კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

რატომ დასწყევლა 8 მარტი ფაქომ და რა “იაღლიში„ მოუვიდა მას ძაღლების ჩხუბის გამო

„კომედი შოუს” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობი და იუმორისტი, მოქნილი და „ცქვიტი” ფაქო, იგივე ლევან გოგორელიანი ძალიან თბილი, საყვარელი და მხიარული ბუნების ადამიანია. მას ძალიან იზიდავს ექსტრემი, უყვარს მეგობრების წრეში გართობა და არაერთხელ მოხვედრილა გამოუვალ თუ კურიოზულ სიტუაციაში. ასე რომ, ფაქო მიზანდასახული ადამიანია, არც სიმაღლეები აშინებს, არც სიძნელეები და დასახულ მიზანსაც ყოველთვის აღწევს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და, მას ძალიან უყვარს სასაცილო სიტუაციებში ჩავარდნა. იქიდან კი, თავის დაძვრენას ხალისითა და ორიგინალური მეთოდებით ახერხებს.

– ფაქო, ცნობილი ადამიანი ხარ და ალბათ, ხშირად ამის გამო საინტერესო ამბებშიც ხვდები. პოპულარობით თუ სარგებლობ ხოლმე?

– მართალია, ყველა მცნობს ქუჩაში, სუფრაზე, მაღაზიაში, პარკში თუ დასასვენებლად მყოფს, მაგრამ ამით არასდროს მისარგებლია. სხვათა შორის, ერთადერთი, ვინც ჩემი პოპულარობით ღიზიანდება, მამაჩემია (იცინის). რომ ეუბნებიან, თქვენ ფაქოს მამა ხართო, ამაზე ბრაზობს და პასუხობს, კაცო, ფაქოს მამა კი არ ვარ, ფაქოა ჩემი შვილიო. ერთხელ კი, ერთად ვიყავით. აღმოჩნდა ერთი კაცი მამაჩემს კარგად იცნობდა, მე კი არა და ასე გააცნეს მას ჩემი თავი: გაიცანით, ეს ფაქოს მამის შვილიაო. წარმოიდგინეთ, ამ დროს რა დღეში ჩავარდებოდა მამაჩემი. სულ გადამერია (იცინის). ერთხელ კი, ქუჩაში ვდგავარ, ყურსასმენი მაქვს გაკეთებული და მუსიკას ვუსმენ. მანქანის საყვირი ჩაირთო და აღარ გამოირთო. ვიფიქრე, რა ხდება, თითი ხომ არ გაეჭედა საყვირის „კნოპკაზე“-მეთქი. თურმე, მე „მისიგნალებს” „მარშუტკის” მძღოლი. ხელით ვანიშნე მძღოლს, მე მეძახი-მეთქი? თავი დამიქნია. გავუმეორე, მე-მეთქი? ხელით მანიშნა, ჰო შენ გეძახი, მოდი დროზეო. გადავჭერი ქუჩა და მივუახლოვდი. მითხრა, ჩაჯექი მანქანაშიო. მეც გაუაზრებლად ჩავჯექი. მძღოლმა დაიწყო და რა დაიწყო... მაქო და მადიდა, ამიხსნა სიყვარულები. მთელი ჩემი ოჯახით გიყურებთ, გვიყვარხარ და ვგიჟდებით შენზე, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, ახლა ლუდი რომ არ დალიო ჩემთან ერთად, ძალიან მაწყენინებო. ისე მაქო და მადიდა, ისეთი სიყვარული „ჩამაქსოვა“, უარს როგორ ვეტყოდი? ერთი სიტყვით, იყიდა ლუდი, „ჩავარტყით”, ბევრი მესაუბრა, არ დაიშურა მოსაფერებელი სიტყვები და რომ დავემშვიდობე და ჩამოვედი მანქანიდან, ხელი ამიწია და მომაძახა: კარგი ბიჭი ხარ, ძალიან მიყვარხარ და მიხარია, რომ შენც ჩემი მოგვარე, ინწკირველი ხარო. (იცინის).

– ესე იგი, სხვაში აერიე და „სიყვარულები” ტყუილად გიხსნა?

