კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გახდა 2011 წლის ყველაზე სასურველი ქალი შოუ-ბიზნესში და ლეიბორისტული პარტიის რომელი მხარდამჭერი მოხვდა ყველაზე სასურველ ქალთა 2011 წლის რეიტინგში

ხუთმა მილიონმა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა ინტერნეტ-პორტალ „ასქმენ.ქომის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელსაც 2011 წლის ყველაზე სასურველი ქალი უნდა გამოევლინა. რეიტინგში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 99 ქალბატონი მოხვდა – მომღერლები, მსახიობები, მოდელები, ბიზნეს-ლედები და სილამაზის კონკურსის გამარჯვებულები. ყველაზე დიდ ინტერესს ბუნებრივია, პირველი ტოპ-ათეულის წარმომადგენლები იწვევენ. ამის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე სასურველ 10 ქალბატონს.

ბლეიქ ლაივლი – 23 წლის ამერიკელი მოდელი და მსახიობი. პოპულარული სერიალ „გოსიფ გერლში” სერენა ვან დერ ვუდსონის როლის შესრულებით გახდა. ბლეიქი კალიფორნიის შტატში, ქალაქ ტარზანში დაიბადა. მისი ოჯახის ყველა წევრი გასართობი სფეროს წარმომადგენელია. ბარაკ ობამას მხარდამჭერი ლაივლი თანამედროვე ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქერათმიან ლამაზმანად მიიჩნევა. ბოლოს იგი „იუთუბიზე” ძალიან პოპულარულ ვიდეორგოლში გამოჩნდა, სადაც მან ჯესიკა ალბასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კომედიური ჯგუფის „ლოუნლი აილენდის” და რეპერ „ეიქონის” საერთო კლიპში – „ამწუთას მქონდა სექსი”.

მილა კუნისი – უკრაინაში, ქალაქ ჩერნოვიცში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1991 წელს, კი, ოჯახთან ერთად გადასახლდა შეერთებულ შტატებში. საინტერესოა, რომ მილას ოჯახმა „გრინ ქარდის” ლატარიაში გაიმარჯვა და ამ გზით მოხვდა ამერიკაში. მილა იშვიათი სენით – ჰეტეროჰრომიით არის დაავადებული – ცალი თვალი მწვანე, მეორე კი ღია ყავისფერი აქვს. თუმცა, ამ ფაქტს არ შეუშლია მისთვის ხელი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალი გამხდარიყო. მისი სამსახიობო ნიჭისა და მომხიბვლელობის შეფასება ქართველ მაყურებელს „ოსკარზე” ნომინირებული, გახმაურებული ფილმის, „შავი გედის” საშუალებით შეუძლია. ფილმში იგი ნატალი პორტმანის გმირის კონკურენტს თამაშობს საბალეტო დასში.

სოფია ვერგარა – 38 წლის კოლუმბიელი მოდელი, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევს რეიტინგის გაცილებით ახალგაზრდა მონაწილეებს და გამოკითხვაში მესამე ადგილს იკავებს. ამჟამად სოფია ოჯახთან ერთად მაიამიში ცხოვრობს. იგი განქორწინებულია და 20 წლის შვილი ჰყავს. თუმცა, მისი უნაკლო სხეულისა და შესაშური ფიზიკური მონაცემების შემხედვარე, ვერც დაიჯერებთ, რომ სოფია სულ მალე 39 წლის გახდება. სოფია ცნობილი „პეპსის” გახმაურებული სარეკლამო რგოლით გახდა, რომელიც „იუთუბიზეა” განთავსებული.

სელიტა იბენქსი – კაიმანის კუნძულების წარმომადგენელი და „ვიქტორია სიკრეტის” ყოფილი ანგელოზი. სელიტა სამი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდთან და სხვა „ანგელოზებთან” ერთად, ყველაზე სანახაობრივ მოდის ჩვენებებში იღებდა მონაწილეობას. სელიტა წარმოშობით, ირლანდიელი, აფრო-ამერიკელი და ინდიელია. იგი დღემდე „ვიქტორია სიკრეტის” ყველა დროის ყველაზე სექსუალურ შავკანიან მოდელად მიიჩნევა.

მირანდა კერი – პირველი ავსტრალიელი მოდელი „ვიქტორია სიკრეტის” ანგელოზებში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე მსოფლიო შოუ-ბიზნესში. ის ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია მსოფლიოში. ბუდიზმის მიმდევარი მირანდა ასევე ავსტრალიელი ჰოლივუდის ვარსკვლავის ორლანდო ბლუმის მეუღლეა. მათ ჰყავთ ვაჟი სახელად ფლინი.

