კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დადიოდა ზაზა კოლელიშვილი ინდიელის ფორმაში გადაცმული და რამდენი ქალი უვლიდა მას ერთდროულად

ამ არაჩვეულებრივმა ადამიანმა თავისი ცხოვრება, ჯერ კიდევ, პატარა ასაკიდან გახადა საინტერესო. ჩარლი ჩაპლინის ნახვის შემდეგ, მისი ცხოვრების მთავარ სამიზნედ კინო იქცა. თუმცა, შეიძლებოდა, დღეს ცნობილი მოქანდაკე ყოფილიყო. ზაზა კოლელიშვილის ბედის საჩუქარი „ნატვრის ხეში“ შეთეს როლი იყო, რომელიც თვრამეტი წლის ასაკში ითამაშა. მას შემდეგ იყო პატარ-პატარა როლები სხვადასხვა რეჟისორებთან, იყო არაჩვეულებრივი როლი „კუკარაჩაშიც“. მერე თავად შეუდგა ფილმების გადაღებას. ერთ-ერთი „გარიგებაა“, რომელმაც ზაზას კიდევ მეტი პოპულარობა და სიყვარული მოუტანა. პირად ცხოვრებაში აღმავალ გზას დაღმავალი მოჰყვა. მერე ყველაფერი თანდათან დალაგდა. დღეს ის ტკბილად და ლამაზად ცხოვრობს თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.

ზაზა კოლელიშვილი: კინოკადრებივით მახსოვს ბავშვობა, როგორ მიკითხავდა დედა „ვეფხისტყაოსანს“, როგორ მასეირნებდა მამა, გაჩნდა ჩემი და... ბევრი ბებია მყავდა. მამაჩემის დედა, ლიდია ალექსანდროვნა, ლატვიელი იყო. გადმოსახლებულები იყვნენ საქართველოში, მერე პაპაჩემმა მოიტაცა. პაპაჩემის მამაც კი მახსოვს. ასი წლის გარდაიცვალა. ბევრ რამეს მასწავლიდა. ხუთი ძმანი იყვნენ. ერთ-ერთმა ნაფარეულის ღვინის ქარხანა დააარსა. ჩამოიყვანა გერმანელები, ნაფარეულის ღვინის ქარხანასთან პირველი პატარა გერმანული კოტეჯები ჩადგა და გერმანული წყობით გააშენა ვაზი. ყოველთვის კარგი მოსავალი ჰქონდათ. დედაჩემის მამა ვახტანგ მატარაძე ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი იყო, მისი ნათლია ვალერიან გუნია გახლდათ. ქართული თეატრის საყვირს ეძახდნენ, ისეთი ომახიანი და შთამბეჭდავი ხმა ჰქონდა. რეჟისორი გია მატარაძე დედაჩემის ძმა იყო. თბილისში გლდანის ქუჩაზე ცხოვრობდნენ ბებიაჩემის დები, გვარად ბაჩიაშვილები. რეალური ხარება და გოგიას მეგობრების – ჟორჟიკას და ზალიკას ცოლები იყვნენ. ეს დები ჩემზე იყვნენ გადამკვდარი. ყველას ჰქონდა ფუნქცია გადანაწილებული. ანიჩკა ბებიას ცირკში, მუზეუმებში დავყავდი, სონია ბებია მურაბებს მაჭმევდა, ელენე ბებია ათასგვარ ისტორიას მიყვებოდა და სპეციალურად ჩემთვის უგემრიელეს საჭმელებს ამზადებდა. როცა დელიკატურ თემებზე ან პოლიტიკაზე საუბრობდნენ, სამზარეულოში გადიოდნენ, რომ არ გამეგო. ძალიან მიყვარდა ხატვა და ბევრს ვხატავდი, კალათბურთზე, ფეხბურთზე დავდიოდი. სიარული მიყვარდა თეატრში, კინოში, ბიბლიოთეკაში. ჩვენი სახლი წიგნებს მიჰქონდა. არ არსებობდა წიგნი, რომელიც სახლში არ გვქონოდა. დედა ჟურნალისტი იყო, მამა – ისტორიკოსი, საკმაოდ განათლებული ხალხი. მესამე კლასში ვიყავი, „მედეაში“ რომ მათამაშეს, მერე „თედორეში“ ვითამაშე. თბილისში კერძო, ეზოიანი სახლი გვქონდა. მშვილდისრებს ვაკეთებდი, ბუმბულები მქონდა თავში გარჭობილი, აქეთ-იქით დავრბოდი და მეზობლის ხეხილს ვაჩანაგებდი. არ არსებობდა შაბათი და კვირა, მთელი ოჯახი სადმე, ქალაქგარეთ არ გავსულიყავით. სამწვადეს, კიდევ რაღაცეებს იყიდდნენ და სადმე, კარგ ადგილას გავდიოდით. ასე დაგვათვალიერებინეს მთელი ისტორიული ძეგლები. მე რომ სკოლა დავამთავრე, დედაჩემი ოცდაჩვიდმეტის იყო და მამა – ოცდათვრამეტის. ვამბობდი, რა ბებრები არიან-მეთქი. არ მქონია იმის პრობლემა, ჩემთვის ეთქვათ – იქ არ წახვიდე, აქ არ წამოხვიდე. მერე „გაახურეს“, თხუთმეტი-თექვსმეტის რომ გავხდი. მთა-თუშეთში წავედით მე და ჩემი მეგობრები, ცხენებიც წავიყვანეთ. მერე წამოვიდა პირველი, მეორე ჩხუბი უბანში და ცოტა დაიძაბნენ ჩემი მშობლები. თუმცა, ეს არ გადაზრდილა რაღაც სერიოზულში. არასოდეს ვყოფილვარ „გამხურებელი“, პირველი არ ვიწყებდი. ძალიან ბევრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ თუ ერთი გადამეკეტა, მერე მორჩა. საძმაკაცოში ისეთი ბიჭები ვიყავით, ასე ადვილად ვერ შეგვბედავდნენ სიტყვას.

