კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლიანი ქრონიკები

70 წლის წინათ – 1941 წელი

7 თებერვალს იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს ცუნამი დაატყდა თავს, რომელმაც 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 2 ათასზე მეტი კი უსახლკაროდ დატოვა. ქვეყანამ 35 მილიონი იენის ზარალი განიცადა. სტიქია სულ რაღაც 15 წუთის განმავლობაში მძვინვარებდა, მაგრამ 20 მეტრი სიმაღლის ტალღებმა და მილიარდობით ტონა წყალმა კუნძული საშინლად დააზიანა.

8 თებერვალს გერმანიის ქალაქ ჰელზენკირხენში 37 წლის კლაუს ფოისი დახვრიტეს, რომელსაც 16 ადამიანი ჰყავდა მოკლული და პოლიცია მას 9 თვის განმავლობაში ეძებდა. ფოისი მაღაზიის გამყიდველი იყო. სამუშაოსგან თავისუფალ დროს ის ქერათმიან გოგონებს ესხმოდა თავს, კლავდა, სასქესო ორგანოებს კვეთდა და გარბოდა. მანიაკი ფოისი იმპოტენტი იყო და თავისი ქმედებებით ის პროტესტს გამოხატავდა.

9 თებერვალს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ტერორისტებმა ქალაქ ბელფასტში პოლიციის ავტობუსი ააფეთქეს, რომელიც ყაზარმისკენ მიემართებოდა. ამ ტერაქტს 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მნიშვნელოვნად დაზიანდა 3 შენობა და დაიწვა 9 ავტომობილი.

60 წლის წინათ – 1951 წელი

7 თებერვალს მოსკოვში 31 წლის იური მოსკვინი დააპატიმრეს, რომელიც პროფესიით მძღოლი იყო. მას 15 ადამიანი ჰყავდა მოკლული და შეჭმული. მოსკვინი სპეციალურად არჩევდა წითურ ადამიანებს და მხოლოდ მათი ხორცისგან ამზადებდა კერძებს. მანიაკის აზრით, წითურების ხორცი განსაკუთრებით გემრიელი იყო. მოსკვინი გაასამართლეს და დახვრიტეს.

10 თებერვალს უნგრეთის ქალაქ დიორში დისლოცირებული საბჭოთა მოტომსროლელი ნაწილის მეთაური, ლეიტენანტი ევგენი ხარინი, რომელიც არყით იყო გალეშილი, ავტომატმომარჯვებული შეიჭრა ქალაქის ერთ-ერთ მაღაზიაში და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, 12 ადამიანი მოკლა, 9 დაჭრა, ხოლო თავად ლეიტენანტი კი ხალხმა შეიპყრო და ცოცხლად გაატყავა.

11 თებერვალს დასავლეთ გერმანიის ქალაქ შტუტგარდტის სამხრეთ გარეუბანში სასწავლო ფრენის შესრულების დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა და სამხედრო ბაზაზე მდებარე ბენზინის ტერმინალს დაეცა. ამ შემთხვევამ 67 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

50 წლის წინათ – 1961 წელი

7 თებერვალს რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკიდან მე-16 კილომეტრზე მსხვილი სარკინიგზო კატასტროფა მოხდა, რომელმაც 390 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დისპეტჩერის შეცდომის გამო ერთ ლიანდაგზე სატვირთო და სამგზავრო შემადგენლობები მოძრაობდნენ, რომელთა შეჯახებამაც გამოიწვია ეს შემთხვევა.

10 თებერვალს ლენინგრადში 51 წლის პაველ კუკუშკინი დახვრიტეს, რომელსაც 19 ადამიანი ჰყავდა მოკლული. კუკუშკინი მილიციის კაპიტანი იყო, საგზაო ინსპექტორად მუშაობდა და მას 2 წელი ეძებდნენ. კუკუშკინი გოგონებს ჯერ კლავდა, შემდეგ აუპატიურებდა, ბოლოს კი ცხედრებს ბენზინს ასხამდა და წვავდა.

13 თებერვალს ავსტრალიის ქალაქ ადელაიდის ზოოპარკიდან თეთრი დათვი გაიქცა, რომელმაც მომვლელი მოკლა, შემდეგ ღია გალიის კარში გაძვრა და მოულოდნელობისგან დაბნეულ ადამიანებს დაერია. დათვმა 6 ადამიანი დაგლიჯა, ნადირი კი სნაიპერმა ერთი გასროლით მოკლა და მორიგი მსხვერპლი სიკვდილს გადაარჩინა.


скачать dle 11.3