კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით განიცადა სრული სიამოვნება ნოდიკო ტატიშვილმა და როგორ გათიშა ის ტაილანდელმა ქალმა ფეხის თითზე შეხებით

ნოდიკო ტატიშვილს მოგზაურობა და ფრენა განსაკუთრებულად უყვარს. მოგზაურობა მარტომ 18 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა და ამის შემდეგ საკმაოდ ბევრი ქვეყანა მოიარა. ამჟამად ნოდიკო ლონდონში იმყოფება. წასვლამდე კი გოგოლა კალანდაძესთან ერთად ახალი სიმღერაც ჩაწერა.

– 2009 წელი საკმაოდ წარმატებული იყო შენთვის გახდი „ჯეოსტარი 2009“. თუ შეძელი იმ შანსების გამოყენება, რაც ამ კონკურსმა მოგცა?

– არ ვიცი, გამოვიყენე თუ არა ჩემი შანსები. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი წამით არ დამიხევია უკან. რის გაკეთებაც კი დღეს შეიძლებოდა, ვაკეთებდი და არასდროს არაფერი გადამიდევს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საქმე მქონდა. იყო დღეები, როდესაც უამრავი რამ მქონდა ერთ დღეს გასაკეთებელი, მაგრამ ყველაფერს თავს კარგად ვართმევდი. ჩემთვის ეს უბრალო მოთხოვნილება არ არის, ეს ჩემი ცხოვრებაა. მე ამით ვცხოვრობ, უნდა ვიცხოვრო და საერთოდ, ასე ვცხოვრობდი „ჯეოსტარამდე“. სულ მინდოდა, ჩამეწერა, მემღერა სიმღერა და ჩემი ნამღერი ხალხს ყვარებოდა – მე ვყვარებოდი, როგორც მომღერალი. როცა ხვდები, რომ ამ ყველაფერს იძენ, ხალხის სიყვარულს, პატივისცემას, შენი აქტიურობა კიდევ უფრო იმატებს. მერე გაასმაგებულად გიჩნდება იმის უნარი, უფრო და უფრო მეტი აკეთო.

– ხშირად მოგზაურობ?

– მიყვარს მოგზაურობა. ახლა ლონდონში ვარ. მინდა, გონებრივად განვიტვირთო, თან პატარ-პატარა საქმეები მაქვს. ქართული ტაძარი გაიხსნა, პატრიარქი ჩამოვიდა და ეს ყველაფერი ჩემ აქ ყოფნას დაემთხვა. რაც მთავარია, ჩემი და ვნახე და ძალიან მიხარია. ჩემთვის აეროპორტი, თვითმფრინავით ფრენა ყველაზე დიდი სიამოვნებაა. ხამი არ ვარ, ამ საკითხში ყველაფერი ვიცი, რადგან თავიდან რომ დავფრინავდი, აეროპორტებში ყველაფერს ვკითხულობდი, ვაკვირდებოდი. მეგობრები სულ მეკითხებიან, აქ როგორ უნდა წავიდე, რა უნდა გავაკეთოო.

– აეროპორტში განსაკუთრებული გამომეტყველებით დადიხარ?

– ყველაფერს ხელს ვკიდებ. სანამ ავალ ტრაპზე, თვითმფრინავს ვეხუტები, ყველაფერი მიყვარს, ის მომენტიც კი, მანქანაში რომ ვჯდები და აეროპორტში მივდივარ. თან, ისე მიყვარს, რომ ვერანაირ ხარვეზს ვერ ვამჩნევ. ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ. ერთხელ, მახსოვს, ჩემს კოლეგებთან ერთად მოვფრინავდი კიევიდან. მე ფანჯარასთან ვიჯექი, მერე იჯდა სალომე ბაკურაძე და ელენე ფოჩხუა. თვითმფრინავი საერთოდ არ მიფრინავდა, აყირავებული იყო – ხან რომელ მხარეს გადაიხრებოდა, ხან – რომელ, სასწაულებს აკეთებდა. მე მშვიდად ვიჯექი. თუ მოვკვდები, ისედაც მოვკვდები და რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოვკვდები-მეთქი. შინაგანად მაშინ ავღელდი, როცა გასაფერადებლების დარიგება დაიწყეს. ელენე მეგრულ კილოზე იძახდა: ღმერთო, გვიშველეო, სალომე კიოდა, სხვები აღარც ჩანდნენ, ჩაკუნტულები იყვნენ. ბოლოს მახსოვს, როგორ დავენარცხეთ თბილისის აეროპორტში. სასწაული ფრენა იყო, ასეთი კოშმარული ფრენა მე არ მქონია.

