კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის ჩამოიტანა ნანუკა ჟორჟოლიანმა მექსიკიდან ვიაგრას რეცეპტი და რაზე დათანხმდა მას ინგა გრიგოლია ხუთწლიანი ვადით

„ნანუკას შოუ” შესვენების შემდეგ ეთერში განსხვავებული ფორმატით დაბრუნდა – ნანუკა ჟორჟოლიანმა გასვლითი ტური გუდაურით დაიწყო და რევოლუციის ცეცხლში გახვეულ ეგვიპტეში მოხვდა, სადაც არაორდინარულმა და ექსტრემის მოყვარულმა ნანუკამ ოთხი ცნობილი ქართველი ქალისგან „სექსი დიდ ქალაქში” „დადგა.” როგორც თავად ნანუკა ამბობს, ფანტაზიების შემოტევას არ უჩივის. უფრო მეტიც, მის ორიგინალობას შეჩვეული მეგობრები, კოსმოსისკენაც უბიძგებენ, რაზეც ნანუკა არ თანხმდება – იქ თუ წავალ, უკან აღარ დავბრუნდებიო, ამბობს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ძალიან გვინდოდა, ახალი სეზონი განსხვავებულად დაგვეწყო. ბევრი ვიფიქრეთ, როგორ დავბრუნებულიყავით ეთერში. ჩემთვის ისე მნიშვნელოვანია „კარტინკა”, რომ ამაზე მეგობრები დამცინიან კიდეც. ბათუმის გადაცემაც ხომ ამის მიხედვით ავაწყვეთ. მინდოდა, მზის ჩასვლა, ზღვის ხედი... ყველაფერი კარგად გამოვიდა, მათ შორის, „რუსთავი 2-ის” ფოიერვერკიც კი, მე გამომადგა. ახლაც ბევრი ვიფიქრე „კარტინკაზე“ და გაჩნდა კიდეც გუდაურის იდეა. გუდაურში ისეთი თოვლი არ იყო, როგორიც გვინდოდა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი ჩვენთვის, რომ ჩანაფიქრები გაგვეხორციელებინა. ჩვენც ავედით ბოლო მთაზე, რომ უთოვლობა არ გვეგრძნო. გვყავდა ძალიან საინტერესო სტუმრები – დავპატიჟეთ „შვიდკაცა”, ჩემთანაც არიან „მგზავრები”, აღარაფერს ვამბობ „სუხიშვილებზე“. ის, რაც მათ გუდაურში გააკეთეს, მაყურებელმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს. სულ ვამბობდი, რომ ძალიან მაინტერესებდა „სუხიშვილების“ გასმა თოვლზე. ამაზე ბევრს მეხუმრებოდნენ ჩემი მეგობრები. როცა „სუხიშვილებს“ დავურეკე, ილიკოს ვუთხარი: ბათუმში წყალში ცეკვავდით და თოვლზე გაგიჭირდებათ-მეთქი? კარგიო, დამთანხმდა ილიკო ამ ავანტიურაზე და მართლაც საოცარი სანახაობა გამოვიდა „სუხიშვილების“ ხანჯლური თოვლზე. გადაცემისთვის ასეთი მრავალფეროვნება აუცილებელია. მეგობრები ხუმრობენ: შენ კოსმოსშიც ჩაწერ გადაცემასო. ის არ იციან, რომ იქ თუ წავალ, უკან აღარ ჩამოვალ (იცინის). ახლა ეგვიპტეში გადაცემის ჩაწერა იცით როგორ დაიგეგმა? ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა ტურისტულ სააგენტოსთან გვეთანამშრომლა ბარტერით, მათ პირდაპირ შემოგვთავაზეს: თქვენ ხომ გასვლით ტურებს აწყობთ? ახლა უკვე ვაცხადებ, რომ ვაკეთებ გასვლით ტურებს და მსურველებს შეუძლიათ, შემომთავაზონ საინტერესო იდეები.

თებერვლის ბოლოს გავა გადაცემა, რომელიც გადავიღეთ მექსიკაში. ჩვენ შევკრიბეთ მექსიკური სერიალების გმირები – გვადალუპედან დაწყებული პრისიონერათი დამთავრებული. მათი აღმოჩენა საკმაოდ მარტივად მოხდა. მოგეხსენებათ, ტელეკომპანია „იმედს” ძალიან უყვარს სერიალები, რაც ჩვენი ტელევიზიის რეიტინგის ჯადოქრული საიდუმლოა, ჩვენ მივწერეთ მექსიკაში, რომ გვინდოდა, სერიალების პერსონაჟების გადაღება. მათგან მივიღეთ დადებითი პასუხი და ასე გავემგზავრეთ მექსიკაში.

– როგორც ამბობენ, ძალიან საინტერესო გადაცემა ჩაწერეთ ეგვიპტეში.

