კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აფხაზურად მოლაპარაკე უცხოელები, ძველი არტილერისტი და „გრადებით“ შეჩერებული ფაშისტების შეტევა



ძველი არტილერისტი

ერთხელ ლვოვის მახლობლად მდებარე პოლიგონზე გაგვგზავნეს სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად და გახარებული ვიყავი, რადგან ასეთი სწავლებები საუკეთესო დროის გატარების საშუალებას გვაძლევდა. ფორმალურად ცოდნა-გამოცდილება უნდა აგვემაღლებინა, სინამდვილეში კი ჭამა-სმის მეტს არაფერს ვაკეთებდით. გამონაკლისი არც ლვოვის ორკვირიანი სწავლება იყო და, პირველივე დღიდან რომ დავიწყეთ სმა, ბოლომდე ასე ვაპირებდით გასვლას... მაგრამ, ჩვენი „გულაობა“ ერთმა შემთხვევამ ჩაამწარა.

ლვოვის პოლიგონზე ერთი ძველი არტილერისტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ინვალიდი მაიორი პავლე ჟუკოვი მუშაობდა, რომელსაც ყველა იცნობდა და, მიუხედავად იმისა, რომ 75 წლის იყო, სამსახურიდან არ ათავისუფლებდნენ. ჟუკოვი საკმაოდ ჭარმაგი მოხუცი იყო, თუმცა, ომის დროს მიღებული კონტუზია დროდადრო ახსენებდა ხოლმე თავს და იმ მომენტში გონება ებინდებოდა და დრო და სივრცე ერეოდა. ერთ მშვენიერ ღამეს, როდესაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იყო გადაშლილი უზარმაზარი პოლიგონის თავზე, ხოლო ჩვენ, უფროსი ოფიცრები, არყით ვქეიფობდით, ისეთი საშინელი სროლა ატყდა, რომ გვეგონა, ცა დაგვექცა თავზე. ყველანი გარეთ გავცვივდით და რას ვხედავთ, მეორე დღის საწვრთნელი მეცადინეობისთვის გამზადებული ათივე „გრადი“, რომლებიც სასწავლო ჭურვებით იყო დატენილი, ერთბაშად ისვრის და იქაურობა ჯოჯოხეთივითაა განათებული. იქვე კი პავლე ჟუკოვი დგას და ღრიალებს: „დასცხეთ, ბიჭებო! მასე, ყოჩაღ! ფაშისტებს დასცხეთო...“

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საცოდავ პავლე ჟუკოვისთვის ვიღაცას დაურეკავს და უთქვამს, ფაშისტებმა შემოგვიტიეს და თუ დროზე არ გააჩერებ „კატიუშებით“, ყველა დაიღუპებითო. საცოდავ ინვალიდს თავი მეორე მსოფლიო ომში ეგონა, მით უმეტეს, რომ ახალგამოღვიძებული იყო. ამიტომ ის საცვლებისამარა გამოვარდა გარეთ, „გრადები“ აამუშავა და „ფაშისტების შეტევა მოიგერია“. მოხუცი არტილერისტი, რა თქმა უნდა, მეორე დღესვე გაათავისუფლეს სამსახურიდან. ჩვენ კი უმკაცრესი დისციპლინა მოგვთხოვეს და „გულაობაც“ დასრულდა. მაგრამ, ამას ვინ ჩიოდა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, „გრადებში“ რომ ნამდვილი ჭურვები ყოფილიყო. მაშინ მაიორი ჟუკოვი მთელ ლვოვს გაანადგურებდა და ათასობით ადამიანს დახოცავდა.

უცხოელები

მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა ასტამურ ჰაკბა 1971 წელს მოსკოვში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე გაგვგზავნეს და მთელი ერთი თვე მოსკოვში, სასტუმრო „როსიაში„ ვცხოვრობდით. დღისით ვსწავლობდით, ღამით დროს ვატარებდით და ასე გადიოდა დრო. ფული გვქონდა და რესტორნებს არ ვიკლებდით, მაგრამ ძალიან გვაინტერესებდა სავალუტო ბარში შესვლა, სადაც მხოლოდ უცხოელებს უშვებდნენ. მაშინ ვალუტის ქონა საბჭოთა ადამიანებს ეკრძალებოდათ და ამისთვის ძალიან მკაცრად ისჯებოდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და ასტამურმა გავრისკეთ, 150 მანეთად 130 დოლარი შევიძინეთ გადამყიდველთან და ერთ მშვენიერ დღეს სავალუტო ბარში შევაჭერით, თან, შეთანხმებულები ვიყავით, რომ სიტყვა არ დაგვეძრა არც რუსულად, არც ქართულად, რათა არ „გავშიფრულიყავით“ და შარს არ გადავყროდით, თუმცა, შარს მაინც ვერ ავცდით – ვიღაც ორი მთვრალი უცხოელი შემოგველახა, რომლებიც ჩვენი ქალების წაყვანას ცდილობდნენ და კარგა მაგრად ვთეთქვეთ, მაგრამ, იქიდან დროზე გასვლა ვერ მოვასწარით, მილიციის ოპერჯგუფი მაშინვე მოვიდა. საქმის გარჩევა რომ დაიწყო და რამდენიმე ენაზე გვკითხა ვინაობა, მე და ასტამურმა აფხაზურად დავუწყეთ საუბარი. გადაცმული მილიციელები დაიბნენ, რადგან ვერ გაერკვნენ, რა ენაზე ვსაუბრობდით და მილიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. მით უმეტეს, რომ პასპორტები არ გამოვაჩინეთ. მაგრამ, როგორც ჩანს იმ დღეს ფორტუნა ჩვენს მხარეზე იყო და ოპერჯგუფის უფროსმა, გვარად ლეონოვმა, რომელიც ძველი სოხუმელი აღმოჩნდა და ყველაფერს მიხვდა, ხელქვეითებს უთხრა:

– თავი დაანებეთ, ჯანდაბას ამ უცხოელების თავი, ერთმანეთი დაუხოცავთო...

ასე გადავრჩით უმკაცრეს სასჯელს. ლეონოვი კი მოვძებნეთ, რესტორანში დავპატიჟეთ და ისიც ხალისით იხსენებდა სოხუმში გატარებულ ბავშვობას.



მოამზადა

ნიკა ლაშაურმა


скачать dle 11.3