– პირველად სად წახვედი?

– 18 წლის ვიყავი, პირველად რომ გავფრინდი ლიტვაში საერთაშორისო ფესტივალზე. დედაჩემი და მამაჩემი სტუდენტობის დროს სულ დაფრინავდნენ და ყველაფერს მიყვებოდნენ. სულ მაინტერესებდა, თვითმფრინავში რომ ჩავჯდები, რას ვიგრძნობ-მეთქი და ამაზე 5 ათას კითხვას ვსვამდი. დედაჩემი რასაც მიყვებოდა, ზუსტად ის განვიცადე. ილუმინატორთან მიყვარს ჯდომა. მაშინაც ფანჯარასთან დავჯექი, ყურსასმენები მეკეთა, გვერდზე ორი „სვეცკი“ ქალი მეჯდა, ერთი სული მქონდა როდის ავფრინდებოდით. უცებ შევამჩნიე, რომ ეს ქალები გაოცებულები მიყურებდნენ. რომ ავფრინდით, ისე მეამა, რომ სიცილით ვიხეოდი. აქედან დაიწყო ჩემი და საჰაერო ნავიგაციის სიყვარული, ურთიერთობა. ჩემმა პირველმა ვიზიტმა მშვენივრად ჩაიარა. იმ დროს გერმანულს ვსწავლობდი, რომელიც არავის აინტერესებდა. ბალტიისპირეთში უნდა გცოდნოდა ინგლისური ან რუსული. ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი, რუსულად ისე ვლაპარაკობდი, სიცილით მოკვდებოდა ადამიანი. მაგრამ, ისეთი ნაგლი ვიყავი, არ ვიცოდი და მაინც ვლაპარაკობდი.

– ყველაზე კარგად რომელი მოგზაურობა დაგამახსოვრდა?

– ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე არ ვყოფილვარ. მაგრამ, მარტში გასტროლი მაქვს და გულს ვიჯერებ, ვნახავ ნიუ-იორკს და ნიუ-ჯერსს. ყაზახეთში, მალაიზიაში, ტაილანდშიც ვარ ნამყოფი, ევროპის ბევრ ქვეყანაში. აზიური კულტურა, სამზარეულო ძალიან მიყვარს. წვრილთვალება ადამიანებიც მიყვარს, ძალიან საყვარლები, კეთილები არიან, მორიდებულებიც. ტაილანდში ტაილანდური მასაჟი გავიკეთე. ერთსაათიანი პროცედურა ჩამიტარეს და მერე ერთი საათის განმავლობაში ვერ მაღვიძებდა მასაჟისტი. ჟელეებით, ზეთებით გამიკეთა მასაჟი. კარგად მახსოვს, იმ ქალმა ფეხის თითზე ხელი რომ მომკიდა, რა დამემართა, მაგრამ მერე უკვე აღარაფერი მახსოვს, სრულ სიამოვნებას განვიცდიდი. მოკლედ, ფეხის თითებიდან გამთიშა. რაც შეეხება მათ სამზარეულოს, სუში მიყვარს ძალიან. ჩინური სუპები ჩემი სუსტი წერტილია, სუნზეც კი სასწაულები მემართება. აზიის ქვეყნები ჩემთვის უფრო საინტერესო და ეგზოტიკურია, ევროპაში კი უფრო არ მიკვირს რაღაცეები. ერთხელ, მახსოვს, კონკურსზე ჩინელ კონკურსანტს დავცინე. ფოლკლორის ტური იყო, „გადი-გამოდი გუთანო“ და „ლალე“ ვიმღერე. გული-სული ჩავაქსოვე, გაგიჟდნენ, რა ლამაზი მელოდიები გაქვთო. ჩინელმა თქვა, ჩვენც ლამაზი სიმღერები გვაქვსო. დაიწყო სიმღერა, თან არაადამიანური ხმით. ტექსტს რომ ვერ გავიგებდი, ამას შეგუებული ვიყავი, მაგრამ ვფიქრობდი, იქნებ მელოდიური ხაზი დავიჭირო და მომეწონოს-მეთქი. ვერაფერი გავიგე. ისტერიული სიცილი ამიტყდა. ბიჭი გაჩერდა, ძალიან შემრცხვა, მაგრამ სიცილის დროს თავის შეკავება არ შემიძლია ხოლმე. ბოდიში მოვუხადე, ჩემთვის ისეთი ეგზოტიკური იყო შენი სიმღერა, გამეცინა, თან ისეთი ვარ, ყველაფერზე მეცინება-მეთქი, მაგრამ არ გაჭრა.

