კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცვლილებებისთვის შემზადებული

ანუ ასოდაუცდენლები

ზოგადი განათლების შესახებ კანონს ცვლილებებისთვის ამზადებენ. რა თქმა უნდა, ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, მიზანი კი, იფიციალური ინფორმაციით, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და პედაგოგების კარიერული ზრდა (თუმცა ისიცაა, პედაგოგი კარიერაში სადღა უნდა გაიზარდოს? სავარაუდოდ, ჩვენს ელმედიას უნდოდა ეთქვა, პედაგოგების პროფესიულ ზრდას ისახავს მიზნადო).

ასეა თუ ისე, ამ ცვლილებებით, თურმე, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, გარკვეული კრედიტები დააგროვონ, რის მეშვეობითაც, მათი პროფესიული დონე და ხელფასები განისაზღვრება. პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ, თუ პედაგოგები ჯეროვნად მოიქცევიან, მათმა ხელფასმა, შესაძლოა, სამ ნულს მიუკაკუნოს (ვითომ, მინისტრები იქცევიან ისე ჯეროვნად, რომ მათმა ხელფასმა უკვე ხუთ ნულს გადაუკაკუნა?!). ბუნებრივია, საერთო მაუწყებლებს ასოც არ დასცდენიათ იმის შესახებ, რომ ცვლილებები კანონში განათლების შესახებ მანდატურის სამსახურსაც ეხება. კერძოდ, გასულ კვირას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ზემოხსენებული კანონპროექტის 48-ე მუხლი გააპროტესტეს. ამ უკანასკნელში „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების“ წესი და შემთხვევებია ჩამოთვლილი. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონპროექტში „სპეციალური საშუალებები“ განმარტებული არ არის, თუმცა ამ „სპეციალურ საშუალებებს“ პოლიციის შესახებ კანონი განსაზღვრავს, „თავისუფალი დემოკრატები“ ვარაუდობენ, რომ მანდატურები სკოლებში უფლებამოსილების განხორციელებისას სწორედ ამ განმარტებით ისარგებლებენ. პოლიციის შესახებ კანონის მეთორმეტე მუხლში კი ვკითხულობთ, რომ „სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის მიზნით, პოლიციას უფლება აქვს, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა.“

ხოლო, რაკი ჯერჯერობით კანონპროექტის ინიციატორნი და კანონშემოქმედნი ოდენ ზოგად კომენტარს აკეთებენ და რაც მთავარია, არ აკონკრეტებენ, რა იგულისხმება „სპეციალურ საშუალებებში“, ამ მომენტისთვის არსებული მდგომარეობით, სავარაუდოა, რომ მანდატურების საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეთა მიმართ მოქმედების დევიზი ასეთია: სიკვდილი ან გამარჯვება, ჩვენ უკან დედასამინისტროა!


скачать dle 11.3