– ასე გამოდის. მივხვდი, ზაქრო ინწკირველში ავერიე. ის კაციც ინწკირველი იყო და ეტყობა, ესიამოვნა, თავისივე მოგვარესთან ლუდის დალევა, მაგრამ, რა იცოდა, რომ ფაქოსთან სვამდა და არა ზაქროსთან (იცინის). ერთხელ, ვიღაც ბავშვმა კი მიცნო, მაგრამ ისე გამაბრაზა... მოკლედ, დამინახა და დამიძახა: ოე, ტაში, ფაქოო... ისე გავბრაზდი, იმის ბედი, რომ დედამისთან ერთად იყო, თორემ ხომ „შემომეგლიჯებოდა” ხელში და ვანახვებდი, როგორ უნდოდა ოეს დაძახება... ერთმა ბავშვმა კი მითხრა, შენ ძალიან ჰგავხარ ერთ ბიჭს, აი, იმას ტელევიზორში რომ გამოდისო. ვუთხარი, ის მე ვარ-მეთქი. ჩაეღიმა ეშმაკურად და მითხრა, აბა, თუ ის ხარ, რა გქვიაო. ვუპასუხე, ლევანი-მეთქი. გაეცინა, ჰოდა, ის არ ხარ და მატყუებ, ის ფაქოაო (იცინის).

– ვიცი, ძალიან გიყვარს რომანტიკული შეხვედრები, ექსტრემი და თავგადასავლები. თუმცა, ასეთ დროს, ხშირად არასასურველ და გამოუვალ სიტუაციაშიც ხვდები, არა?

– მართალია, ძალიან მიყვარს ზაფხული და დასვენება. ეს სეზონი ჩემთვის, სწორედ რომანტიკულ შეხვედრებთან, ექსტრემთან და თავგადასავლებთან ასოცირდება. ადრენალინს და ექსტრემს რა ჯობია? მაგრამ, ამ დროს არაერთხელ აღმოვჩნდი, მართლაც სასაცილო სიტუაციაში. სასაცილო ახლაა, თორემ მაშინ რა მაცინებდა, სიმწრისგან ვგმინავდი. მოკლედ, არ დამავიწყდება, ერთხელ ძაღლები ჩხუბობდნენ ჩემი სახლის შესასვლელთან. ვიფიქრე, ამათ რომ თავი არ დავაგლეჯინო, მირჩევნია ხეზე ავიდე, იქიდან გადავძვრე აივანზე და ასე, მშვიდად შევიდე სახლში-მეთქი. ასეც მოვიქეცი, ავცოცდი ხეზე, დამიცდა ფეხი და დაახლოებით, მეორე სართულის სიმაღლიდან ისე ვიფრინე... მიწამდე რის ვაი-ვაგლახით, ძლივს მოვაღწიე (იცინის). დღესაც არ მიყვარს 8 მარტი.

– 8 მარტი რა კავშირშია შენს „იაღლიშთან“?

– იმ დღეს 8 მარტი იყო და მიწაზე რომ დავენარცხე და მივხვდი, ცოცხალი გადავრჩი, პირველი, რაც გავიფიქრე იყო – დასწყევლოს ღმერთმა, ქალების დღე-მეთქი. არა, ბედი არ გინდა? რაღა მაინცდამაინც 8 მარტს აუტყდათ ჩხუბი იმ ძაღლებს და გამწარებულს მაწყევლინეს ეს უდანაშაულო ქალების დღე (იცინის). ერთხელ კი, მოტოციკლიდან „ვიფრინე” და იქაც გადავრჩი. ახლა დავფიქრდი, მართლა ბედი მწყალობს. ასე რომ, საწუწუნო არაფერი მაქვს.

– მოტოციკლიდან როგორღა იფრინე? „კასკა” მაინც თუ გეხურა თავზე?

– სხვათა შორის, „კასკა” ნამდვილად არ მეხურა თავზე. ნაწვიმარზე, მოსახვევში მოცურდა მოტოციკლი და ისეთი გავფრინდი... სველ ასფალტზე საბურავებმა მიმტყუნა, „რულიც” ჩამეკეტა და ისე გავფრინდი... რომელი კოსმონავტი დამეწეოდა (იცინის). სათვალე მეკეთა და უნდა გენახათ, როგორ შემომეფშვნა სახეზე ნაკუწ-ნაკუწ.

– ესე იგი, ცხოვრების კადრებმა, ასე შემოფშვნილი სათვალის მინასავით, ნაკუწ-ნაკუწ ჩაიარა შენს წინ?

