კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა გააღოთ ფანჯრები და კარი მილეული მთვარის დროს და როგორი ადამიანის აურის დაზიანებაა ადვილად შესაძლებელი

ნებისმიერ ადამიანს სურს, რომ ის დაცული იყოს გარემო უარყოფითი ფაქტორებისგან, მეტად უმართლებდეს, აიცილოს შესაძლო საფრთხეები და ასე შემდეგ. როგორც ექიმი-პარაფსიქოლოგი, ბატონი დავითი ამბობს, ჩვენს სხეულს გარშემო სპეციალური გარსი აკრავს, რომელიც ჩვენივე დაცვას უზრუნველყოფს და მისი დარღვევის შემთხვევაში, უამრავი პრობლემა იჩენს თავს.

თუ როგორ დავიცვათ თავი გათვალვისგან, რა საფრთხეს გვიქმნის ბინაში არსებული ტექნიკა და რა ენერგიებით ხდება მილეულ მთვარეზე სახლის გაწმენდა, ამაზე ბატონი დავითი მოგვცემს გარკვეულ ინფორმაციას და რჩევებს.

დავითი: ყველა ადამიანს უხილავი ენერგოინფორმაციული ველი აკრავს გარს, რომელიც მას გარე სამყაროს უარყოფითი ძალებისგან იცავს და ის კოსმიური ძალების ზეგავლენით იცვლება. სხვათა შორის, ადამიანის ბიოველს საკმაოდ მგრძნობიარედ აღიქვამს ფოტოფირი. ასე რომ, სურათი თავისი პატრონის აურასაც გადმოსცემს. ამ თემით დღეს ბევრია დაინტერესებული და მისვამს კითხვას, საიდან იღებს ბიოველი ენერგიას, რატომ იცვლის ის ფერს განწყობის მიხედვით, როგორ გავწმინდოთ სახლი უარყოფითი ენერგიებისგან და ასე შემდეგ. ამ კითხვებს ის ადამიანები სვამენ, ვინც ეზოთერულ და პარაფსიქოლოგიურ საკითხებში ოდნავ მაინც ჩახედულები არიან და სწამთ, სჯერათ მსგავსი რამეების. თორემ, ჩვენს გარშემო ურწმუნო თომებს რა გამოლევს. ამიტომ, თქვენი ჟურნალის საშუალებით, მივმართავ მათ, ვისაც ჩემი ნათქვამის სჯერა. არ მიყვარს, როცა კითხვას დამისვამენ, მეც მთელი ემოციით ვპასუხობ, საათობით ვესაუბრები, ფაქტებით ვარწმუნებ და მერე შემომიბრუნდება ის ადამიანი და მეტყვის, ასეთი რამეების არ მჯერაო. ამ დროს, ისე ვბრაზდები, სულ ცოფებს ვყრი (იცინის).

– ბატონო დავით, ზოგადად, იქნებ გვითხრათ, რა არის ადამიანის სხეულის გარშემო არსებული ველი და რისგან იცავს ის ორგანიზმს?

– მე ბიოენერგეტიკოს-პარაფსიქოლოგი ვარ და მთელი ოცდაათი წელია, ამ კუთხით ვაწარმოებ დაკვირვებებს. ხანდახან, ვხუმრობ ხოლმე, ამდენი წელია, ამ სფეროს ვემსახურები და აწი ტყულიც კი დამეჯერება-მეთქი (იცინის). მოკლედ, ადამიანს სხეულის გარშემო დამცავი გარსი აკრავს, ანუ ეგრეთ წოდებული, ენერგოინფორმაციული ველი. ის კოსმიური ძალების ზეგავლენით იცვლება, თვალით უხილავია და იცავს ადამიანს გარე ძალების არასასურველი ჩარევისგან. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ სუფთა და უბოროტო ადამიანის ბიოველის გარღვევა და დაზიანება, ძალიან რთულია. შესაბამისად, ასეთი ადამიანები მეტად დაცულები არიან გარე ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედებისგან. ასეთი ადამიანების ბიოველში ნეგატიური ინფორმაციის შეტანა რთულია.

– თქვით, აურას გარკვეული ფერი აქვს და ის განწყობის მიხედვით იცვლებაო. ეს როგორ ხდება?

– საერთოდ, აურა ადამიანის გარშემო მანათობელი გარსია, რომელიც ამა თუ იმ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიხედვით იცვლის ფერს. ბიოველი კი, იგივე აურაა, რომელიც სიმეტრიულად არის განაწილებული ადამიანის სხეულის გარშემო. ელექტრომაგნიტურ ველში მოხვედრილი ადამიანის სხეული ნათებას იწყებს, მიცვალებულის სხეული კი ელექტრომაგნიტურ ველში არ ანათებს. ასე რომ, აურის წარმოქმნაში, ბიოენერგიასთან ერთად, სულიც იღებს მონაწილეობას. ადამიანს აქვს ფარული ენერგიების დიდი მარაგი, რაც ხშირად ფიზიკურ ამტანობაში ვლინდება. ექსტრემალურ სიტუაციაში ორგანიზმში იღვიძებს ფარული რეზერვები, უმჯობესდება ტვინის მუშაობა, მახვილდება ყნოსვა და სმენა. რაც შეეხება ადამიანის ბიოველის ფერს, ის ფერს იცვლის ადამიანის განწყობის მიხედვით. ბიოველს თავისი ფერები აქვს. სწორედ ამ ფერების მიხედვით შეგვიძლია, სპეციალისტებს შევიტყოთ, რას განიცდის ადამიანი კონკრეტულ სიტუაციაში. აურის დანახვა ექსტრასენსს, ზემგრძნობიარე თვალის საშუალებით შეუძლია და, თუ ის ამბობს, რომ ყავისფერ ან ნაცრისფერ აურას ხედავს, ესე იგი, ადამიანი მძიმედაა ავად და მას განსაცდელი ელის. ასევე, შესაბამის სპეციალისტს შეუძლია, თავისი ძალებით ჩაერიოს და აურის კორექცია მოახდინოს. თუ აურა დარღვეულია ექსტრასენსი მას იპოვის და აღადგენს. ამის შემდეგ კი ადამიანისთვის სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდება. აქვე გეტყვით, რომ ბიოველის დარღვევა და დეფორმირება იწვევს ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

– გამიგია, თითქოს დარღვეული ბიოველი შთამომავლობით გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ეს რეალურია?

