კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რომელი თურქი მილიარდერი აშენებს აეროპორტს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის და რა აკავშირებს თურქ მილიარდერ ფილიც საჰენკს კაპადოკიასთან

ეს სახელმწიფო საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი მოკავშირე და პარტნიორია ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის საკითხებში. თურქეთს წამყვანი პოზიცია უკავია რეგიონში და ეს მეტწილად თურქი ბიზნესმენების დამსახურებაა. ჟურნალ „ფორბსში” თურქ ბიზნესმენებს მოკრძალებული პოზიციები უკავიათ, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანაში რამდენიმე ათეული მილიარდერი ცხოვრობს. გთავაზობთ თურქი მილიარდერების ტოპ-ათეულს.

ჰუსნი ოზეგინი – ყველაზე ცნობილი თურქი მილიარდერი და ინვესტორი. იგი ყველაზე მსხვილი თურქული საინვესტიციო კომპანია „ფიბა ჰოლდინგის” მფლობელია. უმაღლესი განათლება მან ამერიკაში, ორეგონის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. ბიზნესკარიერა ჰუსნიმ 1970 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკიდან დაბრუნებულმა მუშაობა „ფამუკბანკში” გენერალურ დირექტორად დაიწყო. მოგვიანებით მან საკუთარი საქმე წამოიწყო. იგი არაერთხელ დასახელდა „წლის მეწარმედ” თურქეთში. მისი საკუთრებაა სტამბულში მდებარე სასტუმრო „სუისოტელი”. „ფორბსის” რეიტინგში ოზეგინი, 3 მილიარდი დოლარით, მსოფლიოში 316-ე ადგილს იკავებს.

მეჰმეტ ემინ კარამეჰმეტი – თურქი მეწარმე, რომელიც ფლობს უმსხვილესი თურქული ფიჭური ოპერატორის – „თურქსელის” აქციათა საკონტროლო პაკეტს. „თურქსელი” ერთადერთი თურქული კომპანიაა, რომლის აქციებით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობენ. გარდა მობილური ოპერატორისა, კარამეჰმეტი ფლობს ბანკებს, ტელევიზიებს და აქვს ინტერესები სანავთობო ბიზნესშიც. 2010 წლის თებერვალში თურქულმა სასამართლომ კარამეჰმეტს, „ფამუკბანკის” სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, 11 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 300 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. დაკავებამდე კარამეჰმეტს 2,9 მილიარდი დოლარით 342-ე ადგილი ეკავა „ფორბსის” რეიტინგში.

სარიკ ტარა – მაკედონიაში დაბადებული თურქი მილიარდერი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იძულებული იყო, ოჯახთან ერთად ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულიყო. სარიკ ტარა ფლობს უმსხვილეს სამშენებლო კომპანია „ენკას”, რომელსაც განხორციელებული აქვს პროექტები მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორისაა ცნობილი სავაჭრო ცენტრი მოსკოვში – „რამსტორი”. სტამბულის საფონდო ბირჟაზე „ენკას” აქციები 3,2 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული და, აქედან სარიკის კუთვნილი ფირმა „ტარა ჰოლდინგსი” ფლობს აქციების 49 პროცენტს. 2,6 მილიარდი დოლარით ტარა 367-ეა „ფორბსის” რეიტინგში.

ფერიტ საჰენკი – ბოსტონის კოლეჯის კურსდამთავრებული ფერიტ საჰენკი ფლობს თურქულ კომპანია „დოგუს ჰოლდინგს”, რომელიც საბანკო და მედია-სფეროთი არის დაინტერესებული. ფერიტი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად ითვლება, რომლის კომპანიაში 18 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. იგი თავმჯდომარეობს თურქულ-ამერიკულ ბიზნეს-საკონსულოს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და საქმიანი ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული. „ფორბსის” 2010 წლის რეიტინგში 47 წლის ფერიტ საჰენკი, 2,1 მილიარდი დოლარით, 463-ე ადგილზეა.

