კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და როდის იხილა მსახიობმა ლაშა-გიორგი პაპუაშვილმა უცხოპლანეტელები და მათი უცნაური ხომალდი

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ლაშა-გიორგი პაპუაშვილი მოსიარულე ეზოთერიკოსად გამაცნეს მისმა მეგობრებმა. ლაშას თურმე „ლეთას გადაღმა“ ცხოვრებაც უნახავს და იქ დარჩენაც სდომებია, მაგრამ საკუთარ დას გადაუკეტავს მისთვის საიქიოს კარიბჭე... თუმცა, ყველა ის საიდუმლო გაუნდია, რაც მას აწვალებდა გარდაცვლილ დასთან შეხვედრამდე.

ლაშა-გიორგი პაპუაშვილი: ალბათ, ყველა ადამიანში მეტ-ნაკლებადაა განვითარებული წინათგრძნობა თუ ტელეპათიის ნიჭი, უბრალოდ, ჩემში ეს უნარი ოდნავ მეტია. ეზოთერიკით ჩემი დაინტერესება გამოიწვია ტრაგედიამ, რომელიც ჩვენს ოჯახში მოხდა. მამაჩემი – ტარიელ პაპუაშვილი, რომელიც ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი გახდა, 17 წლის წინ უგზო-უკვლოდ დაიკარგა – ბაქოდან ჩავიდა გროზნოში და მას შემდეგ არც მკვდარი და არც ცოცხალი არავის უნახავს. ეზოთერიკა რომ შევისწავლე, მამის ძებნა ფიქრით ყველგან დავიწყე. ნათელმხილველებიც შემოვიარე, ყველა მეუბნებოდა, რომ ცოცხალია, რადგან მისი ფოტოსურათიდან სიცივე არ მოდისო. მერე გადავწყვიტე, არ მჭირდება ნათელმხილველების ძებნა, მე ხომ მისი შვილი ვარ, მისი წიაღიდან მოვდივარ, ჩემთან უფრო ექნება იმპულსები და იდუმალი კავშირი, ვიდრე უცნობ ადამიანებთან-მეთქი.

მერე მეც დავიწყე ცოცხლებისა და გარდაცვლილთა გარჩევა ფოტოებზე და დავასკვენი, რომ მამის ფოტოდან ძლივს შესამჩნევი სითბო მოდიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ცოცხალია.

ტირილის რომ მრცხვენოდა, მტკვარზე ჩავდიოდი და იქ ვბღაოდი 15 წლის ბიჭი – მამა მინდა-მეთქი. შინაგანი ხმაც და ხილვებიც მიდასტურებდნენ, რომ მამა ცოცხალი იყო. მაგრამ, გამოვრიცხავ, რომ მან მიატოვა ოჯახი. გარდა იმისა, რომ მეუღლე და შვილები არანორმალურად უყვარდა, ჩემი და – ნატო იყო დიაბეტიანი და ყოველდღე გვირეკავდა – ინსულინი ხომ არ შემოგაკლდათო.

მამის დაკარგვიდან ორ წელიწადში ნატოც, ჩემი ერთადერთი დაიკო, 16 წლის ასაკში გამოგვეცალა ხელიდან – „მფრინავი მენინგიტი“ გაუჩნდა და სამი დღის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ოჯახი საბოლოოდ გაანადგურა მისმა დაკარგვამ. მაგრამ, დადგა სასწაული თუ დღესასწაული – არ ვიცი, რა დავარქვა ნატოსთან შეხვედრას იქ „ლეთას გადაღმა“...

– სიზმარშიც ნახეთ?

– სიზმარშიც და ხილვაშიც ბევრჯერ ვნახე, მაგრამ, რაც მე გადამხდა, ეს იყო ხილული სასწაული, რომელსაც ექიმებიც და ჩემი მეუღლეც ესწრებოდნენ: ბრმა ნაწლავის ოპერაციას ვიკეთებდი და ნარკოზის შემდეგ გონება გაითიშა. მე ორ განზომილებაში ვიყავი. ძნელია გადმოცემა: სული ამოვიდა სხეულიდან და ჯერ პალატას მიმოავლო თვალი – აკვირდებოდა ოპერაციის მსვლელობას, მერე კი ოთახიდან გავიდა. ამ დროს, თურმე, ვახსენებდი გარდაცვლილ ახლობლებს, ვისაც იმ განზომილებაში ვხედავდი. ჩემს მეუღლეს ეგონა, ნატოსაც და სხვებსაც იმიტომ ვახსენებდი, რომ მეც ვკვდებოდი. ჩემი თვალდახუჭული სხეული იწვა საოპერაციო მაგიდაზე, მე კი, უფრო სწორად, ჩემი სული – ჩემი მეორე „მე“ ცოლს გავყევი გარეთ დასამშვიდებლად. არ ვიცი, ესმოდა თუ არა ჩემგან დამშვიდება, მაგრამ ჩაწყნარდა. ექიმებიც ანუგეშებდნენ, რომ ნარკოზიანის ბოდვა ჩვეულებრივი ამბავია და საშიში არაფერიაო. ამ დროს მე, თურმე, გაუთავებლად ვყვებოდი იმის შესახებ, რასაც ვხედავდი.

