კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ნაწილის გამო შეიძლება მოგვიწიოს ავტომობილის კვირაობით გაჩერება

მაშინ, როდესაც ჩემს „მერსედესზე“, საქართველოში ყველაზე ხშირი ბრენდის ერთ-ერთ მოდელზე, უკანა შუქ-ფარის ჩამოტანას რამდენიმე კვირა ველოდე, დავინტერესდი, ეს მხოლოდ ჩემი ავტომობილის პრობლემა იყო, თუ სხვა მოდელებსაც ჰქონდათ მსგავსი პრობლემები. მევლუდ მელაძესთან საუბარში გაირკვა, რომ ამ „უბედურებაში“ მარტო არ ვარ.

მევლუდ მელაძე: ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც მთვარეზე ქარხნებს აწყობენ, თითქოს წარმოუდგენელია, რომ იმ ავტომობილზე, რომლის მსგავსიც მილიონობით დადის მსოფლიოში, რომელიმე დეტალი ვერ იშოვო. რეალურად კი, ასეთი რამ საქართველოში ყველაზე ხშირად გამოყენებად მოდელებზეც კი შეიძლება დაგვემართოს. გაცილებით რთულად ეს საკითხი რაიონებში დგას, სადაც რომელიმე დეტალის შოვნა ნამდვილი გმირობაა. ავიღოთ, ისეთი ეკონომიური და თან პრიმიტიული მანქანა, როგორიც „ნისან მიკრაა“. 2000 წლამდე გამოშვებულ ამ მანქანას არანაირი კომფორტი არ აქვს – იქნება ეს „აბეესი“, კონდიციონერი, ელექტროშუშები და სხვა, ანუ, ისეთი კომპიუტერიზებული დეტალები, რომლებიც მომავალში შეიძლება, თავის ტკივილად გვექცეს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან პრიმიტიული პრობლემა აქვს. თუ „მიკრას“ გაუფუჭდება საბურავის ღერძის საკისარი, „ცაპკის პაჩებნიკი“, პრიმიტიულ დეტალს, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მოდელს გაუფუჭდეს, მარტივად რომ ვთქვათ, ვერ იშოვით. სხვა მოდელების კი ყრია – ელიავას ბაზრობაზე, მაგრამ, იმ ზომას, რომელიც ამ ავტომობილს სჭირდება, ვერ იშოვით. მოივლით მთელ საქართველოს და ვერსად ნახავთ. მოგვიწევს გავაკეთოთ შეკვეთა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩვენთან ნაწილები იოლად და სწრაფად ჩამოდის, ეს მოდელი ხმარებაში საერთოდ არ არის და იქაც ძნელი საშოვნელია. თან, ტვირთის შემოტანა, ჩვენ შემთხვევაში ნაწილების, ცალობით აიკრძალა საქართველოში, თურქეთიდანაც კი კონტეინერით უნდა შემოვიდეს. ამიტომ, მოგვიწევს მისი ლოდინი. ანუ, უმარტივესი დეტალი რომ ჩვენამდე ჩამოვიდეს ბევრი დროისა და თანხის დახარჯვა მოგვიწევს. ამ დროს, კი ავტომობილი სულ რაღაც ორი ათასი დოლარი ღირს. უმარტივესი დეტალის გამო შეიძლება, ერთი თვითაც მოგიწიოთ ავტომობილის გაჩერება. სხვადასხვა მოდელში ბევრი ასეთი წვრილმანი დეტალებია.

– რაც უფრო ძვირდება, მით უფრო რთულდება ნაწილებიც?

– რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება, ვიღაც შემეკამათოს და მითხრას, ვიყიდი, რაც ყველაზე მეტია შემოსული და ნაწილებიც ყრია, მაგალითად, „ოპელს“, „ფორდს“, „ფოლკსვაგენს“... სადღაც ეს მართალია, მაგრამ მაინც მოგვიწევს იმ მოდელების გამორჩევა, რომლის ნაწილებიც რთული საშოვნელია. მაგალითად, „ფორდ ფოკუსი“ დიზელზე, უმარტივესი ავტომობილია, რომელსაც 3 500 დოლარის ფარგლებში იყიდით. რაღაც რესურსის ამოწურვის შემდეგ, თითქმის ყველა მოდელში ფუჭდება გაზის პედალი. მიდიხართ, აწვებით გაზს და ის არ მიდის, ძრავა თავისუფალი ბრუნვით ბრუნავს და არ ქრება. ანუ, გაზის პედლის მოწყობილობაში სულ მცირე ნაწილი გაფუჭდა. ახალი დეტალის შოვნა კი დაივიწყეთ. მეორადებში აღმოჩნდება, რომ დიზელის ავტომობილი არ დაშლილა, ან თუ დაიშალა ის დეტალი აღარ არის. გსურთ შეკვეთა და არსად იყიდება. ნახავთ სხვადასხვა ნაწილების საიტებზე და აღმოჩნდება, რომ იქაც რთულად, მაგრამ იშოვება. თუმცა ძალიან ძვირია, დაახლოებით, 150-200 დოლარამდე და ეს რუსეთში, ევროპაში კიდევ უფრო ძვირია. ბოლოს იშოვით თურქეთში, მაგრამ ჩამოტანას დრო უნდა. ანუ, ასეთი პრიმიტიული მანქანით და მარტივი პრობლემით გიწევთ ავტომობილის გაჩერება და ლოდინი. იგივეა „ოპელ ასტრა გე“, დიზელზე, რომელსაც, ეგრეთ წოდებული, „ვიჟიმნოი პაჩებნიკი“ უზიანდება. მეორდება აბსოლუტურად იგივე ისტორია. რაც მთავარია, ძველი მოდელის „ოპელის“ სხვა გამოშვებებიც, თითქმის ერთნაირია და ოდნავ განსხვავებული სამაგრები აქვს, მაგრამ ერთმანეთზე არ მიდის. ანუ, იყიდეთ ეკონომიური ავტომობილი, მაგრამ შეიძლება, ისეთი პრობლემა შეგექმნათ, რომელიც თავში სახლელს გაგიხდით ამ ეკონომიას. აღარაფერს ვამბობ მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილ ავტომობილებზე. ნებისმიერი „ავტომატი“ ადრე თუ გვიან მწყობრიდან გამოდის. მექანიკა შეიძლება, ერთ კაცს მთელი ცხოვრება ემსახუროს.

– რა უნდა ვქნათ, აბა?

– თუ გინდათ, რომ ავტომობილმა არ გაგაჩეროთ, აქცენტი მექანიკური კოლოფით აღჭურვილ ავტომობილებზე გააკეთეთ. შეეცადეთ, ისეთი მოდელი იყიდოთ, რომლითაც ძალიან ბევრი დადის და მისი ყველანაირი დეტალი იშოვება. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს პირობებში აბსოლუტურად ყველა პირობა უნდა გაითვალისწინოთ. იგივე „ფოკუსი“ იყიდეთ ბენზინის ძრავათი და ასე შემდეგ. იგივე, „ასტრა“ ბენზინის და ყველაზე ხშირი, 1.6-იანი ან 2.0.-იანი ძრავათი. ავტომობილი ყოველთვის ამ პრინციპით უნდა აირჩიოთ.


скачать dle 11.3