– ეგვიპტეში წავიყვანეთ ოთხი ცნობილი ქალბატონი – ინგა გრიგოლია, ნანული სარაჯიშვილი, დოდოშკა ხურცილავა და ეთერ კაკულია. გავაკეთეთ „სექსი დიდ ქალაქში”, მაგრამ ეგვიპტეში ბევრი რამ ექსპრომტად მოხდა. ეს გარდაუვალია, როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ. არ გვქონდა დაგეგმილი პეტრა, მაგრამ გადავიღეთ. ეთერ კაკულიას ინტერვიუს ვწერდით აქლემების ფონზე, მოულოდნელად, ბედუინების სოფლის შეიხი ჩამოგვიჯდა გვერდით, ამას ვერ დავგეგმავდით. ის შეიხი საერთოდ, გაგიჟდა. ეთერმა იმღერა, ნანულიმ და დოდოშკამ იცეკვეს, ინგამაც თავისი ქნა, გადავრიეთ ბედუინები (იცინის). ქალბატონი ეთერი, მგონი, დაფიქრდა, დარჩენილიყო თუ არა ბედუინებთან. მე ვუთხარი: მოდი, ახლა წამოდი ჩვენთან ერთად და მერე თუ გინდა, უკან დაბრუნდი-მეთქი. მოკლედ, თუ გინდათ, რომ კარგ განწყობაზე დადგეთ, ამ გადაცემას აუცილებლად უნდა უყუროთ. გადაცემაში ყველაფერია – აქლემების ტურით დაწყებული ეთერ კაკულიას კარაოკეთი და მუცლის ცეკვით დამთავრებული.

– მაინცდამაინც მარტოხელა ქალები რატომ წაიყვანეთ ეგვიპტეში?

– ძალიან მაინტერესებდა მარტოხელა ქალებთან ვოიაჟი. გადაცემაში არის ძალიან გულწრფელი საუბრები იმ ქალბატონებთან, ვისაც პირად ცხოვრებაში აქტიური პერიოდი არ აქვს. ნანული სარაჯიშვილი ინტერვიუს დროს ისე დაიძაბა, რომ ბოლოს თქვა: როგორც იქნა ამოვისუნთქეო. ეთერ კაკულიას ინტერვიუს ჩაწერის დროს მიმიკაც კი არ შეუცვლია. დოდოშკამ თქვა: მე ახლა მივხვდი, რა ხიბლი აქვს ჟურნალისტობასო… ამ გადაცემაში ინგა გრიგოლიას მიეცა საშუალება, ინტერვიუ აეღო ჩემგან. ჩვენ გავცვალეთ როლები და ინგამ დამისვა ყველა ის შეკითხვა. რაზეც ალბათ, მაყურებელს ძალიან აინტერესებს ჩემი პასუხები. ინგამ ეს შანსი გამოიყენა და ოო, საკმაოდ მძიმე კითხვები დამისვა (იცინის).

– არ დაგინდო მეგობარმა, წინასწარ ვერ ჩააწყვე საქმე?

– ხომ იცი, რომ ინგა გრიგოლიასთან კითხვებს ვერ შეათანხმებ და ვერ ჩააწყობ. ინგა დაუბრუნდა ძველ ამპლუას და მისთვის ჩვეული შეკითხვები დამისვა. ამისთვის განსხვავებული ფორმატი მინდოდა, ტაბა ზუსტად რომ შესაფერისი იყო. ჩვენს ტურს ახლდა ძალიან ბევრი ხალისიანი ისტორია.

– შენ მთავარი მასპინძელი იყავი. ეგვიპტის რევოლუციას როგორ გადაურჩით?

– მასპინძელი ტურისტული სააგენტო იყო. მე ვიყავი გიდი. მგონი, კარგად გავართვი თავი ჩემს როლს, რადგან ეგვიპტიდან ყველა კმაყოფილი დაბრუნდა. ერთადერთი, რითიც უკმაყოფილო დავრჩი ისაა, რომ ეგვიპტეში ოთხი კილოგრამი მოვიმატე და ღრმა დეპრესიით ჩამოვედი. რა ვქნა, ვერ ვთქვი უარი აღმოსავლურ ტკბილეულზე. სამაგიეროდ, ახლა ვარ ისეთ დიეტაზე, თვალში ვეღარ ვიყურები. ასეთი დეპრესია მაშინ დამემართა, როცა საბა გავაჩინე. მივედი გვარამიას კლინიკაში და ვუთხარი: მინდა, სახის გადაჭიმვა, ტუჩების დაბერვა და თვალების აჭიმვა-მეთქი. გია გვარამია მომიბრუნდა და მითხრა: შენ მშობიარობის შემდგომი დეპრესია გაქვს და ახლა წადი სახლშიო. ასე, ეგვიპტური დეპრესიით დავბრუნდი ახლა თბილისში მომატებული კოლოგრამების გამო (იცინის). როცა ეგვიპტეში ჩავედით, არეულობა 2 დღის დაწყებული იყო, მაგრამ ტაბა ქაიროდან 7 საათის სავალზეა და იქაურობას რევოლუციის არაფერი ემჩნეოდა. ტაბა იქაური „განმუხურია“, ჩვენ ვხუმრობდით. თუ მეზობელ სახელმწიფოს გაახსენდა, რომ ტაბა მისი კუთვნილი ტერიტორიაა და ახლა რამე წამოიწყო, კარგ დღეში ჩავვარდებითო.

– მეუღლემ ასე იოლად როგორ გაგიშვა ეგვიპტის რევოლუციის ქარ-ცეცხლში?

– არ იცოდა „განმუხურში“ რომ მივდიოდი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს – შვილები გამატანა. ეგვიპტეში ირაკლი თვითონაც მოდიოდა, მაგრამ საქმეების გამო ვეღარ შეძლო წამოსვლა, მხოლოდ ბოლო სამი დღე ჩამოვიდა ჩვენთან. ის სამი დღეც ისე გვქონდა დატვირთული გადაღებებით, მხოლოდ პეტრაში მოვახერხეთ ერთად წასვლა. საერთოდ, მე და ჩემს მეუღლეს დიდი ხნის წინ გვქონდა დაგეგმილი ტური ტაილანდში – მარტო ორნი უნდა წავსულიყავით ერთად, აღარ არის ამისი დრო? ძალიან მიყვარს ჩვენი შვილები, მაგრამ ყველგან ასე კოლექტიურად, დიდი „კამანდით” ხომ არ ვივლით (იცინის)? მე მერჩივნა, უარი-მეთქვა ტაილანდზე და ჩემს კოლეგებთან ერთად, წავსულიყავი ეგვიპტეში. საკმაოდ ბევრი ხალხი წავედით აქედან. სატელევიზიო ჯგუფის გარდა, ჩვენთან ერთად იყვნენ ჩემი მშობლები, ჩემი და ირაკლის შვილები. თუმცა, მათ დაფინანსებაზე ტურისტულ კომპანიას არ უზრუნია. გვქონდა შანსი, ერთად დაგვესვენა და ამაზე უარი არ ვთქვით. ეგვიპტეში უკეთესად გავიგე, რა ძალიან საყვარელი ადამიანები არიან ნანული, ეთერი, დოდოშკა. ძალიან მინდა, რომ ნანულის ჩემთან ახლოს სახლი ვუყიდო, რომ სულ გვერდით მყავდეს. ინგა გრიგოლიამ პირობა მომცა, ხუთი წლის განმავლობაში ჩემზე რაც არ უნდა თქვა, პასუხს არ გაგცემო. ისეთი ენერგიული ჩამოვიდა ეგვიპტიდან, საკრებულოში მისი ოპონენტების მდგომარეობის არ მშურს (იცინის).

– მეუღლე ვერც მექსიკაში გაიტყუე?

– ვერ გავიტყუე. ვთხოვდი, წამოსულიყო, მაგრამ მაშინაც ვერ მოახერხა. თუმცა, არც დამპირებია ჩამოსვლას. ის ეგვიპტეზე იყო, რომ დამპირდა და „გადამაგდო”. მექსიკაში სულ ოთხი ადამიანი წავედით. მგზავრობა ძალიან ძვირი ჯდება. მექსიკაში ჩავედი თუ არა, დამირეკეს და მითხრეს: პრესაში დაიბეჭდა, ნანუკა ჟორჟოლიანი და ირაკლი კოდუა მექსიკაში გაიქცნენო. ეს ძალიან მეწყინა. იქამდე პარიზში ვიყავით მე და ირაკლი და რაღა მექსიკაში „გაგვაქციეს”, ძალიან „დაგვაქვეითეს”. თუმცა, არც საფრანგეთი მიყვარს მაინცდამაინც (იცინის). მექსიკა ძალიან ეგზოტიკური ქვეყანაა. იქ საკუთარი თვალით ვნახე, როგორ აკეთებენ ვიაგრას. ვიაგრას ფესვებთან ვიდექი, რეცეპტიც წამოვიღე. ვისაც დასჭირდება, ჩემს გადაცემაში გავაცნობ.

– ირაკლი ერევა შენი გადაცემის ორგანიზებაში?

– ხუმრობ? ჯერ ერთი, სად სცალია ამისთვის, ღამის თერთმეტ საათზე რომ მოდის სახლში, ბედნიერი ვარ, ამას გარდა, როგორც მე ჩინეთის იმპერატორობას შევძლებ, ისე შეძლებს ის ტელევიზიაში რამის გაკეთებას. მისთვის ეს სხვა სფეროა – რაში აინტერესებს, როგორ დავსვამ აქლემზე ჩემს რესპონდენტს? ან ვინმეს პირადი ცხოვრება? ირაკლის ბოლო ჩართვა ჩემს გადაცემაში იყო ის, რომ გუდაურში სიურპრიზად საოცარი ფოიერვერკი მომიწყო. ეს იყო მისი საჩუქარი „ნანუკას შოუსთვის”. როგორც შეყვარებული ქმარი შეყვარებულ ცოლს, არც ცხოვრებაში მაკლებს სიურპრიზებს, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ირაკლი ყველაზე კარგ კომპანიონობას ცხოვრებაში მიწევს (იცინის).




скачать dle 11.3