– ყველაზე მეტად რომელი ქვეყანა მოგეწონა?

– ჩეხეთი, პრაღა. პარიზიც ვნახე, ლონდონიც, რომელიც ჩემი აზრით, ქალაქების ქალაქია – არც ევროპაა, არც ამერიკა, არც აზია. თავისი არქიტექტურით, ხალხით, ტრადიციით პატარა ქვეყანას ჰგავს. პრაღაში ჩემი მეგობარი ანა დამხვდა და მთელი ქალაქი მომატარა. ძალიან მომეწონა. მერე პარიზში ვიყავი, ვაჟა მანიასთან ერთად. კარგი დრო გავატარეთ, კარგად მოვილხინეთ, წონაში მომატებულებიც ჩამოვედით. თან იცი, როგორი ადამიანი ვარ, მაშინვე ვუღებ ყველაფერს ალღოს. პარიზშიც მეორე დღესვე მე ვიყავი მთავარი ორიენტირი. ლონდონში, რომელიც დიდი და ლაბირინთულია, რამდენიმე დღეში უკვე ყველგან მარტო დავდიოდი. ძირითადად, საერთაშორისო კონკურსებიდან გამომდინარე ვმოგზაურობდი, შესაბამისად, ეს ქვეყნები ძალიან მიყვარს. იქ წარმატებას ვაღწევდი და იქიდან წარუშლელი შთაბეჭდილებებით ჩამოვდიოდი. 2010 წელს ორჯერ მომიწია იერუსალიმში, წმიდა მიწაზე ჩასვლა. ერთხელ, მე, დათუნა მგელაძე და ვაჟა მანია ვიყავით მეგობრებთან ერთად – „ჯეოსტარის“ საჩუქარი იყო. მეორედ კი ოქტომბრის დასაწყისში ვიყავი გასტროლზე. ეს არასდროს დამავიწყდება. ბეთლემში ვიყავი, სადაც მაცხოვარი დაიბადა. სასწაული იყო. ბავშვობიდან ვოცნებობდი, დავადებდი თუ არა ოდესმე მაცხოვრის საფლავს ხელს. ეს დიდი ნატვრა, ოცნება ამისრულდა. ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს სუვენირები, ძირითადად კოვზები, რომელსაც დედას ვაძლევ და ის ინახავს.

– რომელი ქვეყნის ქალები მოგეწონა?

– უფრო ევროპული რასის ქალები მომწონს. შავგვრემანი იქნება თუ ქერა, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ქალური იყოს, სილამაზითა და ქალურობით უნდა მოგხიბლოს. საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა მულატკებთან, ძალიან მომწონს, სპეციფიკური რაღაც აქვთ გარეგნობაში, თუნდაც მკერდი, სხვანაირები არიან – ძალიან მაგრები, გამორჩეულად სექსუალურები.

– უცხოეთში ყოფნისას, პატარ-პატარა რომანებიც გექნებოდა.

