კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირშია კბილის ტკივილი შინაგანი ორგანოების დაზიანებასთან

კბილის ტკივილი შინაგანი ორგანოების დარღვევებზე მიუთითებს, კერძოდ, შინაგანი ორგანოები კბილებზე პროექტირდება.

თუ ქვედა ყბის ცენტრალური კბილები გტკივათ, ყურადღება მიაქციეთ თირკმელებსა და შარდის ბუშტს; თუ ეშვები – ღვიძლსა და ფილტვებს, ხოლო თუ სიბრძნის კბილების ტკივილი გაწუხებთ, შესაძლოა, ეს კუჭისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით იყოს გამოწვეული.

იმისთვის, რომ პირის ღრუს დაავადებებმა არ შეგაწუხოთ, საჭიროა ორგანიზმის გაწმენდა. რასაკვირველია, კბილის ტკივილი ყოველთვის არ მეტყველებს შინაგანი ორგანოების დარღვევაზე. ეს, შესაძლოა, კარიესითაც იყოს გამოწვეული, მაგრამ, თუ ენდოკრინულ სისტემაში მოხდა ცვლილება, მაშინ ირღვევა ორგანიზმის მინერალური მარილების ცვლა, შესაბამისად, იცვლება კბილის მინანქრის სტრუქტურა და მიკროფლორა, რაც კბილის დაზიანებას იწვევს. ამ შემთხვევაში კი ეს მეტყველებს რომელიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევაზე.

მაგალითად, თუ დიდი ხნის წინ ამოღებული კბილის ადგილი აგტკივდათ, ეს ფანტომური ტკივილია და ამ შემთხვევაში უნდა ივარაუდოთ, რომ დაზიანებულია ის ორგანო, რომელიც ამ ზონას შეესატყვისება.

პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ურთიერთკავშირშია და ეს ბოლო დროის კვლევამაც ცხადყო. დამტკიცებულია, რომ კბილის გაქლიბვა კუჭის დასუსტებას, ხოლო პულპაზე მექანიკური ზემოქმედება – კუჭის დავიწროებას იწვევს. სითბო პირის ღრუში ლორწოს გამოყოფას ამცირებს, ხოლო სიცივე – კუჭის ცხოველმოქმედებას ამაღლებს. მტკივნეული კბილის ამოღება არ ნიშნავს რომელიმე ორგანოს დაზიანებას, პირიქით, ამით ინფექციის წყაროს სპობთ.

კბილებზე ქვების არსებობა მომატებულ მინერალიზაციაზე მეტყველებს. ქვები უმეტესად ქვედა ყბის კბილებზე ჩნდება. სწორედ ამ მიდამოშია თავმოყრილი ნერწყვის სადინარები და ნერწყვიც იქ გროვდება. ქვები ღრძილებს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს, იწვევს ანთებებსა და სისხლდენებს. კუჭის წყლულოვან დაავადებებს თან ახლავს კბილებზე ქვების დალექვა.

კბილების ანთებითი პროცესები შეიძლება თავის ტკივილის მიზეზიც გახდეს. ზედა ყბის კბილების ანთება შუბლისა და საფეთქლების არეში ტკივილს იწვევს. ეშვების დაზიანებისას საფეთქელი გვტკივა, უკანა კბილების ინფექციების დროს – კეფა, ქვედა ყბის ინფექციებისას კი თავი. განკურნების შემდეგ ტკივილი თავის არეში საერთოდ ქრება.

ბევრი დაავადების წარმოშობის მიზეზია პირის ღრუს ინფიცირება. ქრონიკული ინფექციები ხშირად იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში ცვლილებებსა და არტერიული წნევის მომატებას. ასევე, აღინიშნება ცვლილებები კანზე, იმატებს ოფლის გამოყოფა, ნერვული აშლილობა, უძილობა და ასე შემდეგ.


скачать dle 11.3