კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზამთრის სეზონის აქტუალური ვარცხნილობები და მაკიაჟი ქერა ქალბატონებისთვის

რომანტიკული ლოკონები

ეს სტილი აგებულია წითლისა და თეთრის კონტრასტზე და განსაკუთრებით მოუხდებათ ქერათმიანებს:

სახეზე წაისვით ღია ფერის ტონალური კრემი, ქუთუთოებზე – მოვარდისფრო-მოყავისფრო „ჩრდილი“. შავი ლაინერით ზედა ქუთუთოზე გაიკეთეთ ლამაზი კონტური და თვალის გარე კუთხეში პატარა „ისრით“ დააბოლოვეთ, წამწამებზე კი წაისვით მოცულობის გამადიდებელი ტუში. გახსოვდეთ, ასეთ მაკიაჟს მშვიდი ტონალობის წითელი პომადა მოუხდება.

თმა მთელ სიგრძეზე დაისველეთ ლოკონებისთვის განკუთვნილი სითხით და გაიკეთეთ „ბიგუდები“. თმა კარგად რომ გაშრება, „ბიგუდები“ მოიხსენით, ლოკონები ხელით შეასწორეთ და, თქვენს ვარცხნილობას სადღესასწაულო იერი რომ მისცეთ, ცალი მხრიდან თმის ხვეულები აიკრიფეთ და კეფაზე ლამაზი სამაგრით დაიმაგრეთ.

ქერათმიანებს, ასევე, მოუხდებათ მკვეთრი „კარე“ და სწორი, გრძელი „ჩოლკა“. თუ ძალიან მოკლე თმა გაქვთ, შეგიძლიათ, გაიკეთოთ სადა, კლასიკური ვარცხნილობა, ასევე, ძალიან მოგიხდებათ ეგრეთ წოდებული „მხატვრული უწესრიგობა“, ოღონდ, ეს „უწესრიგობა“ მართლა უწესრიგობა არ უნდა იყოს.

იმისთვის, რომ „გამოიცოცხლოთ“ სახის კანის ფერი, ყოველდღიური მოხმარებისთვის შეიძინეთ ტონალური კრემი ან პუდრი ღია ვარდისფერი ტონალობით. ასეთი კრემი (ან პუდრი) განსაკუთრებით მოუხდებათ მათ, ვისაც ფერფლისფერი თმა აქვს, რადგან ამ ფერის თმა სახის კანს უფერულს აჩენს.

გახსოვდეთ, რომ, თუ ბუნებრივად არ ხართ გარუჯული, მუქი ფერის ტონალური კრემი არ მოგიხდებათ – ძალიან ხელოვნური და არაბუნებრივი იქნებით.

რაც უფრო ღია ფერის გაქვთ თმა, მით მეტად „მშვიდი“ უნდა იყოს თვალის „ჩრდილისა“ და პომადის ტონები ყოველდღიური მაკიაჟისთვის.

თუ თქვენი თმა „ცივი“ ქერაა, მაკიაჟისთვისაც „ცივი“ ტონები შეარჩიეთ: ღია ბეჟი, მონაცრისფრო, ღია ცისფერი, პომადას კი, სასურველია ვერცხლისფერი პიგმენტის შემცველობა ჰქონდეს.

მუქ ოქროსფერთმიან ქალბატონებს კი მოუხდებათ უფრო „თბილი“ ტონალობის კოსმეტიკა: ატმისფერი, ვარდისფერი, ტერაკოტი.


скачать dle 11.3