კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან ბაჩო ქაჯაიასა და კახა ჯოხაძის რეალურ მეუღლეებს და რა საერთო აქვთ მათ დებ ღლონტებთან

ყველასათვის საყვარელი „შუა ქალაქში” ახალი სეზონისთვის ემზადება. ამჯერად ჩვენი რესპონდენტები სერიალის გმირები კი არა, მისი ორი პერსონაჟის მეუღლეები არიან. მაკა გურგენიძესა და ნინო შერმადინს რეალურ ცხოვრებაში უკავიათ დები ღლონტების ადგილი – ისინი ვახოს და ლაშას ცოლები არიან. მაკა ბაჩო ქაჯაიას მეუღლეა, ხოლო ნინო – კახა ჯოხაძის. ნინო პროფესიით მსახიობია, ხოლო მაკა – პედაგოგი. მართალია, გოგონები თამარსა და ქეთევანს ნამდვილად არ ჰგვანან, მაგრამ რაღაც საერთოს მათთან მაინც თვითონაც პოულობენ.

– თქვენი მეუღლეები ყველასთვის საყვარელი ადამიანები არიან, ისინი ხალხს ძალიან უყვარს და მას შემდეგ, რაც სერიალ „შუა ქალაქში” გამოჩნდნენ, ბევრს საკუთარი ოჯახის წევრებადაც კი მიაჩნია. თქვენ როდის გაიცანით ერთმანეთი – სერიალის შემდეგ თუ მანამდე?

მაკა გურგენიძე: კახასთან და ნინოსთან პირველად 7 იანვარს მოვედით და პირადად მაშინ გავიცანით ერთმანეთი. მართალია, მე და ნინო ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობთ, მაგრამ ძალიან მიყვარს და კარგი ურთიერთობა გვაქვს.

ნინო შერმადინი: სანამ მაკას გავიცნობდი, კახასგან ვიცოდი, რომ ბაჩოს ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს. გამიხარდა, რომ გავიცანი. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ ჩვენი ქმრებიც და ჩვენც.

– სერიალზე თქვენც ისევე ხალისობთ, როგორც მაყურებელი, თუ, მაინც სხვა თვალით უყურებთ?

მაკა: სერიალს როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი, ისე ვუყურებ და ძალიან ვხალისობ.

– ჩაწერას თუ ესწრებით ხოლმე?

ნინო: მე ბავშვების გამო ვერ ვახერხებ დასწრებას, რადგან ჩაწერა 6 საათზეა, ესენი კი რვაზე იძინებენ.

მაკა: მე დავსწრებივარ. სხვათა შორის, იქ უფრო კარგია – ცოცხლად რომ უყურებ, სულ სხვა შთაბეჭდილებაა.

– თქვენი ქმრები სახლშიც ისეთივე მხიარულები არიან, როგორც სერიალში?

ნინო: კახა მხიარული იყო, მაგრამ ახლა ძირითადად დაღლილია.

მაკა: ჩემი ქმარი სახლში უფრო სერიოზულია ვიდრე სერიალში. ბაჩოც ძალიან იღლება და იუმორი – ნაკლებად.

ნინო: არც კახა გამოირჩევა ძალიან დიდი იუმორით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ადრე უფრო ენერგიული იყო. ახლა ძირითადად დაღლილია და სახლში ისვენებს ხოლმე.

მაკა: იმდენ დროს ვეღარ გვითმობენ, როგორც ადრე. მართალია, სულ მაქვს ის განცდა, რომ მინდა, უფრო მეტ დროს ატარებდეს ჩემთან ერთად, მაგრამ ამაშიც ვუგებ, რადგან ეს მისი სამსახურია.

– თქვენი მეუღლეები ძალიან უყვართ და ამას მათ მიმართ აბსოლუტურად უცნობი ადამიანები გამოხატავენ.

ნინო: კახას ძალიან ხშირად ცნობენ ქუჩაში, ძირითადად – ბავშვები. ერთხელ რაღაცის საყიდლად შევედი მაღაზიაში, კახა მანქანაში მელოდებოდა. უკან დაახლოებით ნახევარ საათში დავბრუნდი. ისეთი ამბავი დამხვდა, მეგონა, რაღაც მოხდა-მეთქი, მანქანა ბავშვებით იყო გატენილი – 6 ბავშვი შიგნით იჯდა, 3 გარეთ იდგა. კახაც მათთან ერთად იჯდა და, ელაპარაკებოდა, ეხუმრებოდა, ისინიც რაღაცეებს ეკითხებოდნენ.

