კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენას ახდენს მთვარის სატანური დღეები დაწყევლილ ადამიანზე და ჭრის თუ არა დედის წყევლა

როდესაც ადამიანი წარუმატებელია, ოჯახი ენგრევა, სამსახურში პრობლემები ეწყება და ფსიქიკურად არაჯანსაღად გრძნობს თავს, ორი აზრი არ არსებობს, მასზე მავნე ძალების ზემოქმედება ხდება. მსგავსი პრობლემები შეიძლება, კონკრეტული ადამიანისკენ გაგზავნილმა წყევლამ გამოიწვიოს.

წყევლა, ეს არის გარკვეული ენერგოველის შექმნა. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ირგვლივ ყოველთვის არსებობს გარკვეული დადებითი და უარყოფითი ენერგიების ველი. ადამიანს ყოველთვის შესწევს უნარი, ეს ენერგიები მოიკრიბოს და შექმნას აურა. ამ ენერგეტიკული ველის შეგროვება ხდება მენტალური ანუ აზრის, ფიზიკური და ემოციური ენერგიით. ეს სამი სახის ენერგია ქმნის ჩვენს გარშემო ენერგეტიკულ ველს. ამის ფონზე შეგვიძლია, დავაგროვოთ გარკვეული კონცენტრირებული ენერგია, რომელიც დამცავი ფარიც იქნება სხვა ნეგატიური ენერგიების შემოტევისგან. ასევე, შეგვიძლია, ეს ენერგია გამოვიყენოთ, კერძოდ, გავტყორცნოთ რომელიმე სხვა ადამიანისკენ. მთავარია, ადამიანს რა ზრახვები ამოძრავებს, როცა აპირებს ასეთი ენერგიის სხვისკენ გატყორცნას. როცა ადამიანი გვიყვარს, ჩვენ ვხსნით გულს და ვაგზავნით გულის ანუ სიყვარულის ენერგიას მისკენ გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ დონეზე. ის ამას გრძნობს და გაცილებით უკეთაა, ივსება სიყვარულის ენერგიით, ვაძლევთ ძალას. ანუ, ვაძლიერებთ ცხოვრებაში წარმატებების შანსს.

ხშირად იწყევლება, ის, ვინც შურიანია, ბოღმიანი, ზედმეტად ამპარტავანი, ქედმაღალი, ამბიციურია და არ უხარია სხვისი წინსვლა, კარგი ცხოვრება და წარმატება. ცხადია, მას სურს დათრგუნოს წარმატებული ადამიანი. სწორედ ასეთებს შეუძლიათ, წყევლით წარმატებული ადამიანების მოსპობაც კი. შავმაგიური ლოცვების საშუალებით, ხდება ნეგატიური ენერგიის დაგროვება და შემდეგ ამ ენერგიის წყევლის მუხტით გაგზავნა კონკრეტული ადამიანის მიმართ. თუ წყევლა მსგავსი კონცენტრირებული საშუალებით იგზავნება, მტრისას, მას ისეთი დამანგრეველი ძალა აქვს. კერძოდ, ამით ხდება ბიოველის დარღვევა, მასში შეღწევა და ბინძური ენერგიის შეტანა. ამ დროს ეწყება წყევლის ობიექტს პრობლემები, ხდება წარუმატებელი, უიღბლო, პრობლემური, ხვდება წინაღობები და უსიამოვნებები. ადამიანს აქვს შიდა ენერგოველში თორმეტი არხი, ეგრეთ წოდებული, მერიდიანების სისტემა. ამ მერიდიანებში უნდა გადიოდეს აუცილებლად ნათელი კოსმიური ენერგია. ამ ენერგიით ხდება ადამიანის საზრდოობა. თორმეტივე არხი კი მართავს სხვადასხვა სფეროს. კერძოდ, ზოგი მერიდიანი მართავს კარიერულ ხაზს, ზოგი – პირად სასიყვარულო სფეროს, ზოგი – ჯანმრთელობის, ზოგიც – საოჯახო საკითხებს და ასე შემდეგ. ანუ, ყველა მერიდიანი უნდა იყოს სუფთა. მაგრამ, როცა ხდება ნეგატიური ენერგიის შესვლა და მათი დაზიანება, თუნდაც გამიზნული წყევლით, მაშინ ის, თავის მხრივ, აზიანებს საერთო ბიოველს და ადამიანს ანგრევს. ის ნეგატიური ენერგია, რომელიც წყევლით გამოიხატება, არის ზიზღით და უარყოფითი ემოციებით სავსე ენერგია, რომელიც შედის სხვა ადამიანის ბიოველში – მის მერიდიანებში ჭედავს ბინძურ ენერგიას და ნათელი კოსმიური ენერგიის შესვლაც ფერხდება. ამის ფონზე იწყება ჯანმრთელობის პრობლემები, ფსიქიკური აშლილობები, უსიამოვნებები ოჯახსა და სამსახურში და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის შავმაგიური ძალის ზეგავლენა და ამ ზეგავლენის ერთ-ერთი შტო წყევლაა.

