კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

33 ტაში-ტუში!

ანუ „უპაპიროსობა“

გასული კვირის მიწურულს საქართველოს პარლამენტში აწ უკვე ტრადიციად ქცეული დებატები გაიმართა. რა თქმა უნდა, სეფე სიტყვა პრეზიდენტს ერგო, რომელმაც საათ-ნახევარი ილაპარაკა, ხოლო მისმა თანაგუნდელებმა კი ამ ხნის განმავლობაში მას 33-ჯერ დაუკრეს ტაში (ისიცაა, უტაშოდ არც ბ-ნი სააკაშვილის დასკვნითი სიტყვა დარჩენილა)! გამოსვლამდე პირველმა პირმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეკრებილ უცხოელ ელჩებს დებატების ბოლომდე დარჩენა სთხოვა (აქ წყდება დემოკრატიის ამბებიო). ცხადზე უცხადესია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უმალ შეუერთდა ამ მოწოდებას და მანაც უმორჩილესად ითხოვა, ნუ მიგვატოვებთ სხდომის ბოლომდეო. ამ საქმეს კი კოჭებშივე ეტყობოდა, რომ „ნაცუმრავლესობა“ ამ კონკრეტული დებატებისთვის კაპიტალურად იყო მომზადებული. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იმედიანი იყო (პათოსით – „მეგობრებო, წინ, წინ გასწით, ნუ შედრკება თქვენი გული!“), ხოლო ზედაც 33 ტაშს დავამატებთ, აშკარაა, რომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია: „ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ“.

უმრავლესობის გამომსვლელები, ძირითადად, ოპონენტების გამოსვლების ოპონირებას ეწეოდნენ (თუმცა, სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ბ-ნი წიკლაურის გამოსვლა პატრიოტულ მოტივებზე დაწერილ თემას უფრო ჰგავდა, ბუნებრივია, მხატვრული ლიტერატურიდან ციტატებით გაჯერებულს). ამ ხაზს ვერც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი მელიქიშვილი ასცდა. ამ უკანასკნელმა, არც მეტი, არც ნაკლები, ოპოზიციონერი კოლეგები ტყუილში დაადანაშაულა (დაახლოებით, ამ პათოსით – „პაპიროზი პირშიო“), ზედაც, პოპულიზმისა და ცინიზმის გვერდზე გადადებისკენაც მოუწოდა.

მეორე მხრივ, სწორედაც რომ, ბ-ნი მელიქიშვილის ინიციატივით, გასულ შემოდგომაზე, ბანკების მიერ კომუნალური გადასახდელების გადახდისას მოსაკრებლის გაუქმების საკითხი დადგა (ხალხის რჩეულის პათოსი ასეთი იყო: ხალხს რად ყვლეფთო). მართალია, დადგა, მაგრამ შედეგად ის მივიღეთ, რომ მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ 25 ფილიალში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება გაუქმდა (რა თქმა უნდა, დანარჩენ ფილიალებში დარჩა). სულ ახლახან კი, გაირკვა, რომ მას შემდეგ, რაც კომუნალური გადასახდელების ერთიანი ადმინისტრირების სისტემა ამოქმედდა (აი, ის, წყლის დავალიანების გამო შუქს რომ გაგითიშავენ), საბანკო მოსაკრებლის გადახდა თვით „პროკრედიტბანკშიც“ კი, სადაც მთელი ამ დროის განმავლობაში არანაირი მოსაკრებელი არ მოქმედებდა, სავალდებულო გახდა, ზოგან კი ერთ ლარამდე გაძვირდა. ხოლო, რაკი ბ-ნი მელიქიშვილი კვლავაც დუმს, ჩნდება ეჭვი, რომ „უპაპიროსობას“ არც „ნაცუმრავლესობაში“ უნდა უჩიოდნენ.


скачать dle 11.3