მაკა: ჩემს ქმარსაც ხშირად ცნობენ. ერთხელ ბაზრობაზე ვიყავით წასული, სადაც მაღაზიებთან შედარებით ყოველთვის ხალხმრავლობაა. ყველა უღიმოდა და ყურადღებას აქცევდა. ბოლოს ბაჩო ისე დაიღალა, მითხრა ბაზრობაზე არასდროს აღარ წამოვალო.

– ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ დები ღლონტები ხართ. როგორ ფიქრობთ, რეალურ ცხოვრებაში თუ აიტანდნენ ისინი ასეთ ცოლებს?

– გამორიცხულია, ქეთევანისნაირი რომ ვიყო, ბაჩო ჩემთან ვერ იცხოვრებდა, არ არსებობს.

– ქეთევანსა და საკუთარ თავს შორის რაიმე საერთოს თუ პოულობ?

– სკოლაში ვმუშაობ და, რომ ვუბრაზდები ხოლმე, ბავშვები მეხუმრებიან, ქეთევანს ჰგავხართო. როცა გამაბრაზებენ, მაშინ ვამბობ: „შეხედე, შეხედე!“ – და ამ დროს მამსგავსებენ ბავშვები ქეთევანს. მიუხედავად ამისა, ქეთევანისნაირი ემოციური არ ვარ და მთლად მისნაირი გაბრაზება არ ვიცი.

ნინო: თამარი რომ გაბრაზდება, მაშინვე ყვირილზე გადადის. მეც მაქვს ის მომენტი, რომ, ჯერ უნდა დავიყვირო. იქიდან გამომდინარე, რომ კახა ძალიან მშვიდია, თუ რამეზე ვყვირი რეაქცია ნული აქვს. თამარისნაირი ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ სხვა რამეში ნამდვილად არ ვგავარ.

– ბაჩო და კახა თუ ჰგვანან საკუთარ პერსონაჟებს?

მაკა: ბაჩო ცხოვრებაშიც ძალიან წყნარი, კეთილი, მოსიყვარულე და ლმობიერია. სახლში ხუმრობის მანერაც დამიჭერია სერიალში.

– როგორ ფიქრობთ, რომელი ფრაზებია, ხალხში ყველაზე პოპულარული „შუა ქალაქიდან?

– „მეძალება, მეძალება!..” ისევ ჩემს სამსახურს დავუბრუნდები, ბავშვებს თუ გავუბრაზდი, „გეძალებაო“, მეუბნებიან. ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული ფრაზა გახდა „პატარძალო ჭირვეულო.” უცბად აიტაცა ხალხმა.

ნინო: ეს ფრაზა მეც ხშირად გამიგონია ქუჩაში. ძირითადად ქეთევანის ფრაზებს ამბობენ ხოლმე.

– კახა და ბაჩო, გარდა იმისა, რომ „შუა ქალაქში” თამაშობენ ერთად, ბოლო დროს ახმეტელის თეატრშიც დაკავდნენ სპექტაკლში „ტაქსისტი გივის სიყვარულის ისტორია.” ალბათ, ბევრი ადამიანი მათ გამოც მიდის სპექტაკლის სანახავად.

– პრემიერაზე რომ ვიყავი, ჩემ წინ 50 წლამდე სამი ქალბატონი იჯდა. ბაჩოს მთავარი როლი აქვს და სპექტაკლის დასაწყისიდანვე სცენაზეა. უი, ნახე ამ სპექტაკლშიც თამაშობს, რა კარგიაო, – უთხრეს ერთმანეთს. მერე კახაც რომ გამოჩნდა, – ნახე? ესეც აქ მოუყვანიათო, – გაუხარდათ.

მაკა: სპექტაკლში ერთად პირველად ითამაშეს და ძალიან მაინტერესებდა. ორივე ძალიან მომეწონა.

– რამდენი ხნის ცოლ-ქმარი ხართ?

ნინო: აგვისტოში 9 წელი გახდება.

მაკა: ჩვენ ნოემბერში შეგვისრულდა 4 წელი.

– როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როცა თქვენი მომავალი მეუღლეები გაიცანით?

ნინო: მე და კახა ერთად ვსწავლობდით, ერთ ჯგუფში. ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ერთად დიდ დროს ვატარებდით, რადგან ლექციები მთელი დღის განმავლობაში გვქონდა. თან, მე გორიდან ვარ და ბინა ინსტიტუტთან ახლოს მქონდა ნაქირავები. მარტო ვცხოვრობდი და, ძალაუნებურად, მთელი ჯგუფი აიბარგებოდა და ჩემთან მოდიოდა. მერე მეგობრობიდან ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა გადაიზარდა სიყვარულში.

