კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ყვავები“ და „კაკლები“

ვაუჩერული სიკეთე

მართალია, პარლამენტის თავმჯდომარემ, მაშინ, როდესაც მარტოხელა პენსიონერების ოჯახს ესტუმრა, დაგვაიმედა, რომ „ინფლაციის პირობებში ხელისუფლება ცდილობს, სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს მაქსიმალურად დაეხმაროს და ამ მიმართულებით სხვა ღონისძიებებიც გატარდებაო“, ოღონდ „სხვა ღონისძიებები“ ინტრიგად დატოვა. თუმცა, შესაძლოა იმიტომ, რომ დაფარული, არ არსებობს, არ გაცხადდეს, პრეზიდენტი პარლამენტში სტუმრობისას გამოგვიტყდა, რომ მარტის თვეში თითოეული ოჯახისთვის (ამ ჩვენს საქართველოში კი, გაწიე-გამოწიე, მილიონი ოჯახია) 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერის გაცემაც იგეგმება. მეტიც, როგორც გაირკვა, მოსახლეობას სასურსათო ვაუჩერის ბანკებში განაღდება (ანუ ამ 30 ლარის ფულად ქცევაც) შეეძლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერები მაღალი ხარისხის ქაღალდზეც დაიბეჭდა (სტამბამაც იხეირა), სატელევიზიო სარეკლამო უზრუნველყოფაც ახლდა (ტელევიზიებმაც იხეირეს) და დამრიგებლებად 2 500 კონტრაქტორიც დასაქმდა (მოქალაქეებმაც იხეირეს), აშკარაა, რომ ვაუჩერიზაცია, გარდა ვაუჩერებზე დარიცხული 20-20-ლარისა, ამ ჩვენს დეფიციტურ ბიუჯეტს კიდევ უფრო „უთუზბირი“ დაუჯდა. სავარაუდოდ, ასეთივე სატელევიზიო-სარეკლამო-საკონტრაქტო უზრუნველყოფა მოჰყვება 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერსაც. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები, მაგალითად, გასული წლის იანვართან შედარებით, ამ იანვარს, საშუალოდ 25 პროცენტით გაიზარდა (რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ პროდუქტზე 2-3-ჯერაც), ნაკლებ სავარაუდოა, თებერვალ-მარტში, საერთო ჯამში, 50-ლარიანმა დახმარებამ წელში გაგვმართოს, თუმცა, „ყვავისა და კაკლის“ პრინციპით, ესეც ხეირია. მით უფრო, რომ პრეზიდენტის მოწოდებით, მდიდარ მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ თავიანთი სასურსათო ვაუჩერების ღარიბი თანამემამულეებისთვის გადაცემა.

რაც შეეხება ხეირს: მაგალითად, 2009 წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა, ხელფასის სახით 95 550 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ – 55 855 ლარი (სავარაუდოა, რომ 2010 წელსაც იმავე, თუ უფრო მეტს არა, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებდნენ). აქედან გამომდინარე კი, ამთავითვე აშკარაა, რომ, თუნდაც, მაღალჩინოსანთა არც ეს ოჯახი დაამადლის როგორც 20, ისე 30-ლარიან ვაუჩერებს თავიანთ რომელიმე ღარიბ თანამემამულეს.


скачать dle 11.3