კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (54)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

რაზე ეუბნებოდნენ აჩი ფურცელაძეს უარს ქირურგები და რომელი ორგანო შეიცვალა მან მოსკოვში

უკვე წლებია, რაც აჩი ფურცელაძე, ანუ, როგორც მას დიდ რუსეთში უწოდებენ – „აჩი-ჩელავეკ უდაჩი”, საქართველოდან შორს მოღვაწეობს. თუმცა საყვარელ თბილისში, ის ყოველ წელს ჩამოდის და დედას, მეგობრებსა და ახლობლებს, როგორც თავად ამბობს, „ჯიგრულად” ესიყვარულება. ამ ჩამოსვლაზე კი, მან ყველა გააოცა თავისი სიურპრიზით.

გაუჭირდა თუ არა მას თავის „სავიზიტო ბარათად“ წოდებულ ცხვირთან განშორება, რატომ დასცინოდნენ მას თანდაყოლილი დეფექტის გამო და აპირებს თუ არა რუსულ შოუ-ბიზნესში თავისი თამამი სიტყვის თქმას, ამაზე თავად აჩი გვესაუბრება.

აჩი ფურცელაძე: ცოტა ხნით ჩამოვედი თბილისში, სულ რაღაც ცხრა დღით და ამის საპატიო მიზეზი ნამდვილად მქონდა: დედაჩემის დაბადების დღე იყო 27 იანვარს და 60 წლის გახდა. ასეთი მრგვალი თარიღი რომ არ აღმენიშნა მასთან ერთად, არ შეიძლებოდა. ყველა მეკითხებოდა, რა ჩამოუტანე დედაშენს დაბადების დღეზეო და მეც „ვღადაობდი“ – ჩემი თავი-მეთქი. მგონი ეს ყველაზე კარგი საჩუქარია ჩემი მხრიდან. ეს ხუმრობით, თორემ, ფული ჩამოვიტანე და, რაც მას სურდა, ყველაფერი ვუყიდე.

– რძალმა რატომ არ მიულოცა დაბადების დღე დედაშენს და, თუ საიდუმლო არ არის, სად აღნიშნე დედის მრგვალი თარიღი?

– მართალია, ჩემი ცოლი ლენკაც აპირებდა ჩამოსვლას და ერთად ვგეგმავდით, როგორ გადაგვეხადა ხატულას დაბადების დღე, მაგრამ, დედა გარდაეცვალა ერთი თვის წინ და ამიტომ ვეღარ წამომყვა. სამაგიეროდ, დედამთილთან ულამაზესი ოქროს სამკაული გამომატანა საჩუქრად. მოკლედ, ვიფიქრე, რესტორანს შევიგულებ და იქ გადავუხდი დედაჩემს დაბადების დღეს-მეთქი. მივედი ერთ-ერთ რესტორანში, დავბრონე მაგიდა და, რადგან ვიცი, რომ იქ საკუთარი მომღერლები ჰყავთ, ვთხოვე, თუ შეიძლება, ორ სიმღერას ვიმღერებ-მეთქი, და, იცით, რა მიპასუხეს?

– ალბათ გეტყოდნენ, რა პრობლემაა, იმღერე ორი სიმღერაო. გამოვიცანი?

– (იცინის) ვერ გამოიცანი. მითხრეს, კი ბატონო იმღერე, მაგრამ რუსული სიმღერა არაო. ძალიან მეწყინა. ხელოვნებაში პოლიტიკა არ უნდა შემოვიდეს. წარმოიდგინეთ, რუსეთში, „ჩიტო-გვრიტოს” ქართულად მღერას მთხოვენ და თავადაც აყვებიან ხოლმე. ძალიან უყვართ ქართულ რესტორანში სიარული და ჩვენებური სამზარეულო. სხვათა შორის, ვალერი მელაძეც კი, ამ ბოლო დროს, ნამეტანი გაქართველდა, იმენნა, გრუზინობს. სცენაზე ჯერ „მადლობას“ ამბობს და მერე – „სპასიბას”. ყველა აღნიშნავს, ადრე მარტო გვარი ჰქონდა ქართული, თორემ, სხვაგვარად ვერც კი მიხვდებოდი, რომ რუსი არ იყოო. სოსო პავლიაშვილიც ემუქრებოდა ღადაობაში: ვალერი, უნდა გაგაქართველო, თორემ ნამეტანი გარუსდიო. დღეს ვალერი ქართული აქცენტითაც კი ლაპარაკობს და ყველგან აღნიშნავს, მე ქართველი ვარო. მოკლედ, ქართველები: სოსო პავლიაშვილი, ვალერი მელაძე, მანანა თოდაძე, ნინო ქათამაძე, ქეთა თოფურია და ასე შემდეგ, ყველაზე მაგრად ცეკვავენ, მღერიან და გამოიყურებიან რუსულ ესტრადაზე. ქეთაზე ისეთი მოთხოვნაა – „გლეჯვა”, ნინოზე და „ინსაითზე” აფრენენ და, საერთოდ, ყველა პატივს გვცემს დიდ რუსეთში. ლიდერობაც გვაქვს იქ და მოთხოვნაცაა ჩვენზე – ამას ვერ უარყოფს ვერავინ. იქ, რუსულ შოუ-ბიზნესში, „რასობრივი“ ცენზი არ არსებობს. პირადად მე თავს წარმატებულ ადამიანად მივიჩნევ: ჩემს საქმეს ვაკეთებ, მშვიდად ვცხოვრობ ჩემს პატარა ოჯახთან ერთად, სამეგობროც მყავს და დასაფასებელი ხალხიც.

