კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 15 მაისს. რომელი პროფესიებია ჩემთვის მეტად წარმატებული და რომელი ასტროლოგიური ქვის ტარებაა ჩემთვის წარმატებების მომტანი?

პასუხი: ქვებიდან კარგია ზურმუხტი, აქატი, მალაქიტი, ოპალი და ტოპაზი. რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, ასეთია: ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამომძიებლო სფერო, სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა, მაგალითად, ექსტრასენსორიკა, სუჯუკთერაპია, ფიტოთერაპია, ასევე, მაკონტროლებელი ორგანოები, კონტროლის პალატა, საგადასახადო, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ოკულტური სფერო, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი. ყველა ეს სფერო თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია.

კითხვა: დავიბადე 1970 წლის 31 ივლისს, დილით. რა საქმიანობას მივყო ხელი, რომ მეტ წარმატებას მივაღწიო?

პასუხი: თქვენთვის სასურველი და წარმატებების მომტანი პროფესიებია: იურისპრუდენცია, საქველმოქმედო საქმე, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ოკულტიზმი, სასტუმროების ბიზნესი, ფოტოგრაფია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო საქმიანობა, სოციოლოგია, პოეზია, ლიტერატურა და ხელოვნება.

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 17 აგვისტოს. რა არის ჩემი კარმული მისია, მინდა, უცხო ქვეყანაში წასვლა და მუშაობა. ასტროლოგიურად, რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა გამოავლინოთ ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, პრაქტიკულობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა-გადანაწილება. დაეყრდენით საკუთარ ძალებს. ასევე, გამოავლინეთ ინიციატივა, საკუთარ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა, წარმოაჩინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭი. დაეყრდენით ინტუიციას, დაიცავით საკუთარი საიდუმლო. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენთვის საშუალოდ მისაღებია, ქვეყნებიდან კარგია: უკრაინა, ირლანდია, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდავეთი, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ბულგარეთი, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, კვიპროსი, დანია, ჰოლანდია, გერმანიის ბავარიის მხარე, მალაიზია, ინდოჩინეთის ქვეყნები, მაროკო, შვედეთის დასავლეთი ნაწილი, კუბა, მექსიკა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 19 ნოემბერს. რომელი პროფესია აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს მიაღწიოს ზედმეტი ძალისხმევისა და ბარიერების გარეშე?

პასუხი: თქვენი შვილისთვის მისაღები და წარმატებების მომტანია მოღვაწეობა შემდეგ სფეროებში: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი, ოკულტიზმის სფერო, რელიგია, ფსიქოლოგია, ასტროლოგია, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, რადიო, ტელევიზია, პრესა, საგამომცემლო და სარეკლამო ინდუსტრია, იურისპრუდენცია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია. ეს მისთვის საუკეთესო პროფესიებია სამომავლოდ.

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 7 აპრილს. რომელი ასტროლოგიური ქვების ტარებას მირჩევთ?

პასუხი: თქვენთვის განსაკუთრებით კარგია: ძოწის, ლალის, იაგუნდის, ალმასის, ბრილიანტის, მთის ბროლის, სარდიონის, ქარვის, სარდონიქსის, აკვამარინის, საფირონისა და ცირკონის ასტროლოგიური ქვები.


скачать dle 11.3