მურათ ულქერი – იგი ფლობს ყველაზე მსხვილ საკვები პროდუქციის მწარმოებელ თურქულ გიგანტ-კომპანიას „ულქერს”, რომელიც მემკვიდრეობით მამისგან მიიღო. მსოფლიოს 78 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ხორციელდება „ულქერის” პროდუქციის ექსპორტი. გარდა ამისა, კომპანიის საწარმოები გახსნილია უკრაინაში, საუდის არაბეთსა და უზბეკეთში. მურათ ულქერი ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მეწარმედ ითვლება თურქეთში, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს წარმოებული პროდუქციის ხარისხს, მარკეტინგსა და სარეკლამო აქციებს. „ულქერის” საკონდიტრო ნაწარმი მსოფლიო ბრენდია. „ფორბსის” სიაში 52 წლის ულქერს, 2,1 მილიარდი დოლარით, ფერიტ საჰენკის მსგავსად, 463-ე ადგილი უკავია.

ერმან აილიჩაკი – სამშენებლო კომპანია „რონესანს ქონსთრაქშენის” მფლობელია, რომელიც აშენებს სავაჭრო ცენტრებს, აეროპორტებს, ჰიდროელექტროსადგურებს, ცემენტის ქარხნებსა და სასტუმროებს მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში. აილიჩაკის კომპანია აშენებს ადლერის აეროპორტს, რომელიც 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადას მოემსახურება. თავისუფალ დროს ერმანს წიგნების კითხვა უყვარს, ხოლო 2010 წლის „ფორბსის” ჯერჯერობით ბოლო რეიტინგში მას 488-ე ადგილი უჭირავს 2 მილიარდი ამერიკული დოლარით.

ფილიც საჰენკი – ფერიტ საჰენკის უმცროსი და, „დოგუს ჰოლდინგის” მემკვიდრე. ფილიცმა დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა მსოფლიო ბრენდებთან „არმანთან” და „ტოდსისთან” და ის ფლობს მათი წარმოებული პროდუქციის საცალო ვაჭრობის ექსკლუზიურ უფლებას თურქეთის ტერიტორიაზე. ფილიცი სათავეში უდგას საჰენკების საგვარეულოს საქველმოქმედო ფონდს, ასევე, მისი სპონსორობით კაპადოკიაში ყოველწლიურად იმართება ცნობილი სამდღიანი ფესტივალი მაუნთბაიკინგში. 2 მილიარდი დოლარის კაპიტალით ფილიცს 488-ე ადგილი უკავია „ფორბსის” რეიტინგში.

ალი იბრაჰიმ აღა-ოღლუ – დიპლომირებული სპეციალისტი, რომელიც სათავეში უდგას მსხვილ თურქულ კომპანიას „აგაოგლუ გრუპს”, რომელიც ორიენტირებულია სამშენებლო, სასტუმროებისა და ტურისტულ ბიზნესზე. ალი იბრაჰიმის კომპანია ძალზე პოპულარულია ევროპაში, რადგან, უპირველეს ყოვლისა, კომპანია აქცენტს აკეთებს ხარისხიან მშენებლობებზე, რომლებიც გაუძლებენ ძლიერ მიწისძვრებს. „ფორბსის” რეიტინგში აღა-ოღლუს 2 მილიარდი დოლარით 488-ე ადგილი უკავია.

სემაჰატ არსელი – იგი ითვლება თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალბატონად და გავლენიან პიროვნებად. სემაჰატ არსელი 1928 წელს დაიბადა ანკარაში და იგი ფლობს „კოჩ ჰოლდინგის” და „კოჩ ფაუნდეიშენის” აქციათა საკონტროლო პაკეტს. სემაჰატი სისხლის იშვიათი სენით არის დაავადებული და დროის უმეტეს ნაწილს ევროპის ძვირად ღირებულ კლინიკებში ატარებს. 1,7-მილიარდიანი კაპიტალით მას 582-ე ადგილი უკავია „ფორბსის” რეიტინგში.

რაჰმი კოჩი – დაიბადა 1930 წელს ანკარაში. მამამისი იმ დროის თურქეთის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა. მისი და – სემაჰატ არსელი, ასევე „ფორბსის” რეიტინგის წევრია. რაჰმი ფლობს „კოჩ ჰოლდინგის” აქციათა პაკეტს, გარდა ამისა, იგი ცნობილია ქველმოქმედებით. დისგან განსხვავებით, მისი ადგილი მილიარდერთა რეიტინგში გაცილებით მოკრძალებულია – 616-ე პოზიცია 1,6 მილიარდი დოლარის კაპიტალით.


скачать dle 11.3