენტატორის გარეგნობა, პროფესიული საქმიანობა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობა. დავინახე მისი მანქანა, წარსულში მომხდარი ავარია, მისი ყოფილი და ამჟამინდელი მეუღლეები, შვილები. იმ ნიუანსებზეც ვისაუბრე, რაც საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი და მხოლოდ მისმა უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ.

– საყოველთაოდ ცნობილი სახე იყო ამოსაცნობი პერსონა?

– რასაკვირველია. ეს გახლდათ მსოფლიოსთვის ცნობილი მომღერალი, „მოდერნ თოქინგის” დამაარსებელი თომას ანდერსენი, რომელმაც შემაქო, გადამკოცნა და დაადასტურა ჩემი ფენომენალური ხედვა.

– სხვა დავალება რა სახის იყო?

– ორმოცდაათი მანქანიდან ერთში იჯდა კაცი და ის მანქანა უნდა ამომეცნო.

– ამოიცანით?

– ამოვიცანი (იცინის). ასევე, ყუთებში ისხდნენ სულიერი არსებები და უნდა მივმხვდარიყავი, რა იყო. მე ამოვიცანი არა მხოლოდ ვირთხები, არამედ – მათი ფერებიც. მეზობლები ერთმანეთს ვუმოწმებდით მეექვსე გრძნობას. იამაიკელმა კონკურსანტმა მითხრა, შენ წმიდანები გიცავენ და ეკლესიური პიროვნება ხარ. ეს ტენდენცია აძლიერებს შენს ხედვას და წარმატებული კარიერა გელისო. მასპინძელი ქვეყნის ორგანიზატორები ძალიან თბილად და პატივისცემით მომეპყრნენ. სამშობლოში დიდი ოვაციებით გამომაცილეს და შეადგინეს ჩემი ინტერესების სქემა, რომ შოუსთვის განკუთვნილი თვეები მაქსიმალურად კომფორტულად გავატარო.

– უკრაინაში, გარდა კონკურსში მონაწილეობისა, რა გეგმები გაქვთ, კიევის ეზოთერიკულ აკადემიაშიც ხომ აპირებთ კვალიფიკაციის ამაღლებას?

– თუ გარემოებებმა ხელი შემიწყო, ეზოთერიკულ აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ამას მოვახერხებ.


скачать dle 11.3