კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქსონიელ დიდგვაროვნებს 4,2 მილიონი ევრო გადაუხადეს

საქსონიამ გერმანიის ვეტინის დიდგვაროვნული შტოს წარმომადგენლებს 4,2 მილიონი ევრო გადაუხადა კომპენსაციის სახით მაისენის ფაიფურის ნიმუშების კონფისკაციის გამო, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიამ მათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოართვა და სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადა. შეთანხმებას საქსონიის მხარის ხელისუფლებასთან, ვეტინების დიდგვაროვნული ოჯახისა და მაისენის ფაიფურის ქარხნის წარმომადგენლებმა მიაღწიეს. საქსონიის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია 300-მდე ქმნილებაზე, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად მუზეუმებშია გამოფენილი. აღსანიშნავია, რომ ამით ვეტინის დიდგვაროვნული შტოს წარმომადგენლებისთვის კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება. ვეტინებმა ადრე პრეტენზია განაცხადეს საქსონიის მუზეუმებში გამოფენილ ნახატებზე, ქანდაკებებზე, ავეჯზე, წიგნებსა და იმ ძვირფასეულობაზე, რომელიც დრეზდენის ერთ-ერთ ცნობილ მუზეუმში ინახება. სავარაუდოდ, კომპენსაციის საკითხი საბოლოოდ 2012 წლის ბოლომდე მოგვარდება. ვეტინების დინასტიის წარმომადგენელი მეფეები და მთავრები საქსონიას, ტიურინგიისა და ლაუზიცის ნაწილს 829 წლის განმავლობაში მართავდნენ. საქსონიის უკანასკნელი მეფე ფრიდრიხ აუგუსტ მესამე იყო, რომელმაც ტახტი 1918 წლის რევოლუციის შემდეგ დატოვა.


скачать dle 11.3