– მართალია, დარღვევები შთამომავლობით, შვილებსა და შვილიშვილებზე გადადის. ეს გადაცემა ენერგეტიკულ დონეზე ხდება. ასევე, იმასაც გეტყვით, რომ ენერგეტიკული ზემოქმედებით, ამ დეფორმაციის გამოსწორება შესაძლებელიცაა და რეალურიც. მაგალითად, ხშირად გამიგია, ცუდად ვარ, ექიმები შემოვიარე, პროფესორი არ დამიტოვებია და მაინც ვერ ხვდებიან, რა მჭირს. ვგრძნობ, ავად ვარ და ისინი დიაგნოზს ვერ მისვამენო. ამ დროს, უნდა ივარაუდოთ, რომ აურა გაქვთ დაზიანებული და თუ შესაბამის სპეციალისტს არ მიმართავთ და არ დაიწყებთ დაზიანებული აურის კორექციას, შესაძლოა ეს, უმიზეზოდ გარდაცვალების მიზეზიც კი გახდეს.

– როგორი ტიპის ადამიანებს ერღვევათ აურა და თუ აქვს ამასთან რაიმე კავშირი გათვალვას?

– საკმაოდ აქტუალური კითხვაა და გიპასუხებთ, რომ გათვალული ადამიანის აურა ადვილად ირღვევა და დადებითი ემოციები კი, ზრდის ბიოველს. მაგალითად, თუ ადამიანი ადვილად ექცევა სხვისი ენერგეტიკული ზემოქმედების ქვეშ, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, იღებს თვალს და დადის გათვალული, მისი აურა თანდათან დეფორმირდება, ირღვევა და სასიცოცხლო ენერგია კოსმოსში გაედინება. ენერგიის გაცვლა-გამოცვლა ბუნების დაუწერელი კანონია და ნებისმიერი ენერგეტიკული გამონატყორცნი, დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი, ყოველთვის თავის უპირველეს წყაროს უბრუნდება.

– თქვით დადებითი ემოციები ზრდის ადამიანის ბიოველსო...

– დიახ, დადებითი ემოციები ზრდის ბიოველს. მაგალითად – რწმენა, სიყვარული, იმედი, სიხარული და ასე შემდეგ, ადამიანებს ენერგეტიკულად აძლიერებს, ხოლო – უიმედობა, შიში, დეპრესია, შური, ეჭვიანობა თუ სამაგიეროს გადახდის სურვილი, ენერგიას აკარგვინებს და ბიოველს უსუსტებს ადამიანს. ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს ისე თვალავს, აზრზეც ვერ მოდის. ჯადო, სხვა არაფერია, თუ არა ენერგეტიკული ჩარევა ადამიანის აურაზე. ეს მის ენერგეტიკას ანგრევს, აღწევს ბიოველში, აზიანებს აურას და საბოლოო ჯამში, ადამიანსაც ანადგურებს. არ დამიჯერებთ და მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი თუ სხვადასხვა ტექნიკა, ჩვენს აურას საგრძნობლად ასუსტებს. ამის გამო, უამრავი დაავადება იჩენს თავს, რომელიც ბიოველის დასუსტებით არის გამოწვეული. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა უარყოფითი ენერგიების ნაკადი გროვდება ჩვენს ბინებში, სადაც ტელეფონიც არის, ტელევიზორიც და კომპიუტერიც. ამიტომ, აქვე გასწავლით ერთ ხერხს, რომელიც დროდადრო უნდა ჩაატაროთ და ამით გაწმინდოთ ბინის ბიოველი, ანუ აურა. მილეული მთვარის პერიოდში, ღამით გააღეთ ფანჯრები და კარი, საიდანაც ბინაში შემოვა სუფთა ჰაერი და მას შემოჰყვება კოსმოსიდან მილეული მთვარის ენერგეტიკა, რომელიც ბინის აურაზე დადებითად მოქმედებს. რაც შეეხება ადამიანის აურას, მთავარია, იზრუნოთ, რომ ის არ დაზიანდეს და დეფორმირდეს. ამისთვის კი გირჩევთ, არ ჩაიდოთ გულში ბოღმა, შური და სამაგიეროს გადახდის სურვილი, იყავით მეტად ოპტიმისტი, შეინარჩუნეთ სტაბილურობა და ასე დაეხმარეთ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მართალია, ძნელია, დღეს იფიქრო მხოლოდ კარგზე, როცა ირგვლივ ამდენი სისასტიკეა, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი მაინც თქვენი ჯანმრთელობაა და ამისთვის დაფიქრება ღირს. ასე რომ, იყავით უბოროტო და სუფთა, რათა ბოროტმა ადამიანებმა ვერ მოახერხონ თქვენი ბიოველის გარღვევა, მასში ნეგატიური ინფორმაციის შეტანა და ამით თქვენი დასუსტება.


скачать dle 11.3