კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

29 წლის ბაბუა

სულ მალე მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ბაბუა მოევლინება. ამ საპატიო წოდებას 29 წლის ბრიტანელი, უელსში მცხოვრები ახალგაზრდა მიიღებს, რომლის 14 წლის ქალიშვილი ბავშვს ელოდება.

თავიდან, როცა გაიგო, რომ მისი ქალიშვილი ფეხმძიმედაა, მომავალი ბაბუა გაცოფდა – გოგონას სასკოლო გამოცდები უნდა ჩაებარებინა. მაგრამ, აღშფოთებამ მალე გაუარა, რადგან გააცნობიერა, რომ მის ოჯახს მატერიალური დახმარება სახელმწიფომ უნდა გაუწიოს. ამას გარდა, იგი გეგმავს, თავისი ისტორია გამომცემლობებს მიჰყიდოს და ამით „მთელი სიმდიდრე გამოიმუშაოს“. ის უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ერთ-ერთი საკვირაო გაზეთის რედაქციასთან. მეზობლები უმუშევარ ინგლისელს „ზარმაც მომხვეჭელს“ უწოდებენ. მისი შვილიშვილის მამა 15 წლისაა და ქალიშვილის თანაკლასელია.

ამ სკანდალური ისტორიის „ფიგურანტმა“ თქვა, რომ თვითონ 14 წლის ასაკში, 1996 წელს გახდა მამა. მისი დედა 47 წლისაა და ძალიან უხარია, დიდი ბებია რომ ხდება. ცოცხალია მისი ბებიაც. „ნამდვილად იშვიათი ოჯახია, სადაც ერთდროულად ექვსი თაობა ცხოვრობს“, – სიამაყით ამბობს ახალგაზრდა ბაბუა.


скачать dle 11.3