კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (50)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

განგსტა რეპერ ფიფთი ცენტის ათი ყველაზე წარმატებული კაპიტალდაბანდება

გარდა იმისა, რომ ზოგიერთი პოპ ან რეპ-შემსრულებლები დიდ ფულს თავისი ალბომების გაყიდვით ან საკონცერტო ტურნეებით შოულობენ, ისინი, ასევე, საკუთარ ბიზნესსაც ავითარებენ და ხშირ შემთხვევაში, დამატებითი შემოსავალი მათთვის, შემოქმედების გარდა, ტანსაცმლის ხაზს ან სუნამოებს მოაქვს. წარმოებულ პროდუქციას კი ისინი თავიანთ სახელს არქმევენ. ამერიკელი განგსტა რეპერი კერტის ჯეიმს ჯეკსონი, მსოფლიოში ფიფტი ცენტის სახელით ცნობილი, ჟურნალმა „ვაიბმა” ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად გამოაცხადა. საინტერესოა, როგორ გახდა ბრუტალური ფიფთი ცენტი ზღაპრულად მდიდარი და გავეცნოთ მის ათ ყველაზე წარმატებულ კაპიტალდაბანდებას.

სავაჭრო ნიშნების – „ჯი-იუნითის” და „50 ცენტის” რეგისტრაცია

იმ პერიოდში, როდესაც რეპ-შემსრულებლების უმეტესობა თავის ჰონორარებს ძვირფას საგნებზე, ავტომობილებსა და სხვადასხვა ფუფუნებებზე ხარჯავდა, ფიფთი ცენტმა პირველად ნაშოვნი 300 ათასი დოლარით რეგისტრაციაში გაატარა სავაჭრო ნიშნები და ლეიბლის სავარაუდო სახელი – „ჯი-იუნითი” და „50 ცენტი”. ამ წამოწყებამ მას დამატებით რამდენიმე მილიონი დოლარი მოუტანა.

„ჯი-იუნით რეკორდსის” გაშვება

2003 წელს სადებიუტო ალბომის „გეთ რიჩ ორ დაი თრაინის” გამოშვების შემდეგ, ფიფთი ცენტი საკუთარი ხმის ჩამწერი კომპანიის გახსნაზე დაფიქრდა. როგორც კი „ინტერსქოუპმა” მას ამის უფლება მისცა, მან „ჯი-იუნით რეკორდსი” დააფუძნა. ამ ხმის ჩამწერ სტუდიაში განთქმული რეპერები – „ზი გეიმი”, ლოიდ ბენქსი და ტონი იაიო წერენ თავიანთ ალბომებს.

„Ecko-სთან” გაერთიანება და ტანსაცმლის ხაზის წარმოება

მას შემდეგ, რაც ფიფთი ცენტის მუსიკა ხალხში პოპულარული გახდა, რეპერი საკუთარი ტანსაცმლის ხაზის მწარმოებელი კომპანიის გახსნაზე დაფიქრდა და „Ecko-სთან” ხელშეკრულება გააფორმა. მისი დახმარებით დაარსდა ტანსაცმლის ბრენდი „ჯი-იუნით”. ამბობენ, რომ რომ არა „Ecko-სთან” თანამშრომლობა, ფიფთი ცენტის ტანსაცმელი, სხვა რეპერების ტანსაცმლის ხაზების მსგავსად, უხარისხო იქნებოდა.

საკუთარი თანამშრომლობა

„რიბოკთან”

ცნობილი სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანია „რიბოკთან” ხელშეკრულება, ფიფთი ცენტამდე დიდი ხნით ადრე, რეპერ ჯეი-ზის ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ეს წამოწყება ნაკლებად მომგებიანი აღმოჩნდა ბიონსეს „ბოიფრენდისთვის“, ხოლო ფიფთი ცენტმა „რიბოკთან” ერთად „ჯი-იუნითის” სახელით, სპორტული კედების გამოშვება დაიწყო. ამან მის კაპიტალს დამატებით კიდევ რამდენიმე მილიონი დოლარი მოუტანა.

