კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ზონაა სახლში ენერგეტიკულად ყველაზე საშიში და რატომ არ უნდა დატოვოთ ბინაში გასარეცხი სარეცხი და გასაწმენდი ფეხსაცმელი

ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ ერთ ოჯახში თავს მყუდროდ და კარგად გრძნობთ, მეორეში კი რაღაც გაწუხებთ, დისკომფორტს განიცდით, ცდილობთ, მალე დაბრუნდეთ საკუთარ სახლში. თუმცა, დიასახლისმა გულთბილად მიგიღოთ, გაგიშალათ სუფრა, მაგრამ მაინც ურაყოფითად განეწყვეთ მის მიმართ. შინ მისული კი საშინელ დაღლილობას და უხასიათობას განიცდით. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლალი ამბობს, ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა სახლს თავისი ენერგოინფორმაციული სტრუქტურა აქვს. ასე რომ, თუ კარგად გვექნება შესწავლილი ჩვენი საცხოვრებელი, გვეცოდინება, როგორ გავანეიტრალოთ ბინაში ნეგატიური ენერგია და რა დაგვიცავს მისი „დაბუდებისგან”, თავს უფრო უსაფრთხოდაც ვიგრძნობთ და მშვიდად ვიცხოვრებთ.

– ქალბატონო ლალი, ამბობენ ყველა საცხოვრებელ სახლს თავისი „ხასიათი” აქვს და ის ადამიანზეც გადადისო. თუ შეგიძლიათ, განგვიმარტეთ, რას ნიშნავს ეს?

– ის, რომ ყველა საცხოვრებელ სახლს თავისი „ხასიათი” აქვს, ეს სიმართლეა და პარაფსიქოლოგებისთვის უცხო სულაც არ არის. ენერგეტიკული ზონები, როგორც ობობის ქსელი, ისე ედება საცხოვრებელი სახლის გარემოს – ერთგან კეთილია, მეორეგან კი ბოროტი. სწორედ ამაზეა დამოკიდებული სახლის „ხასიათი”.

– ის თუ არის მართალი, თითქოს სახლში პოზიტიურ და ნეგატიურ ენერგიებს თავად ადამიანები ვქმნით?

– ესეც მართალია. კერძოდ, პოზიტიურ და ნეგატიურ ზონებს თვით ადამიანი ქმნის. საყვარელი სავარძელი, ასე რომ მიეჩვიეთ იქ ჯდომას და დასვენებას, მალე სასიამოვნო ენერგიის წყაროდ იქცევა და შემდეგ, ავადმყოფობის დროს, ეს სავარძელი მოგგვრით შველას. სამზარეულოს კუთხე, სადაც ქმარს ხშირად ეჩხუბებით, მაგიდის ნაწილი, სადაც მუდამ ჭუჭყიანი ჭურჭელი დევს, გაურეცხავი სარეცხი აბაზანაში – ეს ყველაფერი ბოროტ ზონას ქმნის საცხოვრებელში. რაც ნაკლებად იქნება ზემოხსენებული სურათი სახლში, მით უკეთესია თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის. ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ როგორც თავად ეპყრობით სახლს, ისიც ისე მოგექცევათ, ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ.

– შესაძლებელია თუ არა საცხოვრებელი სახლის ენერგეტიკული სტრუქტურის შემოწმება და როგორ მოვახერხოთ ეს?

