კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2050 წლისთვის განვითარებადი ქვეყნები განვითარებულებს გაუსწრებენ

„პრაის უოთერ ჰაუსმა” აღადგინა თავისი ცნობილი პროექტი და ის 40 წლით ადრე განჭვრიტავს მოვლენებს. უახლოესი წლების განმავლობაში განვითარებადი ქვეყნები მსოფლიოს ზრდის მაჩვენებელს 60 პროცენტით უზრუნველყოფენ, ხოლო 2050 წელს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 35 პროცენტით გადააჭარბებს ამერიკისას. 2032 წელს ჩინეთი ამერიკას ლიდერობას წაართმევს. მესამე ადგილს ინდოეთი დაიკავებს, ხოლო მეოთხეს – ბრაზილია. რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, ისინი ათეულში ბოლო ადგილებზე იქნებიან. რუსეთი 2050 წელს მეექვსე ადგილზე გავა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას გაასწრებს განვითარებით: დიდ ბრიტანეთს 2029 წელს გაუსწრებს, ხოლო გერმანიას – 2042 წელს. „პრაის უოთერ ჰაუსმა” მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 40 წლის შემდეგ განსაზღვრა: ჩინეთი – 51 180 მილიარდი დოლარი, ამერიკის შეერთებული შტატები – 37 876 მილიარდი, ინდოეთი – 31 313 მილიარდი, ბრაზილია – 9 235 მილიარდი, იაპონია – 7 664 მილიარდი, რუსეთი – 6 112 მილიარდი, მექსიკა – 5 800 მილიარდი, გერმანია – 5 707 მილიარდი, დიდი ბრიტანეთი – 5 628 მილიარდი, ინდონეზია – 5 358 მილიარდი. ამ ეტაპზე განვითარებადი ქვეყნები სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიან, თუმცა, არც განვითარებულ ქვეყნებს უდგათ კარგი დღე: რუსეთს, ბრაზილიასა და ჩინეთს ინფლაციის სერიოზული პრობლემები აქვთ.


скачать dle 11.3