კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

– ექიმო‚ იქნებ რამე მიშველოთ‚ ჩემი ცოლი დილის 6 საათამდე ვერაფრით ვერ იძინებს.

– და რას აკეთებს ამ დროს – ტელევიზორს უყურებს‚ ლოგინში ტრიალებს თუ კითხულობს?

– არა, ფანჯარასთან ზის და მე მელოდება.

***

მამაკაცები შედიან რესტორანში. მოითხოვენ მენიუს. უკვეთენ, სვამენ‚ მიირთმევენ... შექეიფიანებულები უკვეთენ უფრო ძვირფასს – მწვადს‚ თევზს ან საფირმო უცხო კერძს... ნახევარს სუფრაზე ტოვებენ და მიდიან.

ქალები შედიან რესტორანში. სხდებიან. ხუთი წუთის შემდეგ ადგილს იცვლიან. ითხოვენ მენიუს. ოცი წუთის განმავლობაში ცდილობენ‚ ერთმანეთს შეუთანხმდნენ‚ რა მიირთვან‚ შემდეგ ათი წუთის განმავლობაში ოფიციანტს ეკითხებიან‚ რას ურჩევენ... უკვეთავენ 3-3 ხინკალს... მიდიან და სახლში ასუფთავებენ მაცივარს.

***

მიხო ხედავს‚ რომ ვანუას სულ ნაირ-ნაირი გოგოები დაჰყავს...

– ჯო‚ საიდან ეგეთი გოგოები‚ „მერსედესი“ მეცა მყავ‚ ფულიც არ მიჭირს. მასწავლე‚ როგორ გამაიჭერ ხოლმე...

– არაფერი‚ ცოტა თანამედროვედ ჩაიცვი‚ ხელში ყოველთვის გეჭიროს მანქანის გასაღები‚ რესტორანში‚ კაფეში სადაც შეხვალ‚ მაგიდაზე დადე და გოგოები თავისით მოგაფრინდებიან...

ერთი კვირის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.

– ჯო‚ არაფერი გამამდის... ზუსტად ისე მოვიქეცი‚ როგორც შენ დამარიგე‚ მაგრამა...

– ე ქალაქურად კი ჩაგიცვამს‚ მარა ჩექმებსა და მაგ ძველ დუბლიონკაში რო არა ჩანს...

***

ჩატარდა კონკურსი სწრაფ ტატუირებაში. გაიმარჯვა ჭიჭიკიამ‚ რომელმაც ზანგის სხეულზე გამოსახა მელევიჩის „შავი კვადრატი“.

***

კაფეში ახალგაზრდამ ყავა შეუკვეთა. მოუტანეს. შაქარი მაგიდაზეაო‚ უთხრა ოფიციანტმა. ახალგაზრდამ ნახა‚ რომ კოვზი არ მოუტანიათ და ოფიციანტს დაუძახა.

– ეს ყავა იმდენად ცხელია‚ რომ თითით ვერ მოვურევ‚ შაქარი რომ გადნეს.

ოფიციანტი ხუთ წუთში დაბრუნდა:

– ინებეთ‚ ეს ყავა გაცილებით გრილია.

***

წიგნების მაღაზიაში მამაკაცი დიდხანს ატრიალებდა ხელში წიგნს – „გააკეთე თვითონ“. ათვალიერა‚ ათვალიერა‚ ბოლოს დადო წიგნი თაროზე და გამყიდველს მიმართა:

– უკაცრავად‚ ხომ არ გაქვთ წიგნი – „გააკეთე ცოლი“?

***

11 საათია. სამსახურში‚ დერეფანში ორი თანამშრომელი შეხვდა ერთმანეთს. ერთი მეორეს ეკითხება:

– შენც უძილობა გჭირს?

***

დიალოგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში:

– მეხუთე პალატაში რა საშინელი ავადმყოფი წევს – ადამიანად ვერ აღმიქვამს‚ ცხენი ვგონივარ.

– მერე‚ რა არის ამაში საშინელი?

– და შენზე რომ ამბობს, ძაღლიაო?!

