კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ტიპის ადამიანებს არ სწყალობს ბედი და რას უნდა მიაქციოთ ამ მხრივ მეტი ყურადღება

დღეს ბევრს საუბრობენ ენერგოვამპირიზმის შესახებ. თუმცა ზოგი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს, ზოგმა კი საკუთარ თავზე დასცადა ენერგოვამპირ ადამიანებთან ურთიერთობის შედეგები.

ალბათ, ბევრს გქონიათ შემთხვევა, როცა რომელიმე ადამიანთან საუბრის შემდეგ, გრძნობთ საერთო სისუსტეს, დაღლას, გიფუჭდებათ გუნება-განწყობა, თავი უმიზეზოდ გტკივდებათ, მაგრამ ვერ ხვდებით, ასეთ მდგომარეობაში რამ ჩაგაგდოთ. მოსაზრება იმის შესახებ, რომ მსგავს სიმპტომებს გეომაგნიტური დღეები იწვევს, მცდარია. ასეთი სიმპტომები მხოლოდ იმ შემთხვევაში ვლინდება, თუ თქვენ ენერგეტიკული ვამპირის მსხვერპლი გახდით.

ენერგეტიკული ვამპირები, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ სხვების ენერგიით იკვებებიან. მათი ეს უნარი ზენიტს ახალი მთვარის დღეებში აღწევს. ასეთი ადამიანების გვერდით ცხოვრება ძალიან საშიშია.

ზოგადად, ენერგეტიკულ ვამპირებს თანამოსაუბრისთვის თავისი აზრის თავს მოხვევა სჩვევიათ. ასეთი საუბრის შემდეგ, ისინი შვებას გრძნობენ და მშვიდდებიან. ამ დროს კი მათი ცუდი განწყობა, გაღიზიანება და შიში თანამოსაუბრეზე გადადის. მათ უყვართ, როცა რჩევას ეკითხებით, მაგრამ გულისყურით არ გისმენენ და არც სათანადო რჩევას გაძლევენ. ენერგეტიკული ვამპირები ძალიან პრაქტიკული ხალხია. ვინც არ სჭირდებათ, ადვილად იცილებენ თავიდან. თუ მათ რომელიმე ნაცნობს გაუმართლა, ენერგეტიკული ვამპირი ცუდ განწყობაზე დგება, შფოთავს და აგრესიას აფრქვევს.

ენერგოვამპირ ადამიანებს არ უყვართ ცხოველები, რადგან ოთხფეხა მეგობრები ამას გრძნობენ და აგრესიულები არიან მათ მიმართ. ენერგოვამპირები ზოგადად უბედურები არიან, საკუთარი ეგოიზმითა და გულქვაობით იტანჯებიან. მათ არც პლანეტები სწყალობენ და არც ვარსკვლავების კეთილგანწყობით სარგებლობენ. თუმცა, ისინი არ არიან დამნაშავენი, რომ ასეთებად დაიბადნენ. მათ სხვისი ენერგიით უწევთ გამოკვება. ხშირად ეს გაუცნობიერებლად ხდება და მათი მსხვერპლია გულღია და ემოციური ადამიანი და ისიც, ვინც საკუთარ წარმატებებზე ხმამაღლა ლაპარაკობს. თუ ადამიანი საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული, ენერგოდონორი ადვილად ხდება, რითაც საკუთარ ჯანმრთელობას ვნებს.

აუცილებელია, გაარკვიოთ, ნამდვილი ენერგოვამპირია თუ არა ადამიანი. თუ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ, განწყობა გაგიფუჭდათ, ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ და თავი გტკივდებათ, ეს ყოველთვის ენერგოვამპირიზმის შედეგი როდია.

რაც შეეხება ენერგოვამპირისგან თავის დაღწევას და დაცვას, ესეც უნდა შეგეძლოთ. მაგალითად, თუ არ გსურთ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა, უარი თქვით მასთან საუბარზე, არ ილაპარაკოთ პირად თემებზე, ურთიერთობისას შეინარჩუნეთ დისტანცია. ემოციური სიცივე საუკეთესო დაცვაა ენერგოვამპირიზმისგან. არავის მისცეთ თქვენით მანიპულირების უფლება. წინ თქვენი ინტერესები დააყენეთ, ისწავლეთ უარის თქმა.

ყველაზე რთულია, როცა ბედს უკავშირებთ ადამიან-ვამპირს. ამას ჯობია, თავიდან გაარკვიოთ, როგორ ადამიანთან გაქვთ საქმე, ხომ არ იწვევს მასთან ურთიერთობა თქვენში დაღლას, თავის ტკივილს, სისუსტეს, უძილობას და ეწყობით თუ არა ერთმანეთს ასტროლოგიური თვალსაზრისით.


скачать dle 11.3