კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კლუბ “რეკორდის„ მიერ ჩატარებული სახალისო კონკურსი – “ხინკალ-ფართი„

კლუბმა „რეკორდმა“ ორგანიზება გაუწია კიდევ ერთ კონკურსს, რომელიც კომპანია „მირზაანის“ ინიციატივით ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ჟურნალისტები და სხვა არაერთი ცნობილი სახე: ლექს-სენი, ოთარ ტატიშვილი და სერიალ „შუა ქალაქის” სხვა მსახიობები. კონკურსის მიზანი გახლდათ გამოევლინათ ჩემპიონი ხინკლის ჭამაში. ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა ინტერნეტ-ტელევიზიის ჟურნალისტმა ივანე აბრამიშვილმა, რომელმაც 39 წამში შეჭამა 10 ხინკალი, ხოლო მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს პირველი არხისა და „მიუზიკ ბოქსის“ ჟურნალისტებმა. მონაწილეებს აფასებდა ოთხკაციანი ჟიური, რომლის ერთ-ერთი წევრიც გახლდათ კლუბ „რეკორდის“ თავმჯდომარე ბატონი შოთა ქელდიშვილი. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და მედლები. პირველი ადგილის მფლობელს ასევე გადაეცა გარდამავალი თასი.

შოთა ქელდიშვილი: „ჩვენ ხელს ვუწყობთ ნებისმიერი სახის კონკურსებს. არ არის აუცილებელი, ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ სპორტული შეჯიბრება. კონკურსს აშუქებდნენ სხვადასხვა ტელევიზიები. საღამოს შემოიტანეს არაჩვეულებრივი, ხინკლის ფორმის ტორტი, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პირადად მე, და იქ მოსული ყველა სტუმარი, ძალიან კმაყოფილები დავრჩით. საქართველოში პირველად ჩატარდა მსგავსი კონკურსი და ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო და სახალისოა.“


скачать dle 11.3