კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

პაისი მთაწმინდელი: განათლებული ადამიანი, შეიძლება, ღვთისმოსავი არ იყოს, მაგრამ, რადგანაც ადვილად შეუძლია, საგნებსა და მოვლენებში გაერკვეს, იგი მცირეოდენი სიმდაბლისა და მცირეოდენი ღვაწლის საშუალებითაც მიაღწევს წარმატებას.

იოსებ ათონელი: ადამიანი შეიძლება აღძრას ცოდვისკენ მეორე, უარესმა ადამიანმა, უფრო სწორად კი, მასაც განსაცდელი უბიძგებს, რომ შეგაშფოთოს და აგამღვრიოს. თუმცა, ღმერთი აძლევს მას ამის ნებას, რათა შენ დღითიდღე მეტად გამოცდილი გახდე და ვნებობას მიაღწიო, რადგან, როცა შენ ემზადები და ელოდები მას, მაშინ არ შფოთავ, არ ღელავ, წონასწორობას არ კარგავ.

ზოსიმე პალესტინელი: გონება ყოვლისშემძლეა. მხურვალე გონებას შეუძლია, ღმერთს ერთ საათში მეტი სათნოება შესძინოს, ხოლო დამძიმებულმა გონებამ ორმოცდაათი წლის შრომითაც კი ვერა.

იოანე სინელი: ჩვენ სულთქმასა და გლოვას აღვუვლენთ უფალს, მოშიშებით დაღვრილი ცრემლი ღვთის წინაშე გვშუამდგომლობს, ხოლო ის ცრემლი, რომელიც ყოვლადწმიდა სიყვარულის მიერ დაგვედინება, გვარწმუნებს, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილია.

გაბრიელ ეპისკოპოსი: თუ გსურს, ეკლესიას დაეხმარო, ეცადე, რომ, სხვები კი არა, საკუთარი თავი გამოასწორო. თუ საკუთარ თავს გამოასწორებ, ეკლესიის ნაწილი მაშინვე გამოსწორდება. აშკარაა, რომ, თუ ყველა ამგვარად მოიქცევა, ეკლესიაში სრული წესრიგი დამყარდება, მაგრამ დღეს ადამიანები საკუთარი თავის გარდა ნებისმიერი რამით არიან დაკავებულნი, იმიტომ რომ, ეს გაცილებით ადვილია, საკუთარი თავის მიხედვას კი შრომა სჭირდება.

ნიკოლოზ სერბი: გეშინოდეთ სექტანტების, საჩუქრები რომ მოაქვთ, განერიდეთ მათ ცეცხლის მსგავსად. ისინი მატერიალურს იძლევიან, რათა სულიერი წაგართვან: უფასო ბროშურებით გვირყევენ სინდისს, ნასუფრალით ხალხში განხეთქილებას იწვევენ და ზოგიერთებს ერთმორწმუნე ძმებისგან განაშორებენ.

ეფრემ ასური: თავისუფლებას მოკლებულ სულს არ ძალუძს, იკითხვიდეს და გამოიძიებდეს; შეკითხვა, გამოძიება – თავისუფალი ბუნებიდან გამომდინარეობს. მხოლოდ თავისუფალ ბუნებას ძალუძს, იკითხვიდეს და გამოიძიებდეს.

ილია მეორე: კულტურა მხოლოდ ცალკეული ადამიანის პირადი საქმე როდია, იგი მთელი ხალხის სიმდიდრეა.

ბერი პორფირე: აი, სადღაც ელექტროსადგურია, ოთახში კი არის ნათურა, მაგრამ, თუ ჩამრთველი არ ჩავრთეთ, სიბნელეში დავრჩებით. ამით იმის თქმა მინდა, რომ, არის ქრისტე, არის ჩვენი სულიც, მაგრამ, თუ ლოცვის ჩამრთველს არ ჩავრთავთ, ჩვენი სული ქრისტეს ნათელს ვერ იხილავს და ეშმაკის სიბნელეში დავრჩებით.

იოანე ოქროპირი: არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა.

ბერი იოილი: რწმენა არის უდავო გამოცდილება, ვინაიდან ღმერთი უბრალო არსი კი არ არის, ჭეშმარიტი არსია: ღმერთის ყოფიერება უფრო ნამდვილია, ვიდრე მათემატიკური ერთეულისა. იქ უადგილოა ფანტაზიები და ფუჭმეტყველება. ლოგიკურადაც უნდა ვიაზროვნოთ, სულ ცაში კი არ უნდა ვიფრინოთ, მიწაზეც უნდა გავიაროთ; თუ სულ ცაში ვიფრენთ და მიწაზე არ გავივლით, მაშინ ქარი წაგვიღებს ჩვენც და ჩვენს არგუმენტებსაც.

წმიდა სილუანი: ადამიანები ღმერთის მცნებებს რომ იცავდნენ, დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა, ყველას ექნებოდა აუცილებელი სამყოფად, მცირე შრომით და სიწმიდით იცხოვრებდა ადამიანების სულებში, რამეთუ იგი თვითონ ეძებს ადამიანის სულებს და სურს ჩვენში ცხოვრება; თუ არ სრულდება, ისევ ჩვენი გონების სიამაყის გამო.


скачать dle 11.3