კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა საფრთხის მოტანა შეუძლია, სახლში ნანახ უცხო ნივთებს და როდის აპროგრამებს ადამიანი საკუთარ ცხოვრებას უარყოფითისკენ

დღეს ძალიან მომრავლდნენ ბოროტი ადამიანები და ამას გაჭირვებულ ყოფას, მოუწყობელ კარიერას თუ პირად ცხოვრებას აბრალებენ. მაგრამ, ეს ასე არ არის. თუ შენ ვერ გამოდექი ამ ცხოვრებაში, სხვისი რა ბრალია? ფაქტია, ირგვლივ ძალიან ბევრი ნეგატიური ენერგია ტრიალებს, იმატა შურმა და ღვარძლმა ადამიანებს შორის. სწორედ ამის დასტურია, ამდენი მკვლელობა, დაჭრა თუ სამაგიეროს სხვადასხვა ფორმით გადახდა, თუნდაც ელემენტარულ საქციელზეც კი. როგორ დავიცვათ თავი ბოროტების, ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან და რა მოვიმოქმედოთ, რომ შევიმსუბუქოთ დღევანდელი ყოფა, ამ თემებთან დაკავშირებით, ქალბატონი ნინო გვესაუბრება, რომელიც უკვე წლებია, ეზოთერულ სფეროში მოღვაწეობს.

ნინო: სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა იმაზე საუბარი, რომ ბოლო დროს სამყაროში ცუდი ენერგიების შემოდინებამ იმატა, რაც ადამიანებს დისკომფორტს უქმნის. ასევე, ბევრს ლაპარაკობენ წინასწარ განზრახულ ჯადოქრობაზე, უარყოფითი ენერგიით გაჟღენთილი ნივთების გავლენაზე და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, მეც ბევრი მეკითხება, რა გავაკეთო რეალური ცხოვრება რომ შევიმსუბუქოო. მაგალითად, თუ საცხოვრებელში რაიმე არაბუნებრივი შეამჩნიეთ, ან ისეთი ნივთი ნახეთ, რომელიც ადრე არასდროს გქონიათ, სასწრაფოდ იმოქმედეთ. ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნივთმა, შესაძლოა დიდი უბედურება მოგიტანოთ. არ არის გამორიცხული, ის უარყოფითი ენერგიით იყოს დამუხტული და რომელიმე ბოროტმა თქვენს საცხოვრებელში შემოიტანა. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ცხოვრებას თავდაყირა დაყენებაში, სწორედ მსგავსი ნივთი იყოს დამნაშავე. ჩემს ახალგაზრდობაში, ერთი მეგობარი გოგონა მყავდა. ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით და სულ ერთად ვიყავით. ერთი ბიჭი უყვარდა და მასზე უნდა დაქორწინებულიყო. თითქმის ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ბოლო წუთს იმ ბიჭმა გადაიფიქრა და სულ სხვა შეირთო ცოლად. რამდენიმე დღეში, ჩემმა მეგობარმა სახლში იპოვა პატარა ხის კოვზი, რომელიც ადრე არასდროს ჰქონია. მაშინვე, დასწვდა, წაუღო ის ერთ-ერთ მკითხავს, რომელიც ჩვენს უბანში ცხოვრობდა და განთქმული იყო თავისი მჩხიბავობით. მოკლედ, იმან უთხრა, ეს კოვზი ნეგატიური ენერგიით არის გაჟღენთილი, ანუ მოჯადოებულია და მხოლოდ შენზეა მომართული – ბოროტებით უნდა, რომ მოახერხოს და ბედი ჩაგიკეტოსო. მაშინ უარყოფით ენერგიებზე არაფერი მსმენოდა, ჯადოც გამოგონილი მეგონა. მაგრამ, ფაქტია, დღეს მის ბოროტებას, ბევრი აღიარებს და მათ შორის მეც. ასე რომ, თუ სახლში ნახავთ ისეთ ნივთს, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით და არც ოჯახის რომელიმე წევრის საკუთრებაა, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან. კარგია თუ სახლში ხშირად დაანთებთ წითელ სანთლებს და ფანჯრებს გააღებთ. მის კვამლს, ბოროტი ენერგიაც გაჰყვება და საფრთხეც მცირდება. ამით კი წარმატებული და მშვიდი ცხოვრება გარანტირებული გექნებათ. ვერც ბოროტი ძალები მოგერევათ. რაც შეეხება უცხო ნივთს, ის ცეცხლის ალზე მოატარეთ და მერე გამდინარე წყალში მოისროლეთ.

