კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიმშვიდეა!..

სიყვარული არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ისე უნდა შეიცვალონ, რომ საკუთარი ხასიათიც დაივიწყონ და ზოგჯერ თავშეუკავებლობა არ გამოიჩინონ. ხშირად სწორედ ყველაზე საყვარელი ადამიანი გვტკენს გულს და გვატირებს კიდეც. ჩხუბით სიტუაციას ვერ უშველი.

მერე რა, რომ გუნება უკვე მოგეშხამათ და განწყობაც გაგიფუჭდათ. ურთიერთობის გარკვევით სიმშვიდეს ვერ მოიპოვებთ. კიდევ უარესი, გამორიცხული არ არის, საყვარელი ადამიანი ჩხუბის დროს კორექტულობის ფარგლებს გასცდეს და შეურაცხყოფაც მოგაყენოთ. ეს არ უნდა დაუშვათ. ყველაზე კარგი გამოსავალია, დროებით მოსცილდეთ მას. გახვიდეთ სხვა ოთახში და დაელოდოთ, სანამ ემოციები ჩაცხრება. მერე უკვე შეგიძლიათ, მშვიდად დაელაპარაკოთ მას და უთხრათ, რომელმა სიტყვამ გატკინათ გული ყველაზე მეტად; რა არ მოგეწონათ მის საქციელსა თუ გამოხედვაში. იქნებ, ტონმა გაგაღიზიანათ? ესეც უთხარით, მაგრამ საუბარს უკვე აღარ ექნება სიმწვავე, ანუ ჩხუბი აღარ მოხდება. თქვენ გადალახეთ სიძნელე და ახლა შეგიძლიათ, მშვიდად გაარკვიოთ ურთიერთობა. დარწმუნებული იყავით, რომ საინტერესო რაღაცას აღმოაჩენთ: მიხვდებით, რომ საყვარელ მამაკაცს სულაც არ უნდოდა თქვენი წყენინება. მით უმეტეს, როცა დამშვიდდება, აღიარებს კიდეც ამას. გაარკვიეთ ურთიერთობა, ანუ ილაპარაკეთ იმაზე, რაც ხელს გიშლით სრულყოფის მიღწევაში. მერე კი, როცა ყველაფერი გაირკვევა და ორივე მიხვდებით, რა ბედნიერებაა სიმშვიდე, უფრო მეტად დააფასებთ და გაუფრთხილდებით მას.


скачать dle 11.3