კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

დაუჯერებელი რეალობა

* 2010 წლის გამოკითხვით, გადაუჭრელი საკითხებისა და პასუხგაუცემელი კითხვების რეიტინგში, ყველაზე აქტუალური აღმოჩნდა დილემა: 1) არსებობს თუ არა ღმერთი? და 2) რაშია ცხოვრების ჭეშმარიტი არსი!

* ჯონ ლენონის ნახმარი, დიახ, სწორედ რომ „ნახმარი” უნიტაზი, აუქციონზე 9 500 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

* ციურიხის ქუჩებში სპეციალური, საგანგებოდ, „სახელდახელოდ” სექსისთვის გამიზნული და განკუთვნილი კაბინეტები დადგეს. თქვენ გგონიათ, ეს ტურისტების მოსაზიდად გააკეთეს?! სულაც არა. მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა თავისი მოქალაქეების წუხილი, რომელთა მიზეზი „პროსტიტუტკების“ საქციელი იყო. ისინი კლიენტებს სახალხოდ, მანქანებში „ემსახურებოდნენ” ყველას დასანახავად.

* 3 მილიონ 200 000 ეღირება პირველი 3D პორნოფილმი. ეს იქნება თავისუფალი, შემოქმედებითი ინტერპრეტაცია ჩინური კლასიკური ლიტერატურისა. მთავარ როლებს იაპონელი პორნოვარსკვლავები შეასრულებენ.

* კიევში 100 გრივნად შეგიძლიათ, იქირაოთ პარტნიორი – კარტის სათამაშოდ, ქალბატონი – ოფიციალურ ვახშამზე წასაყვანად, საქმრო, საცოლე და, თუ პარკში ბავშვთან ერთად სეირნობა მოგინდებათ – ბავშვიც კი.

* ერთმა ბრიტანელმა ჩიპსების ცარიელი პაკეტებისა და კოლოფების ისეთი კოლექცია შეაგროვა, რომ 10 000 ფუნტ სტერლინგადაც კი შეაფასეს ექსპერტებმა. საქმე ისაა, რომ ჩიპსის ბევრი სახეობა, რომელთა პაკეტიც ამ კოლექციაშია, უკვე დიდი ხანია, საერთოდ აღარ იწარმოება.

* ჩინეთში მცხოვრებ ერთ მოქალაქეს ფრჩხილები 35 სანტიმეტრი სიგრძის აქვს. ის მათ უკვე 13 წელია, იზრდის. მისი თქმით, გრძელი ფრჩხილები საშუალებას აღარ აძლევს, ქუჩის ჩხუბებში ჩაერიოს, რასაც მანამდე აქტიურად აკეთებდა.


скачать dle 11.3