– ქალბატონო ნინო, ამბობენ ადამიანები საკუთარ თავს, თავადვე აპროგრამებენო. იქნებ, აგვიხსნათ, ეს როგორ ხდება?

– მართალია, ადამიანები თავადვე ვაპროგრამებთ საკუთარ თავს და მერე გვიკვირს, ეს რატომ ხდება, ეს რატომ დაგვემართა. უფრო სწორად, ჩვენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ბევრ რამეს ვგეგმავთ. არადა, სწორედ, ამით ვაპროგრამებთ საკუთარ თავს. ხან გააზრებულად, ხან – გაუაზრებლად. დაპროგრამება კი ხდება, მაგალითად, წარმატებაზე, წარუმატებლობაზე, უბედურ შემთხვევაზე, დიდ სიხარულსა თუ მწუხარებაზე, სიყვარულსა თუ სიძულვილზე. დღეს უკვე საიდუმლო არ არის, რომ ადამიანის აზრს და ფიქრსაც კი მატერიალიზების უნარი გააჩნია. სხვათა შორის, შთაგონებით შესაძლოა, ადამიანმა საკუთარი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მაგალითად, ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანს რაიმე კონკრეტულზე უთქვამს, ოღონდ ახლა ეს გავაკეთო და მერე თუ გინდა თვალები დავხუჭო და მოვკვდეო. გაითვალისწინეთ, ასე არასდროს არ უნდა თქვათ, რადგან ბევრს ეს ნათქვამი თუ ნააზრევ-ნაფიქრალი რეალურ ცხოვრებაში ახდენია და მართლაც უმიზეზოდ გარდაცვლილა, მიზნის მიღწევის შემდეგ. არადა, მერწმუნეთ, ასე საკუთარ ცხოვრებას ბევრი გეგმავს – ანუ წარმატებას სიკვდილზე აპროგრამებს და შემდეგ უხდება კიდეც. ასე რომ, გაუაზრებელმა ფიქრმა შესაძლოა, ადამიანის ბედი უკუღმართად შეცვალოს. სხვისი დაცინვა ან ბოროტად ნათქვამი სიტყვაც ბუმერანგივით გვიბრუნდება და ამაზე წინასწარ უნდა დაფიქრდეთ, სანამ შედეგს მოიმკით.

– ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ როდესაც ადამიანი სხვაზე გაუაზრებლად, თუნდაც ხუმრობით იტყვის რამეს, ის საკუთარ თავზე აუხდება?

– რასაკვირველია. ეს შეიძლება, ერთ საათში, ერთ დღეში და ერთ წელში არ მოხდეს, მაგრამ მომავალში აუცილებლად ახდება. აბა, დააკვირდით, ადამიანები ხშირად ამბობენ – „რომ მოვკვდები, მერე დავისვენებ”; „ნეტავ, მე მიმაღწევინა მაგის წლოვანებამდე”, „ნეტავ არ გადავბერდე და ახალგაზრდა წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ გული მაინც დასწყდეთ ჩემზე და გულიანად დამიტირონ”; „ნეტავ, კიდევ 30 წელი მაცოცხლა და მეტი არ მინდა”; „ნეტავ, სამოცდაათ წელს მივაღწიო და მერე სიკვდილს ხელგაშლილი შევეგებები” და ასე შემდეგ. ასეთი გამონათქვამები ქვეცნობიერში არ იკარგება, ის იბეჭდება სადაც საჭიროა და მერე მუშაობს. ამით ადამიანი აპროგრამებს თავს და შემდეგ ეს პროგრამა იწყებს ამოქმედებას ისე, როგორც ადამიანმა გაუცნობიერებლად იწინასწარმეტყველა.