შერილ კოული – ბრიტანელი პოპ-შემსრულებელი შერილ კოული წლების განმავლობაში სათავეში ედგა „აქმენის” მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს. თუმცა ამჯერად მან დათმო პოზიციები, რაზეც შესაძლოა მისმა პირადმა ცხოვრებამ იქონია გავლენა. გასულ წელს შერილი ოფიციალურად გაეყარა ქმარს – ფეხბურთელ ეშლი კოულს, რომელთან ერთადაც 2004 წლიდან ცხოვრობდა. ლეიბორისტების მხარდამჭერი შერილი ბრიტანეთში ათწლეულის ყველაზე სასურველ ქალად დასახელდა.

სკარლეტ იოჰანსონი – ქერათმიანი ლამაზმანი, რომლის ანგარიშზე უამრავი სასიყვარულო ინტრიგა და რომანია... ჯარედ ლეტო, ბენისიო დელ ტორო, ჯოშ ჰარტნეტი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, მარკ უოლბერგი და ბოლოს რაიან რეინოლდსი, რომელიც სკარლეტის პირველი ოფიციალური ქმრის სახელს ატარებდა 2010 წლის დეკემბრამდე. მონოგამიური ურთიერთობის მომხრე მსახიობი აცხადებს, რომ მისთვის არ არის საკმარისი ერთ პარტნიორთან ურთიერთობა და ამის გამო ხშირად იცვლის კიდეც „ბოიფრენდებს“. სკარლეტ იოჰანსონი წელიწადში ორჯერ იკეთებს ანალიზს „შიდსზე” და ამორალურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ადამიანებს რცხვენიათ ასეთი ანალიზის ჩატარების.

კეტი პერი – თანამედროვე პოპ-მუსიკის ვარსკვლავი კეტი პერი სერიალით განთქმულ, კალიფორნიულ ქალაქ სანტა-ბარბარაში დაიბადა. ბავშვობაში ის გატაცებული იყო ალანის მორისეტის, „ნირვანას”, ჯონი მიტჩელისა და „ქუინის” მუსიკით. ეპატაჟური კეტის სინგლმა „შენ ისეთი გეი ხარ”, სკანდალი გამოიწვია და მომღერალს ჰომოფობიაში დასდეს ბრალი. კეტი ბრიტანელი კომიკოსისა და მსახიობის, რასელ ბრენდის მეუღლეა. წყვილი 2010 წლის 23 ოქტომბერს ინდოეთში დაქორწინდა. სულ ბოლო ცნობა კი, რომელიც კეტი პერის შემოქმედებას უკავშირდება არის ის, რომ სწორედ მან გააფორმა მუსიკალურად 2010 წლის „ვიქტორია სიკრეტის” წლის შემაჯამებელი, სექსუალური თეთრეულის მოდის ჩვენება.

ენ ჰეთუეი – უილიამ შექსპირის მეუღლის სეხნია და მოგვარეა. უპირველეს სწორედ ამ ფაქტით არის ცნობილი ეს მსახიობი. „ოსკარის” ნომინანტი ენი მრავალ ჰოლივუდურ ბლოკბასტერშია დაკავებული. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია „ეშმაკი ირჩევს პრადას”, სადაც მას პარტნიორობას მერილ სტრიპი უწევს. ენ ჰეთუეი ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდა სკანდალურ იტალიელ ბიზნესმენს რაფაელო ფოლიერის, რომელსაც საქველმოქმედო ფონდის ანგარიშიდან 50 მილიონი ევროს მითვისებაში ედებოდა ბრალი. ერთხანს ენიც ეჭვმიტანილად ცხადდებოდა, თუმცა მოგვიანებით მას ბრალი მოეხსნა.

ჯესიკა პარე – კანადელი მსახიობი და ერთ-ერთი ყველაზე სექსუალურმკერდიანი ჰოლივუდში. ბავშვობაში იგი სკოლის თეატრის სცენაზე იესო ქრისტეს როლს ასრულებდა პიესაში „გოდსფელი”. ჯესიკა გათხოვილი გახლდათ სცენარისტსა და პროდიუსერ ჯო სმიტზე, რომელსაც გასულ წელს გაეყარა. ამჟამად ლამაზმანი მარტოდ ყოფნას ამჯობინებს და გადასაღებ მოედნებზე ხანმოკლე რომანებისგან თავს იკავებს.


скачать dle 11.3