– უი, ეგ არ ვიცი. არ დავკვირვებივარ (იცინის). ხომ გითხარით, ისე მივქროდი ჰაერში, რომც ჩაევლო კადრებს, იმას მოვკრავდი თვალს? გამორიცხულია. აქეთ თუ დამინახავდნენ, თორემ, პირიქით, გამორიცხულია. სხვათა შორის, ახლა, როგორც იქნა, ოცნება ავისრულე და საკუთარი ავტომანქანა შევიძინე. აი, ადრენალინი და ექსტრემი ახლა უნდა ნახოთ. სადაც არის და არ არის გზა, ყველგან „ვებერები”. საწყალი „პიპია” შევიკალი ხელში. ამასაც ენა არ აქვს, რომ მიჩივლოს და მემორჩილება ასე, უსიტყვოდ.

– ერთხელ თქვი, უცხოეთში ყოფნისას, ისე ოსტატურად „შევაბი” კაცი, გოგონებმა თვალები ჭყიტესო. ეს სად მოხდა?

– „შევაბი” რა... „შემომება” (იცინის). მთლად ასეც არ იყო საქმე. მოკლედ, კიევში ვიყავით მე და ვახო ბიჭიკაშვილი. მოვდივართ ქუჩაში და ვხედავთ, მოდის ორი გოგო, ფეხები ყურებიდან ეწყებათ, მაგარი ლამაზები და ძაან მაგრები. შუაში მოყვებათ შავკანიანი მამაკაცი. ხელში ყვავილი მეჭირა. ვახომ გადმომხედა და მითხრა, რომ იძახი, მაგარი ვარო, მიდი, აბა, ის ზანგი კაცი „აახიე” ამ „ნაშებსო”. გამეცინა, რა პრობლემაა, მერე რა, რომ ყურებიდან არ მეწყება ფეხები, აი, ნახე, ახლა როგორ „დავაწერო” კაცი ამ ქალებს-მეთქი. გავიჭიმე, ამაყი გამომეტყველება მივიღე და მათკენ წავედი. გოგონებმა წამწამები აათამაშეს. სახეზე ეწერათ, ნეტავ, რომელთან მოდისო და უცებ, იმ ბიჭს მივუახლოვდი, ყვავილი გავუწოდე, თვალები ავუციმციმე და ნაზი ხმით ვუთხარი, ეს თქვენ- მეთქი. ვახო ხომ სიცილით გადაბჟირდა და თქვენ იმ გოგონების „სიფათები” უნდა გენახათ (იცინის). ერთხელ კი, ბარში შევედით. თურმე, იქ ახალგაზრდები, საღამოს რვა საათიდან იკრიბებიან, სვამენ და რომ გახდება ღამის პირველი საათი, მერე იწყებენ თუხთუხით ცეკვას. მე რა ვიცოდი? დავლიე რამდენიმე ჭიქა, ავდექი და ცეკვა დავიწყე. კი მივხვდი, უცნაურად რომ მიყურებდნენ, მაგრამ ვერ მოვედი აზრზე, რატომ?! თურმე, ამ დროს იქ არავინ ცეკვავს და ეგრევე „დავიწვი”, იქაური რომ არ ვიყავი (იცინის).

– მერე, მარტო ცეკვავდი?

– არა, რა მარტო... ისეთი ქალი გამომეცეკვა, ბრჭყალები რომ დავინახე როგორ ჰქონდა დალესილი, მერე „დამცხა” და ეგრევე გამოვფხიზლდი (იცინის). ვიფიქრე, ახლა ამან რომ დამპორჭყნოს, იარებს კარგა ხანს ვერ მოვიშუშებ, ჯობია, ასე ცეკვა-ცეკვით, მშვიდობიანად დავშორდე-მეთქი. აი, რომ გახდა ღამის პირველი საათი და წამოიშალა ახალგაზრდობა, ისეთი ამბავი ატყდა, ისეთი გიჟობა... რომ იტყვიან, დედა შვილს ვერ აიყვანდა... ვიღას ახსოვდა იქ, ქართველი ფაქო (იცინის).

– ის თუ არის მართალი, რომ შენი სიყვარულით, პატრონები საკუთარ ცხოველს არქმევენ შენს სახელს? გაგიგია მსგავსი ფაქტები?

– რაღა შორს მიდიხართ, ბებიაჩემსა და ბაბუაჩემს ჩემი მოსახელე ძროხა და ძაღლი ჰყავთ რაჭაში. უფრო სწორად, ძაღლს ნამდვილად ფაქო ჰქვია, ძროხას კი ფაქიზო და მოფერებით ფაქოს ეძახიან (იცინის). თავისუფალი დრო გამომიჩნდება თუ არა, მაშინვე რაჭისკენ გავრბივარ. ვიცი, იქ ჩემი მოსახელე ოთხფეხები და საყვარელი, ტკბილი ადამიანები მელოდებიან.


скачать dle 11.3