კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის არის განწირული თიკო სადუნიშვილი და რატომ არ დადებს ის პატიოსნებაზე თავს

საახალწლო კონცერტმა და „თბილისი ლაივის” დაჯილდოებამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. აჟიოტაჟი ცოტა ბუნდოვანი ნათქვამია, რადგან ის, შეიძლება, დადებითიც იყოს და უარყოფითიც. ამ შემთხვევაში ის უარყოფითი იყო და მე ვიტყოდი აგრესიულიც, რაც, რა თქმა უნდა, არა გადაცემის შემქმნელებს, არამედ, ყველაზე მეტად წამყვანს დაატყდა თავს. თუმცა, თიკო სადუნიშვილზე ეს ყველაფერი ისე აღარ მოქმედებს, როგორც ადრე იმოქმედა და რასაც მისი ტელევიზიიდან წასვლა მოჰყვა.

თიკო სადუნიშვილი: სიმართლე გითხრა, ადამიანების ერთი ჯგუფის ასეთ დამოკიდებულებას ჩემ მიმართ „ტალღას“ ვერ, უფრო „პატარა ტალღუშკებს“ დავარქმევდი. ათი დღის განმავლობაში, ახალი წლის კონცერტის შემდეგ, ისე დავისვენე, რომ „ფეისბუქიც” კი არ გამიხსნია. რომ შევედი, ძალიან ბევრი ინტერნეტ-ბლოგი დამხვდა ისეთი მაღალინტელექტუალური შეკითხვებით, როგორიცაა: „თქვენი აზრით, თიკო სადუნიშვილი ბოზია?”. ჩემს ფოტოებზე, სადაც კოცნაა, ქვემოთ საოცარი კომენტარები იყო: „ეს ნორმალურია, ეს შეეფერება ქართველ ქალს“?! ერთ ქალს დაუწერია: ხალხნო, გვექცევა ქვეყანა, ტაო-კლარჯეთი თავზე გვენგრევა, ეს კიდევ, ვიღაცას სცენაზე კოცნისო.

– მერე, არ გრცხვენია?

– მე თუ თიელთან კოცნის სცენა არ მექნებოდა, ამას, სავარაუდოდ, ტაო-კლარჯეთის აშენება მოჰყვებოდა. თუ ჩემი ასეთი საქციელი, კდემამოსილების პიკი, ააშენებს ტაო-კლარჯეთს, ბენზინზე ფასს დააგდებს და სხვა, მაშინ, მზად ვარ, ამ ყველაფერს შევეწირო. გულწრფელად ვამბობ.

– და, რა ფორმით შეეწირები?

– არ ვიცი, სავარაუდოდ, მექნება მაია ასათიანის ფორმატის გადაცემა.

– ალბათ, ბოქლომს დაიდებ ტუჩებზე. რამდენი ხანი შეგიძლია, არ იკოცნაო?

– სხვათა შორის, ახალი წლის მერე არავისთვის მიკოცნია. სცენაზე პირველი მე ვყვიროდი: აკოცეთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ახალი წელი მოდის და დაგებედებათ-მეთქი, მაგრამ, აშკარად ვერ დამებედა. მგონი, თიელის შეყვარებულმა ჯადო გამიკეთა. (იცინის). რჩევა: თიელს არ აკოცოთ, გოგოებო, თორემ, მეტს ვეღარავის აკოცებთ, ყოველ შემთხვევაში, იმ წლის დასაწყისში (იცინის).

– მანამდე რამდენ ხანს არ გიკოცნია?

– არ მახსოვს. ისე არ გაიგოთ, რომ ვიღაცას ვკოცნი და მერე აღარ მახსოვს, მაგრამ, ახლა დაკონკრეტება არ მინდა. იმიტომ კი არა, რომ ვიღაც მყავს, ეს ჩემი პირადია და, ამაზე ლაპარაკს ვერიდები, მართლა არავინ მყავს. თუ ასეთი გამოჩნდება, დამალვას ნამდვილად არ დავიწყებ. რაც შეეხება იმ აგრესიას, რომელიც ჩემზე წამოვიდა, ინტერვიუმდე ვლაპარაკობდით და შენ შემეკამათე. ჩემთვის არსებობს კომპეტენტური ადამიანები, ვის რჩევასაც ვითვალისწინებ და ყოველთვის გავითვალისწინებ. მაგრამ, ასეთები ძალიან ცოტანი არიან. ბევრის აზრი რომ ითვალისწინო, შეიძლება, ბოლოს გარეკო.

– ვინ არის ასეთი?