– და, რას ხედავდით?

– მიღმა სამყაროს, სამუდამო სავანეს. რომ აგიწეროთ, მაინც ვერ მიგახვედრებთ, იმიტომ რომ, იმის მსგავსი არაფერი მინახავს.

– სილამაზეს გულისხმობთ?

– უცნაურ სილამაზეს. მაგრამ, არ მაინტერესებს არაფერი, მამაჩემს ვეძებ და ამ დროს ნატო დავინახე. სადედოფლო კაბა ეცვა და ძალიან ლამაზი იყო. თქვა, ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემზე ნუ დარდობთო. თავისი სამყოფი დამათვალიერებინა და მითხრა: მამა აქ არ არის, აქ ტყუილად ნუ მოძებნი, მამა ხილულ ქვეყანაშიაო. მე ვუთხარი, არ მინდა წასვლა, შენთან დამტოვე-მეთქი. არაო, – მითხრა და უცებ განმაცდევინა ცოლ-შვილთან განშორების ტკივილი. დამანახვა ჩემი სახლი, ოჯახი, მერე ჩემი სიმამრის სახლი. იმ წუთებში, როცა მე ოპერაციას მიკეთებდნენ, ვხედავდი, როგორ აჭმევდა იხვებს. როცა სააქაოს დავბრუნდი, გავარკვიე – მართლა იმ დღით უყიდია იხვები და ფრინველს აპურებდა. შემეხვეწა – დედა დაამშვიდე, მე ძალიან კარგად ვარ, მამა კი აუცილებლად დაბრუნდებაო.

– რა დაემართაო, არ უთქვამს?

– არა, მაგრამ დამანახვა: აქ, ხილულ სამყაროში, სადღაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, პატარა ეკლესიის ეზოში იყო და მათხოვრობდა... მერე დავუშვი ვერსია, იქნებ, ამნეზია დაემართა და დაავიწყდა განვლილი ცხოვრება, ან ის ფაქტი, ცოლ-შვილი რომ ჰყავდა-მეთქი... რომ ვნახო ის ადგილი, აუცილებლად ვიცნობ, ზეპირად მახსოვს იქაურობა. ნატომ იმდენი რამ მითხრა, რაც შემდეგ აცხადდა, მჯერა, რომ მამაჩემიც აუცილებლად დაბრუნდება. ჩემმა ნატომ უმანკო სულთა სამყაროც მაჩვენა. თვითონ ძალიან პატარა ბავშვივით სუფთა იყო, უკეთილშობილესი, იმქვეყნადაც ულამაზეს წალკოტში ცხოვრობდა. ნატომ თავისი ფეხით გამომაცილა და გადამიკეტა თავისი საუფლოს კარი. მითხრა, შენ ძალიან ბევრი საქმე გაქვს აქ მოსვლამდეო. უამრავი რამ მიამბო, რითაც კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი მართლმადიდებლური რწმენა. ამიტომაც თავს ვიკავებ ტელეპათიური ნიჭის განვითარებისგან და ვახშობ ჩემში ამ უნარს, თორემ, გამძაფრებული მაქვს ინტუიციური შეგრძნებები.

– როგორც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებმა გამიმხილეს, ამოუცნობ მფრინავ ობიექტთანაც გქონიათ შეხვედრა, უცხოპლანეტელი ქალიც დაგიხატავთ და მფრინავი თეფშიც.

– კახეთის გზატკეცილზე მფრინავი თეფში საკუთარი თვალით ვნახე. სულ თავიდან დავიწყებ: კახეთში ჩიტები საამურად ჭიკჭიკებდნენ, ჩემმა შვილებმა მანქანის საკეტი გააფუჭეს და ვეღარ დავქოქე. ოჯახი თბილისში „მარშრუტკით“ წამოვიყვანე, იმავე დღეს ელიავაზე ვიყიდე საკეტი და უკან დავბრუნდი. კახეთში მანქანა გავაკეთებინე და იქიდან მარტო წამოვედი. ამხელა ამბავი სწორედ იმიტომ მოგიყევით, რომ კახეთიდან მარტო ვბრუნდებოდი. ლილოს რომ მოვუახლოვდი, რაღაც საოცარი განათება დავინახე, რომელიც ჩემკენ მოდიოდა – ეს ხდება სამი წლის წინ, ზაფხულში... ღამის 11 საათია. ვიფიქრე, თვითმფრინავია და აქ უნდა მოტრიალდეს, ამ აეროპორტში დაჯდეს-მეთქი. ამ ფიქრებში ვარ, რომ ჩემს მანქანასთან ძალიან ახლოს მოტრიალდა.