– ესე იგი, არც ისე წვიმს, როგორც ქუხს?

– ნამდვილად ასეა. დამერწმუნეთ, არც ისეა საქმე, რომ ამბობენ, თუ „შავკანიანი” ხარ რუსეთში, „თეთრკანიანები” გდევნიანო. თუ წესიერად ცხოვრობ, საბუთები წესრიგში გაქვს და შენს საქმეს აკეთებ, არავინ არაფერს გერჩის. პირადად მე, არაფერი პრობლემა არ შემქმნია მოსკოვში: გამაჩერებს მილიცია, მომთხოვს საბუთს, ვაჩვენებ და მიშვებენ – „პაკაო”. ბევრი რუსი მეგობარი მყავს და მათგან არასდროს მიგრძნია რაიმე ისეთი, გადაკრული. ყველა იმას აღნიშნავს, რა გვაქვს, ხალხნო, გასაყოფიო.

– აჩი, დამახასიათებელი ცხვირის ფორმა შენი, ერთგვარი „სავიზიტო ბარათი“ იყო და ამას აღნიშნავდი. რატომ გადაწყვიტე პლასტიკური ოპერაციის გაკეთება და იმიჯის შეცვლა?

– დაბადების ტრავმა მქონდა და, ამიტომ, ბავშვობიდან მინდოდა ცხვირის ოპერაციის გაკეთება. ხშირად, ქუჩაში რომ მივდიოდი ხელი გამოუშვერიათ ბავშვებს და დაუცინიათ – ნახე, როგორი ცხვირი აქვსო. ყველას ხომ ვერ ავუხსნიდი, დედის მუცელში ცხრა თვის მაგივრად ათი თვე და ორი კვირა ვიჯექი, „გადამწიფებული“ დავიბადე და ცხვირი ამის გამო მაქვს დეფორმირებული-მეთქი. მაგრამ, წარმოიდგინეთ, ეს ჩემთვის რამხელა ტრავმა იქნებოდა. „ტუპანოსას”, „პაჭოს” და „პაჭუას” მეძახდნენ ბავშვები და ამის გამო ერთი პერიოდი სახლიდან გასვლაც არ მინდოდა. 18 წლამდე არ შეიძლებოდა გაკეთება, რადგან ძვლის ფორმირება ხდებოდა, 18 წლის რომ გავხდი, უკვე პოპულარული ვიყავი და კომპლექსიც გადატანილი მქონდა. სწორედ, ამ პერიოდში ვთქვი, ჩემი ცხვირი ჩემი სავიზიტო ბარათია-მეთქი და ამით ყველა კომპლექსი უკან მოვიტოვე. ყველამ ასეთი მიმიღო, ოღონდ, საქართველოში; მაგრამ, არ მინდა, მოსკოვში მძღოლად ვიყო და, მინდა, ჩემი პროფესიით მივაღწიო წარმატებებს. მძღოლებს კი არ ვამცირებ, უბრალოდ, ჩემი პროფესია სცენაა და, სადაც არ უნდა ვიყო, ამის ამბიცია მექნება. მუსიკალურ „მომენტში”, ვინც ჩემი სიმღერა მოისმინა, თქვა: კარგია, მაგრამ „ნადა პადაგნაც ნოს”. დიდ სცენას თუ უმიზნებ ადამიანი, ცხვირსაც უნდა შეელიო და შენს საფირმო თუ სავიზიტო ბარათსაც (იცინის).