თანამშრომლობა

„ვიტამინუოთერთან”

თანამშრომლობა ენერგეტიკული სასმელის „ვიტამინუოთერთან” ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია ბიზნესმენ რეპერების ისტორიაში. ფიფთი ცენტმა წილის სანაცვლოდ კომპანია „გლაცეუსთან” სასმელ „ვიტამინუოთერის” გაყიდვების გაზრდის პირობა დადო. როდესაც სასმელის გაყიდვის ნიშნულმა მნიშვნელოვნად აიწია, „კოკა-კოლამ” „ვიტამინუოთერის” შეძენა 4,1 მილიარდ დოლარად მოახერხა, ხოლო ფიფთი ცენტს თავის წილად, მოკრძალებული 100 მილიონი დოლარი ერგო.

ფიფთი ცენტი და კომპიუტერული თამაში

2005 წელს ფიფთი ცენტი გაურიგდა კომპანიას, რომელიც აწარმოებდა პოპულარულ კომპიუტერულ თამაშს „გრანდ ტსეფტ აუტოს”, რომ თამაშის მომდევნო სერიაში სახელწოდებით „GTA:სან ანდრეას” მთავარ გმირს გაახმოვანებდა. თუმცა, გასახმოვანებლად მისულმა რეპერმა მოულოდნელად გადაიფიქრა და საკუთარი ხმა მის მიერვე წარმოებული კომპიუტერული თამაშის, „50 ცენტ: ბულეტფრუფის” (ტყვიაგაუმტარი) მთავარ გმირს აჩუქა. ამით კი მიიზიდა გეიმერების უმეტესობა და დამატებითი დოლარებიც შეჰმატა თავის კაპიტალს.

„ჯი-იუნით ბუქსის” წარმოება

2007 წელს ფიფთი ცენტმა გადაწყვიტა, ცხოვრებისეული გამოცდილება ფურცელზე გადაეტანა და ავტობიოგრაფიული წიგნების სერიის გამოცემა დაიწყო. „ჯი-იუნითის” სახელით მან დააარსა საგამომცემლო სახლი, რომელიც გარდა რეპერების ბიოგრაფიებისა, სხვადასხვა საინტერესო პროექტებითაა დაკავებული. მისი ავტობიოგრაფიული წიგნები „ერთხელ სამხრეთ რაიონში” და „ქუინს” ბესტსელერებია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ხელშეკრულება მილიარდერთან

სავარაუდოდ, ფიფთი ცენტი პირველი რეპერია, რომელმაც საქმიანი ხელშეკრულება გააფორმა „ფორბსის” მილიარდერთან. საუბარია სამხრეთ აფრიკელ პატრის მოცეპეზე, რომელიც პლატინის მომპოვებელ საბადოებს ფლობს აფრიკის კონტინენტზე. ფიფთი ცენტმა მოცეპესგან რამდენიმე საბადო შეიძინა და იქ მოპოვებული პლატინისგან ჯაჭვებს აწარმოებს და ძვირფას ლითონს ტანსაცმლის წარმოებაშიც იყენებს.

ფიფთი ცენტის ოდეკოლონი

ფიფთი ცენტმა გააფორმა ხელშეკრულება „რაით გუარდსთან” და თავისი ბრენდული სუნამოს წარმოება დაიწყო, რომელიც ხელმისაწვდომია დაბალი ფენის წარმომადგენლებისთვის. სუნამო „ფიუერ 50” დიდი პოპულარობით სარგებლობს შავკანიან სკოლის მოსწავლეებსა და თინეიჯერებში. ფიფთი ცენტის თქმით, სუნამოს წარმოების შემდეგ მის ფულს სუნი მიეცა.

ფიფთი ცენტის კინოკომპანია

რეპერმა საკუთარი კინოკომპანია დააფუძნა, რომლის დაფინანსებაში 200 მილიონი დოლარი ჩადო. ფიფთი ცენტი აქტიურად მსახიობობს კიდეც ჰოლივუდში და მას ძირითადად სხვადასხვა ბრუტალური როლის შესასრულებლად იწვევენ. ერთ-ერთი ბოლო როლი, მან გელა ბაბლუანის „ცამეტის” ამერიკულ რიმექში შეასრულა. გარდა ამისა, იგი პროდიუსერობითაც არის დაკავებული და კინოკომპანია „ჩიტა ვიჟიონისა” და „ჯი-იუნით ფილმზის” დახმარებით, საკუთარი პროექტებს ახორციელებს.


скачать dle 11.3