კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუჩნდა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი მაიკლ

ჯეკსონის ძმას და როგორ ესწრებოდა სტამბულის

„ფეშენ-ვიქზე“ თურქეთის პრინცესასთან ერთად მანანა ხომერიკი
ისტორიკოს მანანა ხომერიკისა და შვეიცარიაში მცხოვრები თურქეთის პრინცესების – ირინასი და ნილუფერის მეგობრობა დიდი ხნის წინ დაიწყო და დღემდე მათ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მისმა საიმპერატორო უმაღლესობამ, პრინცესა ნილუფერმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც ჯერ ფრანგულ, ახლახან კი თურქულ ენაზე გამოვიდა, მანანა ხომერიკის შესახებაც დაწერა. ეს კი მათ მეგობრულ ურთიერთობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. სულ ახლახან კი სტამბულში ჩატარდა „ისტამბულ ფეშენ-ვიქი”, სადაც თურქეთის პრინცესა, ნილუფერმა მანანა ხომერიკიც დაპატიჟა.

მანანა ხომერიკი: გიორგი (ხორხე) ბაგრატიონმა 2005 წლის აპრილში გამაცნო თურქეთის პრინცესები, რომლებიც მასთან ერთად საქართველოში 2 კვირით ჩამობრძანდნენ. მათ საიმპერატორო უმაღლესობებთან – პრინცესა ირინასთან და მის ქალიშვილ, პრინცესა ნილუფერთან შეხვედრისთანავე, დედა-პრინცესამ განმიცხადა, რომ მისი დიდი ბებია იყო ეკატერინე გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძის ცოლისდა. „თქვენ სტაროსელსკაია ხომ არ ბრძანდებით? – ვკითხე მე, რაც პრინცესა ირინამ დამიდასტურა. ის ემიგრაციაში დაბადებულა და შემდეგ თურქეთიდან განდევნილ პრინცს გაჰყოლია ცოლად. გენერალი დიმიტრი სტაროსელსკი ამიერკავკასიაში მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. მანამდე კი, ქალაქ ბაქოს გუბერნატორი. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, დიმიტრი სტაროსელსკი ღირსეულად ამოუდგა გვერდში ილიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნებაში. ის 1884 წელს თბილისში გარდაიცვალა. მას და ეკატერინეს ოთხი ვაჟიშვილი დარჩათ. ირინა ივანეს ასული სტაროსელსკაია ემიგრაციაში, საფრანგეთში დაიბადა. ის 1952 წელს ცოლად გაჰყვა ოტომანთა იმპერიის სულთანთა შთამომავალს. უკანასკნელი სულთანი მეჰმედ მეექვსე ვაჰიდედდინი (1918-1922 წლები) სასულთნოს გაუქმების გამო ოსმალეთიდან გაიქცა. თურქეთში დიდმა ეროვნულმა კრებამ ხალიფად აირჩია ოსმანთა დინასტიის პრინცი აბდულმეჯიდი. 1923 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთი რესპუბლიკად გამოაცხადა, პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ქემალ ათათურქი. 1924 წელს სახალიფოც გააუქმეს და დინასტიის ყველა წევრი ქვეყნიდან განდევნეს. პრინცესა ირინასგან შევიტყვე, რომ თურქეთის სულთანთა საგვარეულოს წარმომადგენლებისთვის მატარებელი გამოუყვიათ. ისინი იმ იმედით ტოვებდნენ სამშობლოს, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო. ეგონათ, მალე ეს ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგებოდა. პრინცესა ირინას მომავალი საქმრო, პრინცი ბურგანდდეინ ჯემი 4 წლის იყო, როდესაც სამშობლო დატოვა. მამამისი, პრინცი იბრაჰიმ თევფიკი იყო სულთან აბდულმეჯიდ პირველის (1839-1861 წლები) შვილიშვილი და ოთხი სულთნის ძმისშვილი. სულთან აბდულმეჯიდის ექვსი ვაჟიდან ოთხი სულთანი გახდა. პრინც იბრაჰიმ თევფიკს ცოლად ჰყავდა შადიე ჩურუქსულუ, რომლის მამა, გენერალი ბაჰრი ფაშა, პრინცესა ირინას