– ბედნიერი ადამიანი ხართ. მთელი თქვენი შემოქმედება ეკრანზე აისახა. ცხოვრების დასასრულს უკან რომ მოიხედავთ, მიხვდებით, რომ ამ ცხოვრებამ ტყუილად, უბრალოდ არ ჩაიარა.

– კინომსახიობობა ყოველთვის მიტაცებდა. მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებდნენ „ბიჭი და ძაღლი“. დედაჩემთან მოვიდა ბიძაჩემი, გია მატარიძე და უთხრა, თორმეტი წლის ბიჭს ეძებენ. მეც მთხოვეს, იქნებ ვინმე გყავს და გაიკითხოო. წამიყვანეს სინჯებზე, მაგრამ დამიწუნეს, ძალიან სუსტი ბავშვიაო. პირველი, რაც ვნახე, ეს იყო ჩარლი ჩაპლინის ფილმი. იქიდან მოყოლებული, ცხოვრება კინოს გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. უკვე გარდატეხის ასაკში ღიად ვსაუბრობდით ოჯახში იმ დროისთვის დაფარულ, სექსუალურ თემებზე. ვუყურებდი ისეთ ფილმებს, სადაც საკმაოდ თამამი სცენები იყო. ამით ერთგვარი კომპლექსი მოხსნილი მქონდა. თელავში პირველი ჯინსები მე მეცვა. გია მატარაძის პირველი ცოლი მაშინ „სუხიშვილებში“ ცეკვავდა და უცხოეთიდან ჯინსის შარვალი და პერანგი ჩამომიტანა. წარმოიდგინე, ჯინსები მაცვია, „ბიტლების“ სტილში მაქვს ვარცხნილობა, „ვბლატაობ“, ჭკუაზე არ ვარ... მერე დირექტორმა დამიჭირა და ამკორტნა თმა. მეექვსე კლასიდან შევედი ხატვაზე. ხატვის გარდა მიყვარდა გრაფიკა და ქანდაკება. მინდოდა, მოქანდაკე ვყოფილიყავი და ოჯახშიც ხელს მიწყობდნენ, მაგრამ კინოზე ჭკუა გადამეკეტა. ერთი წელი ვისწავლე სამხატვრო აკადემიაში. მერე რაღაც ინციდენტი მოხდა და გამოვედი. ჩავაბარე თელავში, ფილოლოგიურზე. ჩემს კურსზე იყო ოცდაათი გოგო და ერთი ბიჭი ვიყავი. პარალელურად, თეატრში ვმუშაობდი – თან ვმსახიობობდი, თან, სპექტაკლებს ვაფორმებდი. ერთ დღეს ინსტიტუტში ვარ. კინოსტუდიიდან მოვიდნენ, ბიჭებს არჩევდნენ. შემოვიდნენ სულიკო გაბისონია და ვახო კაჭირაშვილი ფოტოგრაფთან ერთად. სურათები გადაგვიღეს. ამ დროს, თურმე, ჩემს სახლში მიდის მზადება. ბიძაჩემი გია მატარაძე თენგიზ აბულაძის ჯგუფში იყო პრაქტიკებზე. კახეთში ჩამოჰყვა „ნატვრის ხის“ ნატურის ასარჩევად და ჩვენთან დაპატიჟა. მივედი, ვხედავ, სუფრასთან სხედან. რომ შევედი, ბიძაჩემმა თქვა: ბატონო თენგიზ, გაიცანით, ეს ჩემი დისშვილიაო. მერე მეორემ უთხრა: ბატონო თენგიზ, რომ გითხარით, ერთი ბიჭი ძალიან მოგვეწონა შეთეს როლისთვისო, აი, ეს არისო. თბილისში დამიბარეს, უამრავი სინჯი გადამიღეს. მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. გადაღების პერიოდში თითქმის არსად წავსულვარ, სულ ერთ ადგილას ვიყავი. კამერის შიში არ მქონია იმ დღიდან, რაც კამერებთან დავდექი. სხვა შიში უფრო მქონდა – ვაითუ, არ მოეწონოთ-მეთქი. ქუჩაში რომ გავდიოდი, მეგონა, უკვე ყველას უნდა ვეცნე, იმდენად მქონდა სიამაყის განცდა. მეოთხე კურსზე რომ ვიყავი ფილოლოგიურზე, მივატოვე და თეატრალურში ჩავაბარე. ამ დროს გია დანელია იყო ჩამოსული და „მიმინოს“ ერთ-ერთ ეპიზოდში გადამიღო. მერე ჩემი ფული გამიჩნდა და აქ წავიდა ბოჰემა.