– მაგალითად, იმ ბინაში, სადაც პოზიტიური ენერგიაა, ნელა შრება წყალი, ყვავილები გვიან ჭკნება, ლითონის ნივთები ოდნავ ცივია, ხის ნივთები კი თბილი. ნეგატიური ენერგიის დაგროვების არეში კი მუსიკალური ცენტრი და მობილური ტელეფონი კარგად იჭერს მოკლე ტალღებს, ძირს დავარდნილი ვერცხლის ჭურჭელი, მონეტები ან ნივთები ყრუდ წკარუნობს, რძე მალე იჭრება, ადუღებული წყალი მალევე ცივდება, კარაქი და სხვა ცხიმები, მალე დნება. ასევე, დადებითი ენერგიის არეში სინათლის ალი ყოველთვის კარგად ანათებს, უარყოფითში კი – თამაშობს, ალი სუსტია და ფეთქავს. გეტყვით იმასაც, რომ სანამ სახლს უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდთ, უნდა ეცადოთ, რომ ახალი ზონები აღარ შექმნათ. მოკლედ, არასდროს მიიტანოთ სახლში ქუჩაში ნაპოვნი ნივთი, რადგან სხვისი ნივთი ყოფილი პატრონის ენერგიას ატარებს და, თუ ეს ენერგია ნეგატიურია, თქვენს სახლში კიდევ ერთი უარყოფითი ზონა გაჩნდება. ვისაც თქვენთვის ცუდი უნდა, შეუძლია, თქვენს სახლში ან კართან უარყოფითი ენერგიით გაჟღენთილი ნივთი დადოს და ესეც უარყოფით ზონას შექმნის, რაც თქვენზე ცუდად იმოქმედებს. სხვათა შორის, ამავე პრინციპით მოქმედებს თილისმები, ოღონდ პირიქით – დადებითი ენერგიითაა გაჟღენთილი, ცუდს კარგად იწოვს და გათვალვისგან გვიცავს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. აქვე იმასაც დავძენ, რომ განსაკუთრებით კარგი და უარყოფითი ენერგიების ზემოქმედებისგან დამცავი თილისმა ბავშვებისთვის, გულის ფორმის სამკაულები და აქსესუარებია – კულონი, საყურე, ბეჭედი, სამაჯური, ბალთიანი ქამარი, თმის სამაგრი და ასე შემდეგ. არ დაგავიწყდეთ, პერიოდულად საპნით გარეცხოთ უარყოფითი ზონებისგან დამცავი ნივთები, რათა უარყოფითი ენერგია წყალმა ჩარეცხოს და წაიღოს. ასევე, გირჩევთ, არასდროს შეიტანოთ სახლში ცუდი გუნება-განწყობა, ცუდი ფიქრები, ისინი ზღურბლს იქით დატოვეთ, რადგან ნივთები მალე იწოვს ნეგატიურ ენერგიას, ყველაზე უკეთ კი სარკე. ამიტომ, ოჯახის წევრის გარდაცვალების დროს, სარკეებს ნაჭერი უნდა ჩამოაფაროთ. დასაფლავებიდან ორმოცი დღის შემდეგ კი რეკომენდებულია ბინის მთლიანად გაწმენდა, რადგან, სასაფლაოდან დაბრუნებულებმა, შესაძლოა, ბოროტება და ნეგატიური ენერგია შეიტანოთ სახლში, რაც სწორედ ღია, გათხრილი საფლავიდანაა „შეწოვილი”, ანუ მაშინ, როცა ღიაა იმქვეყნიური სამყაროს „კარი”. უარყოფით ენერგიას ატარებს ასევე, გარდაცვლილი ადამიანის ფოტოები. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათ კედლებიდან ჩამოხსნით. ასევე, ვისაც თქვენთვის ბოროტება სურს, ამის ჩადენა ქორწილის დროსაც შეუძლია, მით უმეტეს, რომ ქორწილზე, ყველას სურს მისვლა და ბევრი დაკვირვებული თვალი ტრიალებს ირგვლივ. ამიტომ, საზეიმო სუფრის შემდგომაც საჭიროა ბინის გაწმენდა. „სიავის დამგროვებლად” ითვლება ბუმბულის ბალიში. თუ მასზე დაემხობით და იტირებთ, მერე, როცა ყველაფერი დალაგდება და სიტუაცია გამოსწორდება, ბალიში ყოველღამე „გაგიზიარებთ” წარსულში დაგროვილ ცუდ ენერგიას. თუ ტირილს აპირებთ, მაშინ მოამზადეთ ცხვირსახოცი, ცრემლები იმით შეიმშრალეთ და როგორც კი ტირილს მორჩებით, ის გულდასმით გარეცხეთ. თუ დიდი ტრაგედიის გამო ტირით, მაშინ, ის ცხვირსახოცი, რომლითაც ცრემლი შეიმშრალეთ, საერთოდ დაწვით. ოღონდ გაფრთხილებთ, წვის პროცესში ალს არ უყუროთ.

– რატომ არ უნდა ვუყუროთ, როგორ იწვის ცრემლიანი ცხვირსახოცი?

– თუ ცრემლიანი ცხვირსახოცის დაწვის დროს ცეცხლს უყურებთ, უარყოფითოი ენერგია ისევ თქვენ გიბრუნდებათ. საერთოდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ჰოლი და სამზარეულო ყველაზე არასასიამოვნო ადგილებია. რასაკვირველია, ჭუჭყიან ჭურჭელს და გასაწმენდ ფეხსაცმელს თქვენ აუცილებლად დაასუფთავებთ, მაგრამ მათ უკვე შეძლეს უარყოფითი ინფორმაციის გაშვება. არ შეიძლება, ლარნაკით დიდხანს გედგათ დამჭკნარი ყვავილები, რადგან დამჭკნარი ყვავილები სიკვდილს „იხმობს”, დამდგარი წყალი კი უარყოფით ენერგიას მოიზიდავს. სიკვდილის ენერგიას ინახავს ასევე და თავისთავად ნეგატიური ენერგიის მატარებელია: ჰერბარიუმი, მწერების კოლექცია და ნატურალური ქურქი, რაც ასე მოდაშია დღეს.

– საიდან გადადის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე უარყოფითი ენერგია?

– ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე უარყოფითი ენერგია ქუჩიდან გადადის. ამიტომ, სახლში მისვლისთანავე, გაიხადეთ და გაწმინდეთ. ასევე, არასდროს არ დააგროვოთ და შეინახოთ ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამთ. რადგან თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ მიდის, ძველი ტანსაცმელი კი წარსულში გაბრუნებთ. ნუ ისარგებლებთ ნივთით ერთ წელზე მეტხანს, თავიდან მოიშორეთ ისინი. სახლში უნდა „იცხოვრონ” მხოლოდ იმ ნივთებმა, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ. ამით არასასიამოვნო ზონების არსებობა მცირდება ბინაში.

– როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენი ბინა „ბედნიერი” იყოს?

– ეს კარგი შეკითხვაა. სახლის ენერგეტიკას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება დახმარება. მაგალითად, გეოპათოგენურ ზონას მშვენივრად ანეიტრალებს ქარვის ქვა, რომელსაც ძლიერი ენერგეტიკა აქვს. დადეთ ის ოთახში და ხშირად გარეცხეთ გამდინარე წყალში, რომ ცუდი „ჩამორეცხოთ”. ასევე, ოთახის კუთხეებში დადეთ მუხის, არყის ან ვერხვის ხის პატარა ტოტები. ასე ნეგატიურ ენერგიას კარგად გაანეიტრალებთ.


скачать dle 11.3