თქმით, წარმოშობით ქართველი ყოფილა. პრინცი იბრაჰიმი 1929 წელს ნიცაში გარდაიცვალა, ხოლო მისი ქვრივი – შადიე ამერიკელ სამხედროზე გათხოვდა. თურქეთის პატარა პრინცს ხან ევროპაში უხდებოდა ცხოვრება, ხან ნიუ-იორკში დედასთან და მამინაცვალთან ერთად. მეორე მსოფლი ომის შემდეგ, ის შეხვდა ირინა სტაროსელსკაიას. მათ ორი შვილი შეეძინათ: ნილუფერი და სელიმი. პრინცესა ნილუფერი პირველად 1980-იან წლებში ესტუმრა თურქეთს. მისმა მოხუცმა ბებიამ, შადიემ 1984 წელს სტამბულში დაბრუნება მოისურვა, რათა იქ გაეტარებინა სიცოცხლის დარჩენილი წლები. პრინცესა ნილუფერს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი – პრინცესა ტატიანა, რომელიც 2000 წელს, 16 წლის ასაკში დაიღუპა დიაბეტისგან, როგორც მის ახლობლებს მიაჩნიათ, ექიმების უყურადღებობის გამო. შვეიცარიაში მცხოვრებმა პრინცესა ნილუფერმა გადაწყვიტა, შვილის ხსოვნის პატივსაცემად დაეარსებინა ფონდი, რომელიც ობოლ და ავადმყოფ ბავშვებს დახმარებას გაუწევდა. ასე დაარსდა „მისი საიმპერატორო უმაღლესობის, პრინცესა ნილუფერ სულთანის ასოციაცია”. თურქეთის ბავშვებისთვის გაწეული დახმარებისთვის თურქეთის მთავრობამ სპეციალური ბრძანება გასცა, რომლის ძალითაც, გამონაკლისის სახით, ნილუფერის პასპორტში შეიტანეს შემდეგი ჩანაწერი: „ეს პასპორტი ეკუთვნის ოსმანლის დინასტიის პრინცესას. 22 ნოემბერი, 2004 წელი”. პრინცესა ნილუფერმა ეს ჩანაწერი პირადად მაჩვენა და ისიც დასძინა, რომ ტიტული თავისი ძმის, პრინც სელიმის პასპორტშიც კი არ არის აღნიშნული. პრინცესა ირინასა და პრინცესა ნილუფერს ავადმყოფი ბავშვების გადარჩენისთვის, რომში ყოფნისას, გადაეცათ მედალი „სიცოცხლისთვის”. ეს ის მედალია, რომლითაც დაჯილდოებული იყო დედა ტერეზა. პრინცესა ნილუფერს არ მოსწონს ნათესავებსა და მით უმეტეს, ბიძაშვილებს შორის ქორწინება, ვინაიდან მართლმადიდებლურ ტრადიციებზეა აღზრდილი. პრინცესა ირინამ არ მიიღო ქმრის სარწმუნოება – მუსლიმანობა, ქალიშვილიც მართლმადიდებლურად მონათლა. ხელთ მაქვს ამონარიდი მონტერეის წმიდა სერაფიმის ეკლესიის 1953 წლის სამეტრიკო წიგნიდან, საიდანაც ირკვევა, რომ პრინცესა ნილუფერის ქრისტიანული სახელი ყოფილა – ეკატერინე, ეკატერინე გურამიშვილის პატივსაცემად. პრინცესები – ირინა და ნილუფერი აწყობენ საქველმოქმედო აქციებს, სადილებს, რომელთა შემოსავალი ობოლ ბავშვებს ხმარდება. მათ ასევე, გადაწყვიტეს საქართველოში მცხოვრები ობოლი და ავადმყოფი ბავშვების პრობლემებსაც გაეცნონ და შეძლებისდაგვარად, დაეხმარონ. ორივე პრინცესას გაცნობიერებული აქვს, რომ ქართული წარმომავლობის არიან, აქ აქვთ ძირები და ეს ეამაყებათ კიდეც. ისინი რამდენჯერმე იყვნენ საქართველოში. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს, გამაცნეს თავისი გენეალოგია და მითხრეს, რომ მათი ბებია წარმოშობით ქართველი იყო, მამა კი ბაჰრი ფაშა ჩურუქსული გახლდათ. მე ვუთხარი, რომ ჩურუქსულუ იყო ქობულეთის დასახლება და ვივარაუდე, რომ ის იქნებოდა ქობულეთიდან. ახლახან, ჩემი თურქეთში ვიზიტის დროს, პრინცესა ნილუფერმა გამაცნო თავისი ნათესავი, მხატვარი, სახელად ფეასი, რომელიც სპეციალურად გერმანიიდან ჩამოვიდა. ის იყო ბაჰრი ფაშას ძმის, ალიმ ფაშას შთამომავალი. ჩემი ვარაუდი გამართლდა და აღმოჩნდა, რომ ისინი იყვნენ თავდგირიძეები, ანუ პრინცესებს არა მარტო გურამიშვილების, თავდგირიძეების სისხლიც ურევიათ.