გაოცებისგან საჭეზე ხელი გამეშვა, რადგან დავინახე, რომ ეს იყო უზარმაზარი მრგვალი კორპუსი, რომელსაც ირგვლივ მწვანე და იისფერი ციმციმი ჰქონდა. ჯერ მანქანის ერთი მხრიდან მომყვა, შემდეგ მის თავზე იტრიალა, მერე მეორე მხარეს გადმოვიდა. ძალიან ნელა მოვდივარ და თან, სხვა მხარეს ვაკვირდები – მაინტერესებს სხვების რეაქცია. მანქანები კანტიკუნტად დადიოდნენ, არც ერთ მათგანს არ შეუნელებია სვლა მფრინავი ობიექტის დანახვაზე, მით უმეტეს, გაჩერებული მანქანა არ შემიმჩნევია. ვუყურებ და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისიც მიყურებს. თან, ისევე ნელა მოძრაობს, როგორც ციმციმებს. ტრიალებს და იქიდან ოთხი შუქი ჩამოდის, ამჯერად ორი ყვითელი და ორი მწვანე. კარგა ხანს ვუყურეთ ერთმანეთს. გავაჩერე მანქანა, მაგრამ ძრავა არ გამომირთავს, რადგან, შემეშინდა, რომ ვეღარ დავქოქავდი. ამასობაში თეფში ნელ-ნელა გამშორდა და დიდი ხეების უკან ჩაიმალა. ეს იყო უზარმაზარი შოკი.

ამ დროს ჩემი მეუღლე მირეკავს, სად ხარ, როგორ ხარო. ძალიან უცნაური ხმით მითქვამს, მფრინავ თეფშს ვხედავ-მეთქი. ნუ გეშინიაო, – გამამხნევა ცოლმა – ამ წუთში ვილოცებ შენს უსაფრთხო დაბრუნებაზეო. მოვდიოდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სადღაც იქვე იდგნენ და მიყურებდნენ. ცოტა მანძილი რომ გამოვიარე, ვხედავ, გზაზე ორი ტიპი დგას, უცნაურ ლაბადებში ჩაცმულები, თავზე მექსიკური შლაპებით, თბილისში ასე არავინ დადის, არც უცხოელები. თვალის მოუცილებლად მიყურებენ. კარგა მანძილით გავცდი და არც შემდეგ მოუშორებიათ მზერა. ამის შემდეგ ხელში უცნაური ძალის მოზღვავება ვიგრძენი. ინტუიციურად მივხვდი, რომ სამკურნალო ძალა მივიღე, ხელის დადებით შემეძლო ატკიებული კბილის, თავის, ფეხის თუ თვალის დაამება.

ექსპერიმენტები საკუთარ თავზეც არაერთხელ ჩავატარე და სხვებზეც – მაქვს მკურნალობის უნარი, მაგრამ, რაკი რელიგია გვიკრძალავს ექსტრასენსობას, არ ვიყენებ ამ უნარს, არც ტელეპათიას, თუმცა, მინდა თუ არა, მაქვს ეს ნიჭი.

– მოძღვარს თუ უამბეთ ეს ამბავი?

– ვუამბე, მეორე დღესვე ვუამბე. მითხრა, ის ძალა, შეიძლება, შენი მფარველი ანგელოზისგან იყო გამოგზავნილი, არ შეიძლება, ბოროტი ძალა ყოფილიყოო. ერთი გაფიქრება გავიფიქრე: იქნებ, მაინცდამაინც მე იმიტომ დამტრიალებდა, მამაჩემის სული იყო-მეთქი. აქვე მინდა გითხრათ, რომ „მფრინავი თეფში“ მამაჩემსაც ჰყავდა ნანახი – მასაც კახეთში უნახავს, ძალიან ახლოს მიწასთან დამჯდარი. ბევრი ადამიანისთვის მოუყოლია ამის შესახებ.

– პოლტერგეისტი თუ გინახავთ?

– არ ვიცი, რა დავარქვა, მაგრამ, ავლაბარში, სასტუმროში რომ ვმუშაობდი დაცვაში, ჩაკეტილ ოთახში გოგონა ამესვეტა თვალწინ, გაიღიმა და თეთრი კბილები უელავდა, როგორც კი წამოვჯექი საწოლში, გაქრა. მისი სიცილი დიდხანს ისმოდა. ერთხელ კიდევ, დაკეტილ კარში ჯუჯა არსება შემოვიდა. ბნელოდა, მაგრამ მკაფიოდ ვიგრძენი მისი შემოსვლის ხმაური. იარაღი ავიღე და დავედევნე. უცებ თვალსა და ხელს შუა გამიქრა, გამოვიჯახუნე კარი და დავეშვი კიბეებზე. კიბის ბოლო საფეხურამდე მესმოდა მისი ხმაურიანი ნაბიჯები. შესაძლოა, პოლტერგეისტი იყო, ან – სხვა განზომილების არსება. როცა ნატოს შევხვდი, ერთდროულად უამრავი განზომილება ვნახე. ნატომ ამიხსნა: ამსოფლის ამბებს თქვენ ვერ ჩასწვდებით და არც არის საჭირო, წინასწარ იცოდეთ. მთავარია, გადარჩენისა და ცხოვრების გზა ისწავლოთო. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ინფორმაციას ვფლობ ეზოთერული სიღრმისას, მინდა დავჯერდე მართლმადიდებლურ სწავლებას და ბევრი არაფერი ვიცოდე „იმ წუთისოფლის მიღმისას“.


скачать dle 11.3