– ჩემთვის კომპეტენტურია ადამიანი, ვისაც რაღაც ესმის, აქვს საკმარისი ინტელექტი და გემოვნება იმისთვის, რომ რჩევა მომცეს, დამარიგოს. შესაძლოა, ისინიც მაძლევენ შენიშვნას, მაგრამ ეს განსხვავდება იმ კომენტარებისგან, რომლებსაც ინტერნეტში ვკითხულობ. საერთოდ, ქართველს რომ კარგი ათქმევინო, მით უმეტეს ქართველზე, იარაღის ძალითაც ძალიან რთულია. ჯენიფერ ლოპესზე, ანჯელინა ჯოლიზე, პენელოპა კრუსზე ჭორაობენ და, ჩემზე რომ ილაპარაკონ, რა გასაკვირია?! მოვხვედრილვარ ისეთ წრეში, სადაც ისე ლაპარაკობენ მადონაზე, მე რომ, ვთქვათ, ჩემს მეზობელზე ვიტყვი – რატომ უყვიროდა იმ დღეს ნათელა თავის ქმარს-მეთქი (იცინის). ამიტომაც არ მიკვირს ეს ყველაფერი. სხვათა შორის, ყოველთვის მიკვირდა, რომ სულ დადებითი და კარგი მესმოდა ჩემ შესახებ და სულ ეჭვის ქვეშ ვიყავი, ალბათ, რაღაცას მიმზადებენ-მეთქი. თურმე, მართლა ასე ყოფილა. როცა ხარ მომღერალი, მსახიობი, წამყვანი, ამ ადამიანებს აერთიანებთ ის, რომ უნდა დადგან შოუ. თუკი შეუძლია, „ოსკარის” დაჯილდოებაზე ვიღაცამ ვიღაცას აკოცოს და ამაზე ქართველ მაყურებელს მხოლოდ ეღიმება, რატომ არ შეიძლება, იგივე ქართველმაც გააკეთოს?! რატომ ედრებაო – აუცილებლად იტყვიან. მაგრამ, ზუსტად იგივეა, უბრალოდ, ისინი მსოფლიო შოუს აკეთებენ, ჩვენ – ადგილობრივს.

– ხალხი მხოლოდ კოცნამ გააღიზიანა შენი აზრით?

– ალბათ, რაღაც დეტალებმა ერთად და ამის გამოთქმა მხოლოდ კოცნის შემდეგ შეძლეს. როგორც ჩანს, ეს უფრო ის ადამიანები არიან, ვისაც საერთოდ არ უკოცნია არავისთვის. რომ ჩამოსულიყო რომელიმე ცნობილი მოღვაწე ნებისმიერი ქვეყნიდან და მას იგივე გაეკეთებინა, შენი აზრით, იგივე რეაქცია იქნებოდა?

– სად ბიონსე და სად ჩვენი პატიოსანი ქალი?!

– კი მაგრამ, ვინ დადო ამ პატიოსნებაზე თავი?! გამოვედი ოდესმე და ვთქვი, ანგელოზი ვარ-მეთქი?! დარწმუნებული ვარ, ბევრი ვინც იქ კომენტარებს წერს ისეთ ბინძურ ცხოვრებას ეწევა, იგივე რომ გაიმეორო შეიძლება, საქართველოდან დეპორტი გაგიკეთონ.

– თუ გახსოვს რეალური შოუ – „ერთი თვე ცნობილ ადამიანთან“. მიიღებდი მონაწილეობას?

– შესაძლებელია და, მაშინ მიხვდებოდა ყველა თუ როგორ ვცხოვრობ რეალურად. დარწმუნებული ვარ ბევრ ნიღბით შემოსილ, კდემამოსილ მანდილოსანს ვჯობივარ. იცი რა, ამ აგრესიისაც მესმის; შეიძლება, ეს ყველაფერი არ ესიამოვნოს ასაკოვან ადამიანს, რომელიც მიუჩვეველია მსგავს სანახაობებს, მაგრამ ჩემხელა, ჩემზე ცოტა უმცროსი ან უფროს გოგოებს და ბიჭებს რომ უკვირთ ეს ყველაფერი, აი, ეს არის ჩემთვის საოცარი. ალბათ, სექსი რომ არსებობს, ამასაც არ ვიტყოდით, გამრავლების საშუალება რომ არ იყოს. ამ კოცნის შემდეგ მივხვდი, შორენა ბეგაშვილს რისი გადატანა მოუწია და მასზე აღარაფერს აღარ ვამბობ.

– დაჯილდოებაზე რას იტყვი?

– ჩემი დაჯილდოება იყო ძალიან გახსნილი და თავისუფალი, ამიტომ, ბევრმა ადამიანმა მისცა თავს უფლება, იმაზე მეტი ეთქვა, ვიდრე ეს თავისუფლებისა და გახსნილობის საზღვრებშია. ბევრჯერ იყო ნათქვამი სიტყვა „სექსუალური“, რომელიც, ასევე, რატომღაც, გამაღიზიანებლად მოეჩვენათ, არადა, როგორც კომპლიმენტს, ისე ვამბობდი. ეტყობა, ბევრს სექსუალური სალანძღავი სიტყვა ჰგონია. იმ დღეს ფორუმზე კითხვა რომ იყო – „თიკო სადუნიშვილი ბოზია“? – ვიღაცას მიუწერია: არა, სექსუალური. ვიყო სექსუალური, ძალიან მაკმაყოფილებს ეს სტატუსი.

