კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის დამნაშავე

კონფლიქტი მოხდა... და ის არ იქნება ერთადერთი, კიდევ და კიდევ გამეორდება, თუკი პრეტენზია პარტნიორის მიმართ უსამართლოა და უსაფუძვლო. საერთოდ, არსებობს ერთი ოქროს წესი: თუ გინდა, საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერად იცხოვრო, თავიდანვე ზუსტად უნდა იცოდე, რას მოელი ამ ურთიერთობისგან და რისი მოცემა შეუძლია მას. სამწუხარო ფაქტია ის, რომ ძალიან ცოტა ქალი ფიქრობს ამაზე. ურთიერთობის პირველ სტადიაზე მათ ამისთვის დრო არ რჩებათ, არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად, რა იქნება მერე, რადგან მთავარი ერთად ყოფნაა, მაგრამ, ვისთან ერთად ყოფნა? – აი, რა არის საკითხავი. წარმოიდგინეთ, რომ მამაკაცი ბუნებით არის ან არ არის მონადირე. თქვენ რომელი გირჩევნიათ – მონადირე, თუ მოკრძალებული რომანტიკოსი? თუ არჩევანი მოკრძალებულ რომანტიკოსზე შეაჩერეთ, მერე ნუღარ გამოიდებთ თავს და ნუ მოინდომებთ, რომ ის რადიკალურად შეიცვალოს. პრეტენზია კი გაგიჩნდებათ, რატომ „შემომტანი” არ არისო, მაგრამ ეს პრეტენზია უსამართლო იქნება. საყვედურებით მას ვეღარ გარდაქმნით, ის ყოველთვის რომანტიკოსად დარჩება მთელი თავისი არსებით, სამაგიეროდ, სიურპრიზებით შეეცდება, თქვენს განებივრებას – თავისებურად, რა თქმა უნდა. იქნებ, არც კი მოგეწონოთ მისი სიურპრიზები და გაცილებით გირჩევნიათ, ფული მოიტანოს, რომელსაც თქვენი შეხედულებისამებრ განკარგავთ, თქვენი სურვილი გასაგებია, თუმცა პრეტენზიული, რადგან მამაკაცისგან მოითხოვთ მისი შესაძლებლობებისთვის შეუძლებელს. იმოქმედეთ თქვენ თვითონ. ის არ არის დამნაშავე, რომ ასეთი ხასიათი აქვს. მამაკაცი კი უნდა იყოს მონადირე, მაგრამ გამონაკლისებიც ხომ არსებობენ?! თუკი, თქვენი სიყვარული, მის მიმართ ძლიერია, თუკი თქვენს ურთიერთობაში სხვა პრობლემა არ არის, მაშინ არ ღირს, ყველაფერს წერტილი დაუსვათ. თქვენს მეუღლეს აუცილებლად ექნება რაღაც ღირსება, რომლის წინა პლანზე წამოწევაც ორივესთვის სასარგებლო იქნება. ქმარია და ყველაფერზე მან იმტვრიოს თავიო – არასწორი პოზიციაა. თქვენ ერთად ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველგან და ყველაფერში ერთსულოვანნი უნდა იყოთ, თანამოაზრეები და თანამზრახველები, ამ ტიპის მამაკაცის ცოლობა ადვილი არ არის, მაგრამ, გახსოვდეთ – ეს თქვენი არჩევანი იყო...


скачать dle 11.3