ასტროლოგია გვასწავლის, რომ ყველაზე დიდ ზეგავლენას ადამიანებზე მთვარე ახდენს. მთვარე ადამიანის ემოციური ცენტრია, აყალიბებს მის ემოციებს და ქვეცნობიერ სამყაროს. ადამიანი კი ბევრად არის დამოკიდებული ემოციებზე. როგორც ვიცით, არსებობს მთვარის დადებითი და უარყოფითი დღეები. მთვარის უარყოფით დღეებს ჩვენ სატანურს ვუწოდებთ და ისინი დგება ახალმთვარეობიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე, ოცდამეცხრე დღეს – განსაკუთრებით საშიშია ასევე, თვით ახალმთვარეობა, რომელიც ამ ოცდამეცხრე დღეს მოჰყვება. ეს დღეები ითვლება ძალიან მძიმე ნეგატიურ დღეებად, როდესაც კოსმოსიდან დედამიწაზე ძალიან უარყოფითი ენერგია მოდის და სწორედ ამ დღეებში იწყებენ მაგები მუშაობას. ამ დღეებში ძალიან ძლიერ ძალას იძენს წყევლა. ადამიანებში დაგროვილი უარყოფითი ენერგია იგზავნება კოსმოსში. მას ემატება მთვარისგან წამოსული ნეგატიური ენერგია და ეს საშიში ენერგია ორმაგდება, სწორედ მთვარის სატანურ დღეებში. ამიტომ, ასეთ დღეებში გააქტიურებას იწყებენ ისინი, ვისაც სხვა ადამიანების მიმართ არაკეთილმოსურნეობა არ ასვენებს და ცხადია, წყევლით აორმაგებენ ამ ნეგატიურ, უარყოფით ენერგიას. ამიტომ, ამ დღეებში არც წყევლას გირჩევთ და არც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. შეიძლება, საქმეში სიყვარული ჩააქსოვო, მაგრამ ეს ნეგატიური ენერგია ანეიტრალებს სიყვარულის ენერგიას. მსგავსი საქმიანობა ასტროლოგიურად უმჯობესია, მთვარის დადებით დღეებში. სხვათა შორის, მთვარის დადებითი და უარყოფითი დღეების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ ჩვენი წინაპრები და შესაბამისადაც მოქმედებდნენ. სატანურ დღეებში უმჯობესია, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და არაფერი განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და ახალი არ დაგეგმოთ, რადგან ყოველთვის იქნება ხელისშემშლელი ფაქტორები.

დედის წყევლა შვილის მიმართ ყველაზე სუსტია და ნეიტრალდება, რადგან ეს არ არის ზიზღით წამოსული ენერგია. თუმცა, ყველა დედას ვურჩევ, რაც არ უნდა მოხდეს, არ დაწყევლონ საკუთარი შვილები. გვინდა თუ არა, წყევლა მაინც უკავშირდება აგრესიის ენერგიას. გასაგებია, რომ დედისგან შვილის დაწყევლა გულიდან არ მოდის, და არ არის ისეთი ძალის, რომ საკუთარი შვილი ძალიან დააზიანოს, მაგრამ ნეგატიურ ენერგიას და ინფორმაციას ის მაინც შეიცავს. ანუ, მშობელი იმ მომენტში გამოვიდა წყობიდან, სამყაროში აგრესიის ენერგია გააგზავნა და კოსმოსი ხომ ბუმერანგის პრინციპზეა აწყობილი? ამიტომ, რაც იქ იგზავნება, ხომ უკანვე გვიბრუნდება? ასე რომ, დედის წყევლის დროს აგრესიის ნაწილი კოსმოსიდან შვილს მაინც უბრუნდება და ეს უკვალოდ არ ჩაივლის.

თუ დედა სატანურ დღეებში დაწყევლის შვილს, შეიძლება ბავშვი ქუჩაში გავიდეს, წაიქცეს და ტრავმა მიიღოს. მერე იმტვრიოს თავი მშობელმა და ვერ მიხვდეს, რამ წააქცია, რა მოხდა და რატომ დაზარალდა ბავშვი. შეიძლება, მივიდეს ინსტიტუტში და იქ კონფლიქტი მოუვიდეს თავის მეგობართან ან თანაკურსელთან. ან შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოს და ამის არავითარი მიზეზი არ ჰქონდეს. ერთი სიტყვით, სხვადასხვა ფორმით შეიძლება, დედის წყევლის შედეგი შვილზე გამოიხატოს. თან, წყევლა მაწყევარსაც ხომ უბრუნდება და ეს ერთგვარი დასჯაა კოსმოსისგან. ეს იმ დღეს შეიძლება, არ მოხდეს, მაგრამ დედისგან კოსმოსში გასული ნეგატიური ენერგია, შესაძლოა ბუმერანგივით ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდეს და მაშინ შეექმნას პრობლემები ბავშვს. ამიტომ ვამბობ, რაც სამყაროში აგრესიის გაგზავნას უწყობს ხელს, უნდა მოერიდოთ. ამაში შედის მშობლის წყევლა.

თუ ადამიანი საკუთარ დაბადების დღეს სწყევლის, მას აბსოლუტურად არ ესმის კოსმიური კანონები. აბა, დაფიქრდით, თქვენ სამყარომ მოგიყვანათ იმ დღეს, იმ წუთს და იმ წამს, როცა გაჩნდით – შემთხვევით? რასაკვირველია, არა. სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერი კანონზომიერია. მოგიყვანა იმ დღეს, როცა გარკვეული პლანეტარული სისტემა იყო და მათმა ზემოქმედებამ შეიძლება, გაგაბედნიეროთ ან გაგაუბედუროთ კიდეც. მაგრამ, ეს თქვენი ხვედრია და ის მხრებით უნდა ატაროთ. ასეთი მძიმე ხვედრი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება, ჰქონდეს და მას ვერაფერი შეცვლის.


скачать dle 11.3