კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამნეზიისა და ფიტნესის სიკეთე



რაკი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს „სიცრუის დეტექტორზე“ ვერავინ ამოწმებს, აღმოჩნდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი რეფორმატორული ნოვაციების თავსხმას გვიმზადებს: კერძოდ, ამიერ-იდან უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მსურველები ოთხ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ. ქ-ნმა მიმინოშვილ-მა ბრძანა, ეს სამართლიანი მიდგომაა, რათა ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იყოსო. თუმცა წინა წლე-ბშიც იმავე პათოსით უბნობდა, რომ სამართლიანი ზოგიერთი აბიტურიენტის მიერ 3, დანარჩენების მიერ კი 4 გამ-ოცდის ჩაბარება იყო. მეტიც, მიმდინარე წლიდან მეთორმეტე კლასში ახალი საგნის – უნარ-ჩვევების – დამატებას-აც აპირებენ, ოღონდ, წინა წლებში ამტკიცებდნენ, რომ უნარ-ჩვევების არათუ ცალკე საგნად სწავლება, მის მოსამზადებლად რეპეტიტორთან სიარულიც კი სიბნელე და სიბეცეაო (ქ-ნი მიმინოშვილი განმარტავდა, რომ ეს უნარ-ჩვევა ცალკე საგანი არ არის, მოსწავლე მას სკოლაში სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში ითვისებს და სწორედ ეს არის ამ გამოცდის ხიბლიო).
ასე იყო თუ ისე, რაკი ჩვენს ჩინოვნიკებს ამნეზია შეჰყრიათ, ან, ყოველ შემთხვევაში, იმის იმედი მაინც აქვთ, რომ ამნეზიის ტყვეობაში დანარჩენი მოსახლეობაა, საქმე იშოვეს და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვ-ისაც ახლებურად ემზადებიან: რეფორმაშიც ჩაეთვლებათ, თან ფულსაც მიახარჯავენ. ამის პარალელურად, ისევ უცნობია, რით დასრულდა კონტროლის პალატის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში ფულის უყაირათ-ოდ (უყაირათოდ-მეთქი, ლიტერატურულად ვამბობ, თორემ ამას, წესით, გაფლანგვა ჰქვია) ხარჯვის გამოვლენის ფა-ქტი (როგორც გაირკვა, მეტად სოლიდური თანხა გახარჯულა ცენტრის თანამშრომლების ფიტნეს-კლუბებში გაკაჟების დასაფინანსებლად, თუმცა ცენტრის წარმომადგენელი განმარტავდა, ეს თანამშრომელთა წახალისების ერთ-ერთი ფორმააო), სამაგიეროდ, ჩნდება ეჭვი, რომ, თუ განათლებას ვერ ეშველება, მისი მესვეურები მაინც დაიყენებენ ვენერასა და აპოლონის ფორმებს.

ნინო ხაჩიძე

скачать dle 11.3