თავად დიმიტრი სტაროსელსკის ვაჟებიდან უმცროსი, ვსევოლოდი გენერალი გახლდათ. ის კაზაკების ბრიგადას მეთაურობდა. ნიკოლოზ მეორემ გაგზავნა ირანში აჰმედ-შაჰის დასახმარებლად. ვსევოლოდმა ყურადღება მიაპყრო ერთ დაბალი ჩინის სამხედროს, რომელსაც ცხენების გასუფთავება ევალებოდა. ამ უკულტურო ადამიანში გენერალმა ბუნებრივი ნიჭი შენიშნა და ოფიცერი გახადა. გენერლის მიერ გაოფიცრებულმა სამხედრომ, შაჰი დაამხო. ყაჯართა დინასტიის მეფობას ბოლო მოუღო და თავად გამეფდა. ის ამაყობდა, რომ წერა-კითხვის უცოდინარი იყო, მაგრამ ასეთ არნახულ წარმატებას მიაღწია. 1941 წელს რეზა შაჰი ტახტიდან გადადგა, რის შედეგადაც გამეფდა მისი ვაჟი მეჰმედ რეზა-შაჰი, რომელიც ირანში მომხდარი ცნობილი მოვლენების შედეგად, ლტოლვილობაში აღმოჩნდა და განუკურნებელი სენით შეპყრობილმა დაასრულა სიცოცხლე. 2004 წლის 28 მაისს, ქალაქ ამანში იორდანიის მეფე ჰუსეინის ვაჟის, ამჟამინდელი მეფე აბდალას ძმის – პრინც ჰამზას ქორწილში მთელი მსოფლიოდან ჩასულმა სტუმრებმა მოიყარეს თავი, მათ შორის იყო ესპანეთის დედოფალი სოფიაც. პრინცი ჰამზა ოსმალეთის სულთნის დინასტიის წარმომადგენელ პრინცესა ნურიზე დაქორწინდა. ცხადია, თურქეთის პრინცესებს ირინას და ნილუფერს საპატიო ადგილი ეკავათ. სწორედ იქ შეხვდათ მათ რეზა ფაჰლევი. პრინცესა ირინამ მას საჯაროდ განუცხადა: „გენერალ სტაროსელსკის პაპაშენი საჯინიბოდან რომ არ გამოეყვანა და ოფიცრად არ ექცია, ის შაჰი ვერასდროს გახდებოდაო, პრინცესა ნილუფერმა დასძინა, რეზას სახე შეეცვალაო. „პირდაპირ ასე უთხარით?” – ვკითხე პრინცესა ირინას. „მე მართალი ვთქვი”, – ბრძანა მისმა საიმპერატორო უმაღლესობამ.

