კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამნაშავეა... ორივე

წარმოუდგენელია ოჯახური ურთიერთობა კამათისა და ჩხუბის გარეშე, მაგრამ ეს არ არის და ვერც იქნება ურთიერთობის დასასრული, თუკი, რა თქმა უნდა, მას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ. დაიწყებთ დამნაშავის ძებნას და, კონფლიქტს, რომელიც უფრო ხშირად, წვრილმანით იწყება ხოლმე, ახალ ფაზაში გადაიყვანთ.

დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერ კონფლიქტში დამნაშავეა ორივე მხარე. როცა ამას გააცნობიერებთ, დამშვიდდებით და აგრესიისგანაც გათავისუფლდებით.

უპირველესად დაფიქრდით საკუთარ ნაკლზე: ვიდრე თქვენი პარტნიორის ლანძღვას შეუდგებოდეთ. რა გაიძულებთ, შეურაცხყოფა მიაყენოთ და გული ატკინოთ ადამიანს, რომელიც გიყვართ – გაწყენინათ და სამაგიეროს უხდით? ეს შვებას მოგანიჭებთ და კონფლიქტს აღმოფხვრის?! რა თქმა უნდა, არა. პირიქით, უფრო გააღრმავებს. აუცილებელია მომხდარს სხვა კუთხით – „ნეიტრალური” ადამიანის პოზიციიდან შეხედოთ და ემოციების კარნახით არ იმოქმედოთ. ღირს, შეცვალოთ რაღაცეები საკუთარ თავში. ეს მხოლოდ სარგებლობას მოგიტანთ თქვენც და თქვენს ურთიერთობებსაც.

შეიძლება, რამდენიმედღიანი, გაუთავებელი კონფლიქტით დაღლილმა ისიც კი იფიქროთ, რომ გვერდით სხვა მამაკაცი გჭირდებათ და არა ეს, რომელსაც საერთოდ არ ესმის თქვენი, მაგრამ ესეც ემოციის კარნახია. გირჩევნიათ, თქვენი პარტნიორი ნაკლებად ჯიუტი და მეტად დამთმობი იყოს?! მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, მასაც ზუსტად იგივე სურს. ანუ, უკვე შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა: არ არსებობს იდეალური პარტნიორი და, შესაბამისად, არც იდეალური ურთიერთობა, თუკი ჩვენ თვითონ არ დავეხმარებით, რომ ის იდეალური გავხადოთ.


скачать dle 11.3