კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს



კითხვა: დავიბადე 1974 წლის 3 მარტს, დილით 8 საათზე. მინდა უცხოეთში წასვლა სამუშაოდ. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის უფრო მისაღები და წარმატებული?

პასუხი: მინდა გითხრათ, რომ უცხოეთი თქვენი კარმული მისიაა, ამიტომ იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა ძალიან კარგი იქნება. ქვეყნებიდან კი მეტად წარმატებულია ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, სერბეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, პორტუგალია, რუსეთი, სლოვენია, ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი და კანადა.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 10 იანვარს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი სამომავლოდ?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შრომისუნარიანი, მიზანსწრაფული, მომთმენი, პრაქტიკული, ფულის სწორად მხარჯველ-გადამანაწილებელი. გამოავლინეთ ინიციატივა, აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ასევე გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭი, იყავით მაქსიმალისტი, მებრძოლი სულისკვეთების, ნებისმიერ საქმეს მიუდექით მეტი სერიოზულობით. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატების მომტანი – საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, მედიცინა, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, საინჟინრო საქმე.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 7 მაისს. რა სფეროში გამიმართლებს და რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, რომ შეძლოთ საიდუმლოს შენახვა, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, ასევე, იყოთ დისციპლინირებული, ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისმოყვარე, ნებისყოფიანი. უნდა შეგეძლოთ ფულის ყაირათიანად ხარჯვა. იყავით ფრთხილი და წინდახედული, ასევე, პრაქტიკული და ერთგული. ირგვლივაც ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატების მომტანი საქველმოქმედო საქმიანობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ასტროლოგია, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმე, სასოფლო-სამეურნეო, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, სამშენებლო საქმე, პედაგოგიკა, საბანკო საქმე.

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 14 თებერვალს. მაინტერესებს, რომელ პროფესიაში გამიმართლებს და უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის კარგია რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, პედიატრია, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურა, საგამომძიებლო საქმე, მაკონტროლებელი ორგანოები, პედაგოგიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, ფსიქოლოგია, ეთნოგრაფია, ასტროლოგია. უცხოეთის ქვეყნებიდან კი კარგია გერმანია, მაროკო, უნგრეთი, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთის ქვეყნები, შოტლანდია, თურქეთი, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, იტალია, უზბეკეთი.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 10 ივლისს, რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენთვის კარგია და წარმატებული პოლიტიკა, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, მედიცინა, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურა, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 21 იანვარს, ღამის პირველ საათზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის სასურველი ქორწინება? ასევე, რომელ პროფესიაში მელის წარმატება სამომავლოდ?

პასუხი: სასურველი პარტნიორებია „თხის რქა“, „მორიელი“ და „კირჩხიბი“. ცოტა უფრთხილდით ამ მხრივ „სასწორის“, „მშვილდოსნის“ და „კუროს“ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, ამასთან ერთად დაეყრდენით დიპლომატიას, ისწავლეთ საკუთარი საიდუმლოს დაცვა, დაუჯერეთ ინტუიციას, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და იმედი; სადაც საჭიროა, გამოავლინეთ ორგანიზატორული და ლიდერული თვისებები, იყავით მებრძოლი სულისკვეთების, სამშობლოს პატრიოტი. ემსახურეთ თქვენს ქვეყანას, რადგან ეს თქვენი კოსმიური მისიაა. დაიცავით ტრადიციები და წესები, ამავდროულად, დაამყარეთ სტაბილური ნათესაური, მეგობრული და ოჯახური კავშირები. იყავით მეტად სტაბილური, ჰარმონიული და მშვიდი. ამით თქვენ შეასრულებთ თქვენს კარმულ-კოსმიურ მისიას და მიაღწევთ წარმატებებს ცხოვრებაში. პროფესიებიდან კი წარმატებულია: მედიცინიდან სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, პედიატრია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა, ფიტოთერაპია, სუჯუკთერაპია, ექსტრასენსორიკა, პარაფსიქოლოგია, ფსიქოლოგია; ასევე, ფილოსოფია, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამომძიებლო სფერო, მაკონტროლებელი ორგანოები, საგადასახადო ინსპექცია, საგადასახადო საქმიანობა, კონტროლის პალატა, პედაგოგიური სფერო, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ისტორია, არქეოლოგია და ეთნოგრაფია.


скачать dle 11.3