– თქვენი ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

– მათთან სულ მქონდა კონტაქტი, ტელეფონით, წერილობით, ინტერნეტის საშუალებით. ჩვენი გაცნობის შემდეგ, ისინი კიდევ ჩამოვიდნენ საქართველოში, მიმიწვიეს თავისთან და ძალიან თბილი შეხვედრა მომიწყვეს. ასევე, პრინცესები ჩამოვიდნენ მაშინაც, როდესაც ხორხე ბაგრატიონი გარდაიცვალა. ბოლოს კი მათ დავით ბაგრატიონის ქორწილში შევხვდი. სამი წელია, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, ამიტომ პრინცესა ნილუფერმა გამოთქვა სურვილი, კვლავ შევხვედროდით ერთმანეთს და საამისო მიზეზიც მოიძებნა – თურქეთში ტარდებოდა „ისტამბულ ფეშენ-ვიქი”, სადაც პრინცესა აპირებდა ჩასვლას და მეც მთხოვა, იქ ჩავსულიყავი. პრინცესა თავიდან მერყეობდა, რადგან ყველა ახლობლის ბედს განიცდის. ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენების გამო, შიშობდა იორდანიაშიც იგივე არ განმეორებულიყო, მეფე აბდალა მისი ახლო ნათესავია. მას დაურეკა და შეიტყო, რომ იორდანიაში სიმშვიდეა, შეიძლება ხალხი მთავრობით უკმაყოფილოა, მაგრამ მეფის მიმართ ამას არ გამოთქვამენო. შემდეგ ის დაუკავშირდა ევროპაში მცხოვრებ ნათესავს, ეგვიპტის ტახტის მემკვიდრეს და მას ჰკითხა – ხომ არ აპირებ, შენი პრეტენზიების წამოყენებასო? მაგრამ ის ადამიანი წყნარ ცხოვრებას ამჯობინებს და თავი შორს დაიჭირა. ასე რომ, პრინცესა დაწყნარდა, რადგან მის ნათესავებთან სიმშვიდე იყო და „ფეშენ-ვიქზე“ დასასწრებად თურქეთში გამოემგზავრა. მარტო ჩამოვიდა, მაგრამ ჩემსავით სხვა მეგობრებიც მოიპატიჟა და გარკვეული წრე შეიკრა. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვგულშემატკივრობდით პრინცესას მეგობარ დიზაინერს, რომელიც საკმაოდ წარმატებულია, წარმოშობით ის თურქია და მოღვაწეობს ვენაში. ჩვენ მის ჩვენებას დავესწარით. სპეციალურად, ამ ივენთისთვის ვენიდან ჩამოვიდა პრინცესა კამილა ჰაბსბურგი, რომელიც დიზაინერისა და პრინცესა ნილუფერ სულთნის ახლო მეგობარია. ასევე, ჩამოვიდნენ ევროპაში სამოდელო სააგენტოების მფლობელები. ჩემი სავიზიტო ბარათი – ნილუფერის მეგობრობა იყო. სხვათა შორის, პრინცესამ ძალიან საინტერესო ამბავი მიამბო. მისი ახლო მეგობარი დაფნა ზიმანი იმავდროულად არის ჰილარი კლინტონის ახლო მეგობარი. მან პრინცესას გაუწია რეკომენდაცია, რომ ამერიკის კონგრესში გამოსულიყო. ასეთი რამ უთხრა პრინცესა ნილუფერს: „თქვენ ეხმარებით ისრაელისა და პალესტინის ბავშვებს, ჰილარი კლინტონს სჭირდება თქვენნაირი ადამიანი, რომელიც თურქია და ამავდროს, ამერიკელიც“. ის ზაფხულში გამოვიდა კონგრესში, ისაუბრა თავისი ასოციაციის შესახებ და ასევე, ახსენა ქართველი ბავშვები. უდეში დანგრეული იყო სკოლა, ბავშვები ვერ დადიოდნენ და პრინცესები იქ მოღვაწე, მამა გრიგოლს დაეხმარნენ, რომ დანგრეული შენობა აღედგინათ. ასევე, მათ დაიქირავეს ბავშვებისთვის მასწავლებლები და შეძლებისდაგვარად, შეიძინეს წიგნები. ამ თემამ ამერიკის კონგრესზე გაიჟღერა. იქვე შეხვდა ის მაიკლ ჯეკსონის ძმას, ჯერომ ჯეკსონს, დამეგობრდნენ და ჯეკსონი თურქეთშიც ჩამოვიდა „ფეშენ-ვიქზე”. იმ სასტუმროში მოვიდა დაცვით, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. პრინცესას გადაეხვია, მე მოშორებით ვიდექი. თვითონ გამოემართა ჩემკენ, გადამკოცნა და კომპლიმენტიც არ დაიშურა. შემდეგ ყველანი წავედით დეფილეზე. „ფეშენ-ვიქზე” უამრავი ხალხი დაგვხვდა, ჩვენთვის საპატიო ადგილები იყო პირველ რიგში შენახული. ამის შემდეგ „ფეშენ-ფართიზე” წავედით. პრინცესები ძალიან თბილი ადამიანები არიან, მთავარია, მიგიღონ. მეორე დღეს დიზაინერმა ძალიან ძვირფას რესტორანში დაგვპატიჟა, 13 კაცზე იყო სუფრა გაშლილი. პრინცესამ მითხრა, ჯერომი ძალიან დაინტერესდა იმით, რომ ისტორიკოსი ხარ და უნდა, გაგესაუბროს, მის გვერდით დაჯექიო. მან ბევრი არაფერი იცოდა საქართველოს შესახებ. მე ვუთხარი, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩემი ნათქვამი ძალიან ახლოს მიიტანა გულთან და მითხრა, გახსოვს, რუსეთმა ავღანეთს რა უქნაო. გამახსენდა, რომ მას ცოლად ულამაზესი ავღანელი ქალბატონი ჰყავდა. მან ისიც მითხრა, რომ ავღანელები ძალიან კარგი ხალხიაო, რაც მეც დავუდასტურე. ესიამოვნა და მაშინვე თქვა, მოდი, მე ჩამოვალ საქართველოში და პერფორმანსი გავაკეთოთო. ავტოგრაფიც გამოვართვი – დამიწერა: მოდი, ეს გავაკეთოთ და ხელი მოაწერა „ჯერომ ჯეკსონ ხუთი”. „ზე ჯეკსონ ფაიფ” ცნობილი ჯგუფი იყო, სადაც ის მაიკლთან და დანარჩენ ძმებთან ერთად მღეროდა. 1980 წელს მას საკუთარმა ალბომმა მოუტანა „გრემი“, როგორც საუკეთესო ვოკალისტს. მოგვიანებით, ის მონაწილეობდა ანტირასისტული კამპანიის მხარდასაჭერად. ეს, პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. 1988 წელს გამოქვეყნდა საგაზეთო სტატია, რომელიც სხვებმაც აიტაცეს. მას შემდეგ სულ ვამტკიცებ, რომ ადამიანების დაყოფა სისხლის ჯგუფის მიხედვით, იმის მტკიცება, რომ ზანგებმა ვერ შექმნეს კულტურა, გადაშენდნენ – ასეთი აზრების ტირაჟირება მიუღებელია ცივილიზებული ქვეყნებისთვის, მაგრამ ჩემს ოპონენტებს ამის გაგება არ უნდათ. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ანტირასისტული მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს ასე დავუმეგობრდი.

თურქეთში მე გავხდი ერთი საინტერესო მოლაპარაკების მომსწრე. პრინცესა ნილუფერს რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურმა, მთავრინა მარია რომანოვამ სთხოვა, რომ თურქეთში ყოფნისას, შეხვედროდა ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც წარმოშობით თურქია და სტამბულში ხელმძღვანელობს რუსული კულტურის ცენტრს. მან შარშან მოაწყო ბალი, სადაც მიიწვია მარია რომანოვა და წელსაც კვლავ სურს გამართოს, რომელსაც დაესწრებიან თურქეთისა და რუსეთის საიმპერატორო უმაღლესობები, ეს ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დაახლოებას. როდესაც მე პრინცესა ნილუფერთან მივედი, მას ამ ქალბატონთან შეხვედრის თარიღი დანიშნული ჰქონდა. მერე გადაწყვიტა თარიღი შეეცვალა და თარჯიმნობა მე გამეწია. მართლაც, მოვიდა ეს ქალბატონი მეუღლესთან ერთად. ძალიან მიყვარს გენების ამოცნობა. მართალია, მას აღმოსავლური გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ თეთრი იყო და ვუთხარი, თქვენ აუცილებლად რუსის სისხლი გირევიათ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ მამის მხრიდან ბებია ჰყოლია რუსი. გვარიც კი რუსულ ყაიდაზე ჰქონდა – რიმა რიზაევა. ნილუფერმა მასთან წარმადგინა, როგორც მეგობარი და რომანოვების ოჯახთან დაახლოებული პირი. მე გავუწიე თარჯიმნობა რუსულ-ინგლისურ ენაზე. ვამჩნევდი, ჩემი მეგობრების ხათრით, ის ქალბატონი თავს იკავებდა, თორემ ქართველების მისამართით არასიასიამოვნო რეპლიკებს ისროდა. მე არ გავუშვი ხელიდან შემთხვევა და გავაგებინე, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ისიც მიხვდა, რომ რუსეთით არ ვიყავი აღფრთოვანებული, მიუხედავად, ჩემი პირადი კავშირებისა.


скачать dle 11.3