კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გერმანული ოჯახური საწარმოები მსოფლიოში ლიდერები არიან

გერმანიაში „მსოფლიო ბაზრის გერმანელი ლიდერების ენციკლოპედია” გამოსცეს. მასში საუბარია მცირე და საშუალო ზომის ფირმებზე, რომლებიც გლობალურ ბაზარზე თავის სფეროში წამყვან პოზიციებზე არიან. ამ გამოცემის პრეზენტაცია მსოფლიო ლიდერების პირველ ეროვნულ კონგრესზე შედგა. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონის არაოფიციალური ტიტული დაკარგა ექსპორტის მოცულობით და ლიდერობა ჩინეთს დაუთმო, ეს ქვეყანა ყველა წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებს სჯაბნის იმ კომპანიების რაოდენობით, რომლებიც გლობალურ ბაზარზე გარკვეულ სეგმენტსა და ნიშაში პირველები არიან. გერმანიაში 1 500-მდე ასეთი ფირმაა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობის შესახებ მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის არის ცნობილი. „გერმანელი ლიდერების ენციკლოპედიის” ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ ოლიმპიური თამაშების პრინციპი გამოიყენეს და გამოცემაში ის ფირმები შეიტანეს, რომლებსაც პირველი, მეორე და მესამე ადგილები უკავიათ თავის სფეროში. წიგნში ისეთი ბრენდებიც მოხვდნენ, როგორიცაა „სიმენსი” და „ფოლკსვაგენი”, თუმცა, მსოფლიო ლიდერთა უმეტესობა კლასიკური ოჯახური საწარმოა.


скачать dle 11.3