– როგორც ვიცი, ბევრმა ქირურგმა უარი გითხრა ცხვირის კორექციაზე. ჭორად ისიც გავიგე, თითქოს იმ ქირურგმა გარისკა მხოლოდ შენს ცხვირზე მუშაობა, ვინც ქეთა თოფურიას გაუკეთა პლასტიკური ოპერაცია.

– მართალია, ბევრმა ქირურგმა მითხრა, შენს ცხვირს ხელს ვერ მოვკიდებთო. ჩემმა ძმაკაცებმა გაიკეთეს ოპერაცია, მომეწონა, წამიყვანეს, მაგრამ უარით გამომისტუმრეს; მარტო მივედი – მაინც უარი მითხრეს. ერთხელ კი დედაჩემმა, ხატულამ, მიმიყვანა ერთ-ერთ ცნობილ ქირურგთან და, რომ გაირკვა, კანზე ნაჭრილობევის შეხორცების მერე ნაწიბურები მრჩება, გვითხრა, პრობლემური კანი გაქვს და, მილიონი რომ შემომთავაზოთ, ხელს ვერ მოვკიდებ შენს ცხვირსო და ასე ცივი უარით გამოგვისტუმრა. ერთმა, იცით, რა მითხრა? ცოდვას ნუ ჩამადენინებ, ასეთი ცხვირით მიყვარხარ და თავი დამანებეო. ვეხვეწე, ჩემი ბავშვობის ოცნებაა ლამაზი ცხვირი, კაცი არ ხარ, ამისრულე-მეთქი, მაგრამ, არა მოკლედ, არ ჩამწერა ჩვეულებრივი ადამიანების სიაში და მოკალი თუ გინდა (იცინის). ორჯერ მივედი, მესამედ გამომაგდო. მერე მანანა თოდაძემ დაურეკა და იმას უთხრა, დამანებოს თავი მაგანაც და მაგისმა ცხვირმაცო (იცინის). მერე, ქეთა თოფურიას ვინც გაუკეთა ოპერაცია, რიბაკინმა, იმასთან ჩამიწყო ქეთას დედამ, ნატამ საქმე. მაგარი ვინმეა, ბომონდურ „სასტავებს” უკეთებს ოპერაციებს. ნატა დამცინოდა, რიბაკინმაც თუ გითხრა უარი, მერე ცხვირი საერთოდ აღარ ახსენო, ამოიღე შენი ლექსიკონიდანო. წარმოიდგინეთ, მასთან შეხვედრაც ვერ მოვახერხე. ლენკა მეუბნებოდა, არ გინდა, ხომ ხედავ, ღმერთს არ უნდა, ოპერაცია რომ გაიკეთო და შეეშვიო. ასე რომ, მთელი შოუ-ბიზნესი ჩავრიე ამ ჩემი ცხვირის ამბებში და ბოლოს ისევ თავად ავიხდინე ოცნება. ერთი სიტყვით, ბოლოს, მოსკოვში მაინც ქართველმა ქირურგმა – ოთარ გოგიბერიძემ გამიკეთა პლასტიკური ოპერაცია. არბატზე, სადაც მე ვმუშაობდი, იქ გავიცანი და, როგორც კი ჩემი პრობლემა გავანდე, მითხრა, მოდიო. ეს კაცი იქ ძალიან წარმატებულია და ამას, მგონი, ჩემი ცხვირიც მოწმობს. თუმცა, ჯერ ბოლომდე არ მაქვს მწყობრში – ნაწიბურები უნდა გასწორდეს ლაზერით და ერთ წელიწადში, საბოლოო შედეგს მივიღებ.

– ლენკამ როგორ მიიღო შენი ცხვირის დაგრძელება?

– ჩემი ცოლი, ლენკა, მაინც ძველ ცხვირს მისტირის (იცინის), მაგრამ, რადგან მე მინდოდა, შეელია, აბა რას იზამდა. ისტორიაში, იცით, რითი შევალ? ყველა ცხვირს იმოკლებს და მე ცხვირი დავიგრძელე (იცინის). არ დამნანებია ჩემი ცხვირი, ის წარსულს ჩავაბარე და ახლა ახალი ცვირით ვაპირებ დიდ რუსულ სცენაზე გამოჩენასა და ფურორის მოხდენას. ცხვირი კი შევიცვალე, მაგრამ, რუსეთში ჩემს სახელს ნამდვილად არ შევიცვლი, მე ვარ ქართველი აჩი – „ჩელავეკ უდაჩი”.


скачать dle 11.3