– თქვენ ძალიან გიყვარდათ გურამ რჩეულიშვილი, იმდენად, რომ მას ჰბაძავდით ყველაფერში.

– თოთხმეტი წლიდან ჩემი კუმირი მყავდა და ეს იყო გურამ რჩეულიშვილი. დავიწყე ვარჯიში, მისნაირად ჩაცმა, სპეციალურად ვაკერინებდი ტანსაცმელს ატელიეში და ასე დავდიოდი ოცდაორ წლამდე. მე და ჩემი მეგობრები დაბადების დღეებს ვუხდიდით ჩემთან სახლში და სასაფლაოზე ავდიოდით.

– მოდით „კუკარაჩაზეც“ ვისაუბროთ. ყველას მაინც უფრო ამ ფილმიდან ახსოვხართ. როგორ გახსენდებათ ის დრო?

– „კუკარაჩადან“ იწყება სხვა, ახალი ეტაპი. აქედან წამოვიდა ყველაფერი. ქეთი დოლიძის დამსახურებაა, რომ მე ამომარჩია, რადგან იქ ჩემზე ნიჭიერებიც იყვნენ. გადაღების პერიოდი ჩემთვის იყო ზღაპარივით. ამ დროს უკვე რუსთაველის თეატრში ვიყავი, რობიკომ წამიყვანა. მერე მთელი ჩემი ჯგუფი თელავში წავიდა. მივატოვე რუსთაველის თეატრი და მეც წავედი თელავში. ოთხი წლის განმავლობაში თორმეტი მთავარი როლი ვითამაშე. აქედან ჩავიტანეთ სპექტაკლი „კუკარაჩა“. ეს იყო სადიპლომო სპექტაკლი, სადაც, ასევე, მურტალოს ვთამაშობდი. მაგ დროს გამოვიდა ეკრანზე თემურ ჩხეიძის „კუკარაჩა“, სატელევიზიო დადგმა.

– თქვენმა პირველმა ქორწინებამ არ გაამართლა. ცხოვრება ნათია გოგოჭურს დაუკავშირეთ, რომელიც თქვენი ყველაზე ახლო მეგობარი, თანამოაზრე გახდა. როგორ ააწყვეთ ცხოვრება თავიდან?

– რა თქმა უნდა, ოჯახის დანგრევა არავის სიამოვნებს, მაგრამ ასე გადავწყვიტე. ამ შემთხვევაში ჩემი ინიციატივით დაინგრა ოჯახი და ახალი შევქმენი. ის გოგო არაფერ შუაში არ გახლდათ. პირიქით, გადაყოლილი იყო ჩემზე. უშეცდომო არავინაა და მეც ბევრი შეცდომა დამიშვია ცხოვრებაში და სადაც საჭირო იყო, ბოდიშიც მომიხდია. ეს იყო, გარკვეულწილად, დანაშაული ჩემი ნათიას სიყვარულის მიმართ. მე უკვე ცალკე სახლი მქონდა, ხელფასი, არავის ვაწუხებდი. გინდაო? მკითხეს ოჯახში. მეც ვუთხარი, სიცოცხლეზე მეტად-მეთქი. ყველაფერი თანდათან დალაგდა. მერე, თბილისში არ დაგვრჩენია ქუჩა, იქ რომ არ გვეცხოვროს. ხან ერთი შვილით, მერე – მეორეთი, მესამეთი. ნათიამ ბავშვების გამო სამსახური დატოვა, მაგრამ გვინდოდა ეს შვილები და რა გვექნა? საერთოდ, ვცდილობ, კარგი დღეებით ვიცხოვრო, ცუდ დღეებს ვივიწყებ.


скачать dle 11.3