კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: რა ასაკიდან არის ქალისთვის აუცილებელი სახის კანის მოვლა?

პასუხი: საერთოდ, რაც უფრო ადრე დაიწყებს ქალი სახის კანის მოვლას, მით უკეთესია. მაგრამ „მოვლაში“ არ იგულისხმება საკუთარ სახეზე, ვთქვათ, 20 წლის ასაკში, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემის გამოყენება. ახალგაზრდა ასაკში მიზანშეწონილია მხოლოდ კანის გაწმენდა, თანაც, ახალი და ხარისხიანი საშუალებებით.

კითხვა: ვარ გარდატეხის ასაკში. ცხვირზე, შუბლსა და ნიკაპზე მაქვს წვრილი შავი წერტილები. რა ნივთიერება უნდა შედიოდეს კანის გასაწმენდ საშუალებაში, ეს პრობლემა რომ მომიგვაროს?

პასუხი: ასეთი კანისთვის უნდა შეიძინოთ გამწმენდი საშუალება, რომელშიც შედის სალიცილის მჟავა, რადგან ეს ნივთიერება ახდენს ბაქტერიოციდულ ზემოქმედებას, აქრობს ანთებით პროცესებს და ავიწროებს ფორებს.

კითხვა: როგორი ნიღბები ჭიმავს კანს?

პასუხი: ამ მიზნით უნდა შეიძინოთ ნიღბები ლიფტინგის ეფექტით. ასეთი ნიღბის შედეგს 15 წუთის შემდეგ იგრძნობთ.

კითხვა: ამ ბოლო დროს დილაობით შეშუპებული თვალებით ვიღვიძებ. არაფერი ორგანული არ მჭირს. როგორ დავიცხრო შეშუპება?

პასუხი: თუ თქვენი ჯანმრთელობა წესრიგშია, ესე იგი, მოსაგვარებელი გაქვთ კვების რეჟიმი. ეცადეთ, საღამოს 7 საათის შემდეგ არაფერი ჭამოთ. დაძინებამდე 2 საათით ადრე კი სითხესაც ნუ მიიღებთ. შეშუპებულ თვალებზე კი დაიდეთ (ან წაისვით) ყინულის კუბიკის ნატეხები, ან გაიკეთეთ სპეციალური გამაგრილებელი ნიღაბი.

კითხვა: არ მიყვარს მკვეთრი მაკიაჟი, მაგრამ, მინდა, რომ სახე ცოტა გამომიცოცხლდეს. ვარ 30 წლის და მაქვს მუქი ხორბლისფერი სახე. როგორ მაკიაჟს მირჩევთ?

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ ბუნებრივ მეიკ აპს ანიჭებთ უპირატესობას. ამიტომ, უნდა შეარჩიოთ ბუნებრივ ფერებთან მაქსიმალურად მიახლოებული პომადის ტონები, მაგალითად, პასტელის, ბაცი-ყავისფერი. თუ თქვენ საერთოდ არ ისვამთ ამა თუ იმ ფერის ტუჩის საცხს, შეგიძლიათ, წაისვათ გამჭვირვალე „ბლესკი“ ან პომადა – ეს თქვენს ტუჩებს მეტი მგრძნობელობის ელფერს მიანიჭებს. თუ გსურთ, ტუჩები ვიზუალურად გაიდიდოთ, გაიკეთეთ კონტური გამჭვირვალე კონტურული ფანქრით ტუჩის ხაზის ოდნავ გარედან. ღაწვებზე მსუბუქად გადაისვით ფუნჯის ბაცი კაკაოსფერი რუჟი და ზედა ქუთუთოებზე ამავე ფერის თვალის ჩრდილი წაისვით.


скачать dle 11.3