კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჯოკერი“ – მხოლოდ და მხოლოდ ორ ლარად, მოგების სამი შანსი, მაქსიმალური პრიზი კი – 8 000 ლარი!

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ თავის ერთგულ მყიდველებსა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას სიახლეებით ხშირად რომ ანებივრებს, ეს ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგად იცის. ჟურნალი გასული ნომრების ფურცლებზე ჩვენ გიამბეთ იღბლიანი მილიონერის, ჯეკპოტის მეორე მფლობელისა და „საქართველოს ლატარიის კომპანიის” საქველმოქმედო აქციების შესახებ; მოგიყევით მოხუცებულებზე, რომლებსაც კომპანიამ ბედნიერი და დაუვუწყარი დღე აჩუქა. ამჯერად გვსურს, გაუწყოთ კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ლატარიის კომპანიის კიდევ ერთი საჩუქარია მათთვის, ვისაც საკუთარი იღბლის მტკიცედ სწამს.

11 თებერვალს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები ტრადიციისამებრ საკუთარ სერვის-ცენტრში დაგვპატიჟა, სადაც შედგა ახალი და ძალიან საინტერესო მომენტალური ლატარიის – „ჯოკერის” პრეზენტაცია. ჟურნალისტებიცა და იქ შეკრებილი მთელი საზოგადოებაც, გაფაციცებითა და ინტერესით ველოდით, რა საინტერესო სიახლით გაგვახარებდნენ კომპანიის წარმომადგენლები. ვიდრე უშუალოდ პრეზენტაცია დაიწყებოდა, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ლალი კრიხელმა, მასმედიის თანამშრომლებს ახალი მომენტალური ლატარიის ბილეთები დაგვირიგა, რათა უკეთ გავცნობოდით თამაშის პრინციპს და საკუთარ თავზე გამოგვეცადა მოგების სიხარული.

ახალი მომენტალური ლატარიის სახელწოდება, როგორც ზემოთ უკვე გამცნეთ, „ჯოკერია”, რაც შემთხვევითი არ არის: „ჯოკერი” ხომ საქართველოში პოპულარული და ფართოდ გავრცელებული ბანქოს თამაშია. ახალი მომგებიანი ბილეთი „ჯოკერი” სწორედ თავად ბანქოს თამაშის პრინციპს ეფუძნება – მომგებიანი ბილეთი „ჯოკერი” გთავაზობთ სამი მოგების შანსს. იმისთვის, რომ გახდეთ ამ ლატარიის იღბლიანი გამარჯვებული, საჭიროა: 1) გადაფხიკოთ გრაფა „შენი კარტის” ქვეშ მოცემული სპეციალური ვერცხლისფერი საფარი; შემდეგ გადაფხიკეთ დანარჩენი სამი მოთამაშის კარტის ქვეშ განთავსებული საფარები; 2) შემდეგი ეტაპი: თუ „შენი კარტის” ქვეშ მოთავსებული ბანქოს ნიშანი მეტია დანარჩენი მოთამაშეების ბანქოზე (ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თუ ჭრის დანარჩენი მოთამაშეების ბანქოს), თქვენ მოიგებთ შესაბამისი პრიზის ოდენობის თანხას, რომელიც ასევე დამცავი საფარის ქვეშ არის მითითებული. 3) კიდევ ერთი საინტერესო პირობა: თუ „შენი კარტის” საფარის ქვეშ აღმოაჩენთ „ჯოკერის” ბანქოს, რომელსაც ტრადიციულად, თამაშში უპირატესობა აქვს, თქვენ მიერ მოგებული თანხა ორმაგდება შესაბამის მწკრივში.

მოთამაშეს ერთ ბილეთში სამჯერ მოგების შესაძლებლობა ეძლევა. აღსანიშნავია, რომ „ჯოკერი” რიგით მეცამეტე თამაშია და მისი შეძენა შეგიძლიათ უკვე 11 თებერვლიდან.

„საქართველოს ლატარიის კომპანიის” წარმომადგენლებმა – მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, გია ბარკალაიამ და მომენტალური ლატარიისა და ლოტოს ბრენდ-მენეჯერმა, სულხან ლაცაბიძემ – ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს და „ჯოკერი” საზოგადოებასა და მედიას წარუდგინეს.

გია ბარკალაია („საქართველოს ლატარიის კომპანიის” მარკეტინგის სამსახურის უფროსი): „ეს არის ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბანქოს თამაშის ადაპტირებულ ვერსიას. მოგება შეადგენს 8 000 ლარს, რომელიც უპრეცედენტო თანხაა „საქართველოს ლატარიის კომპანიის” მომენტალური ლატარიების ისტორიაში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში 12 მილიონი ლარი გასცა მომენტალური ლატარიის პრიზების სახით.”

ლალი კრიხელი („საქართველოს ლატარიის კომპანიის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): „საქართველოს ლატარიის კომპანია” წარმატებით განაგრძობს მოსახლეობისთვის სიახლეების შეთავაზებას და წარმოგიდგენთ ახალ მომგებიან ბილეთ „ჯოკერს”. ბილეთის ღირებულება 2 ლარია, ხოლო მაქსიმალური მოგება – 8 000 ლარი. „ჯოკერი” 2 ლარის ღირებულების მქონე პირველი მომგებიანი ბილეთია, რომელსაც „საქართველოს ლატარიის კომპანია” მომხმარებელს 2011 წელს სთავაზობს. „საქართველოს ლატარიის კომპანია“ გისურვებთ მოგებას!

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მივულოცოთ ამ კომპანიას კიდევ ერთი საინტერესო წამოწყება და ვუსურვოთ წარმატებები ჩვენი რედაქციის სახელით. თქვენ კი, ვისაც საკუთარი ვარსკვლავის გჯერათ, შეიძინეთ ბილეთი და გახდით იღბლიანები.


скачать dle 11.3