– არადა, გამიგია, თითქოს სპეციალური პროგრამა ადამიანს წინაპრებისგან კარმულად გადაეცემა და ის მთელი ცხოვრება მოქმედებსო. გამოდის, რომ ეს ასე არ არის?

– როცა ქალის ორგანიზმში ახალი სიცოცხლე იბადება და ისახება, მას მექანიკურად გადაეცემა წინაპრების პროგრამა – თუ როგორი ბედი უნდა ჰქონდეს, რის ნიჭით დაჯილდოვდეს, როგორი ცხოვრება ექნება და ასე შემდეგ. ამ პროგრამას კი დედის მუცელში ჩასახული პაწაწუნა არსება ენერგეტიკის სახით იღებს. ეს ენერგეტიკა ინფორმაციის მატარებელია და რასაკვირველია, მუცლადყოფნის დროს წინაპრებისგან ჩვენზე გადმოცემული პროგრამა, მთელი ცხოვრება გაგვყვება. ასე ვთქვათ, ის ჩვენს ცხოვრებას მართავს. ერთი ნათესავი მყავს, რომ იტყვიან რკინა და კაკალი, ნამდვილი ურწმუნო თომა. რამეს რომ ვეტყვი, ნაღმივით აფეთქდება ხოლმე, ამის არ მჯერა, იმის არ მჯერაო. ამას წინათ იყო ჩემთან სტუმრად და სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდით, რაზეც ახლა. მარწმუნებდა, როცა ადამიანი თავის დაბადების დღეს სწყევლის, არაფერიც არ ემუქრება, უბრალოდ, სიტყვებში თავის დარდს აყოლებს და ხმამაღლა ამბობს, რასაც განიცდის. ამას თავისი ტკივილი ათქმევინებს, თორემ რა ბედი, რის ბედი, ამ სიტყვებს რა საშიშროება უნდა მოჰქონდეს მისთვისო. თან, მიმტკიცებდა, მამაჩემი, რაც თავი მახსოვს, თავის დაბადების დღეს და საათს წყევლის, მაგრამ ცოცხალიაო. ბევრი ვუხსენი, ეს ასე არ არის, ცდები-მეთქი, მაგრამ, დამიჯერა? – არა, მესმის, რომ ყოველდღიურად ისეთ პრობლემებს ვაწყდებით, შეიძლება, ხშირად გაუცნობიერებლად გაჩენის საათიც დავიწყევლოთ და დღეც, მაგრამ ამ გამოთქმით თავად ვიწვევთ მოსალოდნელ უბედურებას, შემდეგ კი ამაზე პასუხი სხვას არ უნდა მოვთხოვოთ. დამიჯერებთ, იმდენი წყევლა მამამისმა თავისი გაჩენის დღე და საათი, რომ ზუსტად, რამდენიმე დღის უკან დამირეკა და მითხრა, მამაჩემს ტვინში სისხლის გაჟონვა მოუვიდა და წელს ქვევით მოწყდაო. საწყალი, ძალიან კი შემეცოდა, მაგრამ ისე გავცოფდი, პირველი, რაც ვუთხარი ლალიკოს ის იყო, რომ მამაშენმა თავად დაიმართა ყველაფერი, იმდენი იწუწუნა-მეთქი. შემომტირა, მართალი ხარ, პირველი, რაც იყო, შენი საუბარი გამახსენდა საავადმყოფოშიო. ასე რომ, ყველას ვაფრთხილებ, ნურასდროს დასწყევლიან დაბადების დღეს და საათს, ნურასდროს დაიწუწუნებენ საკუთარ ბედზე. ეცადეთ, წუწუნითა და ბედის ჩივილის გარეშე მოაგვაროთ ყოველდღიური პრობლემები.


скачать dle 11.3