***

– რატომ გალახე შენი მეზობელი?

– ასე თქვა‚ ყველა ოჯახში თითო მახინჯიაო...

– მერე?

– მე მარტო ვცხოვრობ...

***

განცხადება:

„სამუშაოდ ვიწვევ სამ ლამაზ გოგონას‚ ნებისმიერ პოზიციაში“.

***

ამერიკაში სიკვდილმისჯილი მამაკაცი შეიყვანეს ოთახში‚ სადაც ელექტროსკამია‚ თუმცა, აღმოჩნდა‚ რომ ისეთი მსუქანია‚ რომ სკამზე ვერაფრით ვარ დასვამენ. მაშინ მოსამართლემ მოითხოვა‚ ერთ თვეში 10 კილოგრამით გახდეს. ერთი თვის შემდეგ აწონეს და აღმოჩნდა‚ რომ წონაში 5 კილოგრამი აქვს მომატებული. მოსამართლე გაცხარებული უყვირის:

– რატომ არ შეასრულე ბრძანება?

– მოტივი არ მქონდა‚ თქვენო ღირსებავ...

***

– იცი‚ ცოტა ხნის წინ პარაშუტით გადმოვხტი.

– რა მაგარია! ალბათ‚ რა ლამაზი სანახაობაა ზემოდან.... რას ხედავდი?

– რა უნდა დამენახა‚ თავზე კაბა მქონდა წამოფარებული.

***

– მარო‚ მერამდენედ თხოვდები, ვეღარ მონახე შენი გემოვნების კაცი?

– ელიზაბეტ ტეილორივით‚ გათხოვება ჩემთვისაც რესტორნის მენიუსავითაა: მხოლოდ ჭამის პროცესში შეიძლება გაიგო‚ სწორი არჩევანი გააკეთე თუ არა...

***

ქალი კალკულატორივითაა: ამატებს – პრობლემებს‚ აკლებს – დროს‚ ამრავლებს – ხარჯებს და ყოფს – ქონებას.

***

სიყვარული სუპივითაა: თავიდან ძალიან ცხელია‚ ბოლოში – ძალიან ცივი.

***

პატარა ბავშვი „სასწრაფოში“ რეკავს:

– ექიმო‚ ჩქარა მოდით!

– მარტო ხარ‚ უფროსები არ არიან სახლში?

– სახლში არიან‚ მაგრამ, ყველა ცუდადაა‚ ჩემ გარდა: ცუდად მოვიქეცი და დამსაჯეს – კონსერვი არ მაჭამეს..

***

სულ ნახევარი წელი დასჭირდათ რუს მეცნიერებს იმისთვის‚ რომ მოლაპარაკე თაგვებისთვის ესწავლებინათ‚ გინებისა და უწმაწური სიტყვების ნაცვლად‚ „პი-პი“ ეთქვათ და ახლა მათ ჩვეულებრივი თაგვებისგან ვეღარ არჩევენ.

***

ცოლი: გეხვეწები‚ აღარ შეიღებო ულვაშები...

ქმარი: რა‚ ძალიან შესამჩნევია?

ცოლი: შენზე არა‚ შენი მდივნის ყელზე...

***

– მამა‚ რით განსხვავდება ცივილიზებული ადამიანი ბარბაროსისგან?

– ცივილიზებული ადამიანები ხალხს რამდენიმე კილომეტრის დაშორებიდან ხოცავდნენ‚ ბარბაროსები კი – ძალიან ახლოდან‚ კომბლით.

***

სვამენ მხოლოდ სამ შემთხვევაში: როდესაც რაღაც ცუდი ხდება – ნაღველის გამო‚ როცა რაღაც კარგი ხდება – სიხარულისგან და როცა ყველაფერი ნორმალურადაა – მოწყენილობისგან.

***

განცხადება:

„ვიწვევთ გოგონებს მაღალანაზღაურებად სამუშაოზე. აუცილებელი მოთხოვნა: „კამასუტრას“ ცოდნა მოხმარების დონეზე.


скачать dle 11.3