მაკა: ჩვენი ისტორიები ერთმანეთს ჰგავს – მე და ბაჩო მე-8 კლასიდან თანაკლასელები ვიყავით. თავიდან სულ ვკინკლაობდით, ეტყობა, ერთმანეთის მიმართ, რაღაცნაირად, თავიდანვე გვქონდა გრძნობა. და, რომ ვერ ვამჟღავნებდით და სახელს ვერ ვარქმევდით, ალბათ, ამიტომაც ვჩხუბობდით. მერე, რომ გავარკვიეთ ყველაფერი და სიტუაციაც დალაგდა, ჩხუბი და გაბუტვებიც აღარ გვქონია.

– შეყვარებულობის პერიოდში სიურპრიზებს თუ გიკეთებდნენ ქმრები?

– სიყვარულის დღეს ბაჩომ დამირეკა, ეზოში გადიო, გარეთ კი თოვლში დიდი თაიგული დამხვდა. მერე მისი ძმაკაცები მიყვებოდნენ, ეს თაიგული რომ დაუდევს და უკან ჩამოდიოდა, მოყინული იყო, ფეხი აუცურდა და დაეცაო. ხელი უტკენია, მაგრამ ხმაური არ უნდოდათ და ჩუმად წამოვიდნენ უკან. იმ თაიგულიდან რამდენიმე ყვავილი დღემდე მაქვს შენახული, სერენადებზე ხომ აღარ ვლაპარაკობ.

– სერენადებს ხშირად გიმღეროდა?

– ორჯერ მიმღერა.

ნინო: კახას ახლა უფრო დაეწყო სიურპრიზების პერიოდი – წავა ჩუმად, საჩუქარს მიყიდის და მაჩუქებს. ადრე ასეთ რამეს არ აკეთებდა, სერენადები ხომ გამორიცხულია, მე უფრო შემიძლია ასეთი რაღაცეების გაკეთება, ვიდრე მას.

– როგორ დაახასიათებთ თქვენს მეუღლეებს?

– კახა არც ეჭვიანია, არც არაფერზე არ აქვს გართულება. ძალიან დამყოლია, არასდროს არაფერს არ მიკრძალავს და აბსოლუტურად არაფერზე არ აქვს გართულება.

მაკა: ბაჩო ძალიან თბილი და კეთილი ადამიანია. ყველაფერზე ძალიან ბევრს ფიქრობს ხოლმე. ხანდახან ნერვები მეშლება იმის გამო, რომ მაგალითად, რაღაცას თუ ყიდულობს, ან, სანამ რამეს გადაწყვეტს, ბევრი ფიქრი უყვარს. კიდევ რა... ეჭვიანი არ არის. ისე, ფეთქებადი ხასიათი კი აქვს, ცოტა ფიცხია და, რაღაცაზე თუ გაბრაზდა, ადვილად გამოდის წყობიდან. ოჯახის წევრები ვუგებთ და ვიცით, რაზე რა რეაქცია ექნება, მაგრამ, უცხო ადამიანმა რომ არ იცის, ყოფილა მომენტი, ადვილად გამოსულა წყობიდან. მერე დამშვიდდება და უფრო უკეთებს ანალიზს. ისე, უსამართლოდ არასდროს ბრაზდება, თუ რამე მოხდა, ყოველთვის მართალია ხოლმე.

– რამე განსაკუთრებულ თარიღს თუ აღნიშნავთ ხოლმე?

ნინო: სუფრით არა, მაგრამ, საჩუქრებით ყოველთვის აღვნიშნავთ ჩვენი ურთიერთობის დაწყების დღეს, ნიშნობისა და ქორწილის დღეებს. მე და კახამ ნიშნობიდან ორი წლის შემდეგ ვიქორწინეთ.

მაკა: ჩვენ ჯვრისწერის თარიღს აღვნიშნავთ ყოველთვის. ბაჩო 21 ნოემბერს საჩუქარს ყოველთვის მიკეთებს, საჩუქარს, ასევე, მიკეთებს 3 მარტს, 8 მარტს და ახალ წელს. არიან კაცები, რომლებიც ვალენტინობის დღეს ცოლს საჩუქარს უკეთებენ, მაგრამ ბაჩო – არა, რადგან ვალენტინს არ აღიარებს. ეს დღე ვითომც არ არსებობს.

ნინო: არც კახას უყვარს ვალენტინობა.


скачать dle 11.3