კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინური გასაბერი ქალი, 60 წლის ცალფეხა „კაზანოვა“ და საბედისწერო ღამე

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ საჩოთირო თემაა, გიამბობთ, რა საშინელება შემემთხვა უვარგისი პროდუქციის წყალობით:

მოგახსენებთ, რომ მალე 60 წელს მივუკაკუნებ, ანუ „პად შიისიატ“ ვარ. ესე იგი, არც ღრმად მოხუცი და აღარც „ჯეელი“. ერთ დროს ქალებში მაგარი პოპულარული ბიჭი ვიყავი, უფულობასაც არ ვუჩიოდი და ისე გადავყევი „კალთამადლიანთა“ დევნას, რომ უცოლოდ დავრჩი. ახლა აღარც ასაკი მიწყობს ხელს, აღარც ჯიბე და აღარც ჯანმრთელობა (ამ ორიოდე წლის წინ ავარიაში მოვყევი და ერთი ფეხი დავკარგე). თუმცა, „კაცურ აბებში“ ჯერ კიდევ არ დამიყრია ფარ-ხმალი და ხანდახან მეც მიჩნდება სურვილი, „ქარი ამოვიღო“. მაგრამ, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, შესაფერისი კანდიდატურა ვერ მოვძებნე, რადგან ჩემმა მდგომარეობამ საშინელი კომპლექსები ჩამომიყალიბა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქუთაისელი გახლავართ და ამ „ღადოების“ ქალაქში ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რომ ვინმეს ყბაში არ ჩავარდე. ამის მიუხედავად, მაინც გიყვებით ჩემს ამბავს, რადგან არც ერთმა ჩემმა ნაცნობმა არ იცის, რომ ეს ამბავი მე შემემთხვა.

ერთი სიტყვით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვიყავი ჩავარდნილი, რომ ერთ დღეს, ერთ-ერთ რუსულ გაზეთში წავიკითხე, რომელიღაცა „სექს-შოპის“ სარეკლამო განცხადება. ბევრი აღარ მიფიქრია: ჯერ ჩემს ბიუჯეტს გადავხედე, შემდეგ – გაზეთში დაბეჭდილ პრეისკურანტს და ის შევარჩიე, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა – შედარებით იაფი გასაბერი ქალი. სიმართლე გითხრათ, არ გამხსენებია, წერილში მწარმოებელი ქვეყანა მიმეთითებინა. მაგრამ, როგორც ჩანს, იმ ფასად მხოლოდ „ჩინელი“ ქალბატონი მერგო.

ძვირფასი ამანათი სასწრაფოდ მოვაცუხცუხე სახლში, ფანჯრები ჩავაბნელე, კარი ჩავკეტე, ბუხარი ავაგუზგუზე, ანუ ინტიმური გარემო შევქმენი და ჩემი ახალი „სატრფოს“ გაბერვას შევუდექი. რატომღაც გასაბერი მოწყობილობა („ნასოსი“) არ მოჰყოლია და იძულებული გავხდი, პირით გამებერა, რასაც შუაღამემდე მოვუნდი. მაგრამ, კარგად მაინც ვერ გავბერე და ახალგაზრდა, მკვრივსხეულიანი „ნაშის“ მაგივრად ხელში მომჩვარული, დონდლო, ასაკგადაცილებული ქალი შემრჩა. თუმცა, იხტიბარი მაინც არ გავიტეხე... ქალებთან ურთიერთობას თითქმის გადაჩვეული ვიყავი და ამიტომ გარკვეულ უხერხულობას ვგრძნობდი – ვაითუ რამე შემეშალოს-მეთქი, მაგრამ შიგადაშიგ მახსენდებოდა, რომ ჩემი „ქალი“ უსულო თოჯინა იყო და ეს ცოტათი მაწყნარებდა. ყველაზე დიდი დისკომფორტი კი იმან შემიქმნა, რომ შუა „საქმიანობის“ დროს ვიგრძენი, რომ ჩემი სიმწრით გაბერილი „ნაშა“ ნელ-ნელა იჩუტებოდა – აშკარად საიდანღაც ეპარებოდა ჰაერი, მაგრამ „პრაკოლი“ ვერ ვუპოვე. საშინლად ამეშალა ნერვები, მაგრამ მთავარი უბედურება თურმე წინ მელოდა: როგორც გაირკვა, ჩემი „სატრფო“, „ქალწული“ აღმოჩნდა (ოღონდ, უხარისხოდ გაკეთებული) და ბოლოს (ანუ „ქალწულობის“ დაკარგვის მომენტში), ჩემი ჩინელი ქალბატონი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გასკდა. „აფეთქების“ ხმა და დარტყმის ტალღა ისეთი ძლიერი იყო (თანაც – მოულოდნელი), რომ საწოლიდან გადმოვვარდი და ისე უხერხულად დავეცი, ერთადერთი საღი ფეხი მოვიტეხე, ჩემი „ჩიო-ჩიო-სანისგან“ კი რეზინის უბადრუკი ნაფლეთებიღა იყო დარჩენილი. ტკივილის მიუხედავად, პირველი, რაც აზრად მომივიდა, ის იყო, რომ „ქალის“ კვალი გამექრო. ძლივს, ფორთხვით მივაღწიე საწოლს და ჩინელი ქალბატონის ნაშთები ბუხარში შევყარე. როდესაც ბოლომდე დაიწვა და ბოლი და სუნი განიავდა (რასაც დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა), „სასწრაფოში“ დავრეკე და ექიმი გამოვიძახე. მაშინვე ტრავმატოლოგიურში წამიყვანეს, მოტეხილი ფეხი თაბაშირში ჩამისვეს და გირები დამკიდეს. საავადმყოფოს ექიმი ნაცნობი აღმოჩნდა. აშკარად რაღაც ეჭვი აიღო და გადამეკიდა, მითხარი, როგორ მოიტეხე ფეხიო, მაგრამ ვერაფრით გამტეხა და ბოლოს თავი დამანება. ერთი თვის შემდეგ სახლში გამომიშვეს და, შეიძლება ითქვას, ხელახლა ვისწავლე სიარული. ჩემი ახლობლები და მეგობრები, პრაქტიკულად, მარტოს აღარ მტოვებდნენ.

მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა და იმ საბედისწერო ღამის გამოცდილებით, ახლა, როცა ქალთან ალერსი მომინდება, ჩემს ძმაკაცებს ვურეკავ და ისინი „ნატურალურ“ ქალბატონებს მიგზავნიან – ცოცხალს, „ქართული წარმოებისას“ და, რაც მთავარია, არაქალწულს... სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რა იცი, რა მოხდება...


скачать dle 11.3