– იყავი თუ არა დაჯილდოების დროს სუბიექტური? ვიღაცეებისთვის იყო დითირამბები, ვიღაცეები ზრდილობიანად გაილანძღნენ.

– ამ გადაცემას ცოტა იუმორისტული ხასიათი ჰქონდა. ხომ არ მქონია პრეტენზია, რომ „ოსკარს” ან „ოქროს გლობუსს” ვარიგებდი? ბიჭოლა – „წლის აღმოჩენა“, ირაკლი ნასიძე – „წლის ინტელექტუალი“ და სხვა – ეს ყველაფერი ცოტა იუმორისტული იყო. რამდენიმე ნომინაციას გამოვარჩევ: ავთანდილი ჩემი საყვარელი დიზაინერია, მიმაჩნია, რომ ეკუთვნოდა ეს პრიზი და მივეცით; დალი ჩიტალაძე გემოვნებიანი ქალია და ყოველთვის კარგად აცვია. იუმორის დეფიციტიც არის ცოტა. ადამიანებმა ვერ გაიგეს, რომ ცოტა ვხუმრობდით, ვერთობოდით. ვისაც არ მოსწონს, შეუძლია, ჩემს გადაცემას არ უყუროს, გადართოს.

– შენ ეს ყველაფერი არ გღლის?

– არა, მგონი, უკვე ვემსხვერპლე, განწირული ვარ ამისთვის. როცა სცენაზე შორტი ჩავიცვი, დამიჯერე, გაცილებით დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ამას, ვიდრე ახლა კოცნას. მართლა მეგონა, კოცონზე დამწვავდნენ, რაღაც საშინელებებს ამბობდნენ ჩემზე. იმდენად გულთან ახლოს მიმქონდა ყველას სიტყვა, თითოეული ჭორი, ვინ რას ამბობდა და ლაპარაკობდა, რომ საერთოდ წავედი ამ სფეროდან. მივხვდი, რომ ვერ გავუძლებდი. მაგრამ, ცხოვრებამ მეორე შანსი მომცა, შევძელი, რომ მეორედ დამეწყო ის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს, ამიტომ, იმ შეცდომებს, რომლებიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, აღარ გავიმეორებ. ჩამოვყალიბდი, უკვე 26 წლის ვარ და, თუ ადრე გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, მაინც ვექცეოდი გავლენის ქვეშ, ახლა – პირიქით. ვიღაც გოგო, რომელიც სიმახინჯის გამო სახლიდან ვერ გამოდის, ჩაციკლულია ამ „ფეისბუქზე“ „მაივიდეოზე“, ტელევიზორზე და მისგან ვრცელდება ეს ჭორები, კეთდება საშინელი კომენტარები, მისი აზრი ჩემთვის ობიექტური ვერანაირად ვერ იქნება. თუ თვითონ ვერ მოაწყო თავისი ცხოვრება ისე, რომ წარმატებული იყოს, მის რჩევებსა და მოწოდებებს მე რატომ უნდა დავუჯერო?!

– წეღან თქვი, რომ წავალ „პროფილში”, ვიტირებ და კარგი გოგო გავხდებიო. დაჩაგრულები მოსწონს ხალხს?

– ქართველ ადამიანს ბევრი სხვა პრობლემაც აქვს: დიახ, დაჩაგრული მოსწონთ, უფრო ეტირებათ, ეცოდებათ. ვაიმე, რა საწყალია, რა საცოდავია, რა კარგი გოგო ყოფილა... საწყალი, საცოდავი და კარგი გოგო სინონიმები არ არის, ჩემი აზრით. ღმერთმა დამიფაროს, რომ ჩემზე ვინმემ თქვას, რა საწყალი და საცოდავი ყოფილაო. ეს იმიჯი არასოდეს მექნება. იმიჯი კი არა, არ ვარ საწყალი და მორჩა. მგონია, რომ ახლა ცოტა დავბალანსდები, ცოტა გავანეიტრალებ გადაცემას. ახალი წელი იყო, ხალხო, მოხდა, ასე იყო... სცენაზე ყოველდღე არავის ვაკოცებ და ნანუკა ჟორჟოლიანი, იმედია, ყველა გადაცემის ჩაწერაზე სტრიპტიზებს არ მაჩუქებს. ასეთი ბედნიერება, შეიძლება, ცხოვრებაში ერთხელ მოგენიჭოს, ეს იშვიათად ხდება. კარგია, რომ ახლა მოხდა ეს, ამ ეპოქაში. დღეს რომ ჩემს შორტზე ძალიან ეცინებათ; დარწმუნებული ვარ, ხუთი წლის მერე ამ ყველაფერს ასი ადამიანი რომ გააკეთებს, მხოლოდ გაეცინებათ.


скачать dle 11.3