კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (68)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

შვიდდღიანი დიეტა

პირველი დღე

დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ: 2 ცალი მოზრდილი ბანანი, 2 ცალი ვაშლი (კანით ან უკანოდ), 2 ცალი მსხალი (გათლილი), 2 ცალი ფორთოხალი, 2 ცალი გრეიპფრუტი, 2 ცალი (დიდი ზომის) კივი, 3-4 ცალი მანდარინი. მიღებული ასორტი გაყავით 4-5 თანაბარ ნაწილად, შეადგინეთ თქვენთვის ხელსაყრელი რეჟიმი და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. ყოველ კვებამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

მეორე დღე

2-3 ცალი მოზრდილი სტაფილო გათალეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. შეურიეთ 200 გრამი წვრილად დაჭრილი კომბოსტო (შერევამდე ჯამში ხელით მოსრისეთ, რომ უხეში არ იყოს), დაჭრილი მწვანე ხახვი (1 კონა), ოხრახუში (50 გრამი), ნიახური (50 გრამი), კამა (50 გრამი), 1 კონა მწვანე სალათის ფურცლები, 1-2 ცალი გათლილი კიტრი, 100 გრამი გახეხილი ბოლოკი, 1-2 ცალი წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. მოაყარეთ ცოტა მარილი და მოასხით 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

რეჟიმი და სითხის მიღება – იგივე.

მესამე დღე

ნახევარი კილოგრამი უცხიმო ხაჭო, ნახევარი ლიტრი მაწონი, ნახევარი კილოგრამი უცხიმო და უმარილო ყველი გაანაწილეთ 4-5 ჯერად და მიირთვით დღის განმავლობაში.

სითხე – იგივე.

მეოთხე დღე

200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 200 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 200 გრამი მოხარშული თევზი (ყველაფერი უცხიმო), 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

რეჟიმი და სითხის რაოდენობა – იგივე.

მეხუთე დღე

მოხარშეთ ნახევარი კილოგრამი წიწიბურა უცხიმოდ. ყოველ ჯერზე შეატანეთ ნახევარი ლიტრი რძე ან მაწონი.

რეჟიმი და სითხის რაოდენობა – იგივე.

მეექვსე დღე

გაიმეორეთ პირველი დღე.

მეშვიდე დღე

მთელი დღის განმავლობაში უნდა დალიოთ:

2 ჩაის ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი (დილას და საღამოს);

2 ჩაის ჭიქა ხილის წვენი (უშაქრო),

2 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი;

2 ჩაის ჭიქა პიტნის ან ასკილის ჩაი.


скачать dle 11.3