– პირველად რომ ვიყავი ლიტვაში, ძალიან მომეწონა ერთი გოგონა, რომელსაც მარტა ერქვა, პოლონელი იყო. მთელი ფესტივალის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით, ერთმანეთი მოგვწონდა. როდესაც ის თავის ქვეყანაში გაფრინდა, მე კი ლატვიაში გადავედი, მახსოვს, როგორ ვდარდობდი პირველ დღეებში, მარტა ჩემთან რომ არ იყო. ამის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. ბელორუსიაში „სლავიანსკი ბაზარზე“ უნდა წავსულიყავი. წასვლამდე შევედი საიტზე. როცა სადმე კონკურსზე მივდიოდი, სულ მაინტერესებდა, ვინ იყო პოლონეთიდან. მაშინაც წავიკითხე და აღმოჩნდა, რომ პოლონეთიდან მონაწილეობდა გოგონა, რომელსაც ერქვა ფლორეკი. გული დამწყდა, ეტყობა, მარტა არ არის-მეთქი. მეორედ რომ შევედი საიტზე, მარტას ფოტო იდო, მაგრამ ფლორეკი ეწერა. თან, გამიხარდა, თან ვფიქრობდი, შეცდომა ხომ არ არის-მეთქი. თურმე, როდესაც თავის ქვეყანაში ძალიან პოპულარული გახდა, დაურქმევია ფლორი, ჩემსავით, დაბადებიდან ნოდიკო კი არ იყო. ბელორუსიაში ორმაგი სიხარულით გავფრინდი. ვფიქრობდი, ჩემი მარტა, ჩემი ფლორეკი უნდა ჩამოვიდეს, ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით-მეთქი. რომ მნახა, კი ჩამეხუტა, მომეხვია, მაკოცა, მაგრამ რაღაც დისტანცია ვიგრძენი. თავი რომ ავწიე, ვიღაც ტიპი ედგა გვერდით. მითხრა, გაიცანი, ნოდიკო, ეს ჩემი „ბოიფრენდიაო“. ისე დამწყდა გული, ყველაფერი გამახსენდა, მაგრამ რაღას ვიზამდი. მთელი სამი წელი არ მყავდა ნანახი. მაშინ, კონკურსზე რომ ვიყავი, სასტუმროში ჩემს ნომერში ვიპარებოდით. მარტას პროდიუსერმა ჩემი ნომრის წინ მოითხოვა ოთახი, რომ ვეკონტროლებინეთ, რადგან, ძირითადად, მე და მარტა ვიკარგებოდით და მერე ყველა ჩვენ გვეძებდა. ჩვენ კი სადღაც ვისხედით, ვარსკვლავებს ვუყურებდით ან ზღვას. რომ წამოვედით, მარტამ პროდიუსერის იმეილი ჩამაწერინა, ამას მიწერე, მე კი რაიმე ახალს რომ გავაკეთებ, მერე იმაზე მომწერეო. ერთხელ მივწერე პროდიუსერს, იგნორი გამიკეთა, მეორედაც, მესამედ რომ მივწერე, პასუხი არ გამცა. ბოლოს დავემუქრე, იცოდე, მანდ ჩამოვალ და ნახავ, რაც მოგივა-მეთქი. მიპასუხა, აღარასოდეს მომწეროო. არ მოსწონდა, რომ მისი მომღერალი ჩემით იყო გატაცებული.

– მარტას ცოლად მოყვანასაც ხომ არ აპირებდი?

– იმდენად არასერიოზულიც არ ვარ, რომ ერთი კვირის ურთიერთობიდან ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება მიმეღო. თუმცა, სხვა შემთხვევაში, ვაპირებდი ცოლის მოყვანას. 18-19 წელი ის ასაკია, როდესაც გგონია, რომ ის ერთადერთია, გინდა ცოლად შეირთო, მაგრამ ხომ ხედავ, არ მყავს ცოლი. ახლა უფრო სერიოზულად ვეკიდები ნებისმიერ ურთიერთობას. უბრალოდ, ჩემი და მარტას ურთიერთობა უფრო სერიოზული იყო, ვიდრე უცხოეთში გადახდენილი სხვა ამბები. კონკურსებზე, ძირითადად, ბალტიისპირელი გოგონები ჩამოდიან. ისინი ისეთი ლამაზები არიან, არ შეიძლება, მათთან ფლირტი არ გქონდეს. ასეთ დროს სიტყვები არც არის საჭირო. რომ შეხედავ ადამიანს, შემოგხედავს, მზერაში ატყობ, მოსწონხარ თუ არა, უნდა თუ არა შენთან ურთიერთობა, ან გაქვს თუ არა მასთან შანსი და მერე ამის მიხედვით აგრძელებ ურთიერთობას.


скачать dle 11.3