კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რა აკავშირებს ებრაელ მილიარდერ არნონ მილჩანს ჰოლივუდთან და ვინ არის ყველაზე მდიდარი ქალბატონი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში

სინამდვილეში მათი რაოდენობა გაცილებით მეტია და ისინი „ფორბსის” მილიარდერების რეიტინგის უმრავლესობის წარმომადგენლები არიან, თუმცა, ამ შემთხვევაში, საუბარი ისრაელის მოქალაქეობის მქონე მილიარდერებზე გვექნება. ამჯერად „ფორბსის” რეიტინგის ისრაელის მოქალაქეობის მქონე ათ ყველაზე მდიდარ წევრს გაგაცნობთ.

სემი ოფერი – 6,5 მილიარდი დოლარი; 89 წლის ბიზნესმენი, რომელიც ისრაელის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. სემი რუმინეთში დაიბადა, თუმცა შემდეგ მისი ოჯახი ჰაიფაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სკოლის დასრულების შემდეგ მან სანაოსნო კომპანიაში დაიწყო კურიერად მუშაობა. მეორე მსოფლიო ომის დროს სემი ბრიტანეთის სამეფოს საჰაერო ძალებში მსახურობდა, ხოლო ისრაელ-არაბეთის ომში, 1948 წელს – ისრაელის საზღვაო კორპუსში. სემი ოფერი ოჯახთან ერთად ფლობს სავაჭრო გემების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კერძო კომპანიას, რომლის შემადგენლობაში შედის: „ზიმი”, „როიალ კარიბიან ინტერნეიშენალი” და „ისრაელ კორპორეიშენი”. ოფერი ცნობილია საქველმოქმედო აქციებით: 2008 წელს მან გრინვიჩის ნაციონალურ მუზეუმს 40 მილიონი დოლარი შესწირა, ხოლო 2007 წელს ჰაიფას ერთ-ერთ საავადმყოფოს 25 მილიონი დოლარი გადასცა.

არნონ მილჩანი – 3,6 მილიარდი დოლარი; არნონ მილჩანი 1944 წელს დაიბადა პალესტინაში. განათლება მან ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში მიიღო, სადაც მისით ისრაელის სადაზვერვო სამსახური დაინტერესდა და წლების განმავლობაში იგი „მოსადის” აგენტად ითვლებოდა. მილჩანს მონაწილეობა აქვს მიღებული ყველაზე ფართომასშტაბიან სადაზვერვო ოპერაციებში ისრაელის ტერიტორიაზე 1960-1970 წლებში. 70-იანი წლების ბოლოს იგი კინოპროდიუსერობით დაინტერესდა და ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდიუსერად ითვლება ჰოლივუდში. მის ანგარიშზე კი შემდეგი ცნობილი ფილმებია: „ერთხელ ამერიკაში”, „ლამაზმანი”, „ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი”, სულ ახლახან კი ეკრანებზე გამოსული ტომ კრუზის ფილმი „დღე და ღამე”. მილჩანი შიმონ პერესის ახლო მეგობარია, მას, ასევე, კავშირები აქვს ისრაელის პოლიტ-ელიტის სხვა წევრებთანაც.

სტეფ ვერტჰეიმერი – 3,5 მილიარდი დოლარი; ვერტჰეიმერი ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი მეწარმეა. მისი კომპანია აწარმოებს ხრახნის ლაპოტებსა და ფლუგერებს რეაქტიული ძრავებისა და აირის ტურბინებისთვის. ვერტჰეიმერი 1926 წელს დაიბადა გერმანიაში, თუმცა 1937 წელს მისი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა პალესტინაში. იგი თელ-ავივში გაიზარდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი ბრიტანეთის სამეფო ჯარების ავიაციაში ინჟინრად მსახურობდა.

შარი არისონი – 3,4 მილიარდი დოლარი; შარი არისონი ახლო აღმოსავლეთსა და ისრაელში ყველაზე მდიდარ ქალბატონად ითვლება. იგი ნიუ-იორკში დაიბადა 1957 წელს, თუმცა შემდეგ მისი მშობლები დაშორდნენ და ის დედასთან ერთად 1966 წელს ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. შარი ფლობს ისრაელში ცნობილ ბანკ „ჰაპოალიმს”, რომელსაც ფილიალები აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. შარი სამჯერ იყო გათხოვილი. ამჟამად ის მარტო ზრდის ოთხ შვილს. მისი ბოლო ქმარი კი ებრაულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამი ქალის გაუპატიურებაში და ამ ფაქტს დიდი ხმაური მოჰყვა ებრაულ პრესაში.

ალექსანდრ მაშკევიჩი – 3,3 მილიარდი დოლარი; მაშკევიჩი წარმოშობით ყირგიზეთიდან არის, იგი ბიშკეკში (ფრუნზეში) დაიბადა 1954 წელს და იქვე მიიღო უმაღლესი განათლება – ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. მაშკევიჩი კომპანია „ევრაზიის ბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. მისი კომპანია ძირითადად ძვირფასი ლითონის მოპოვებასა და მის ბაზარზე მის გატანაზეა ორიენტირებული. მაშკევიჩი ცნობილი მეცენატია. მისი დაფინანსებით საბჭოთა კავშირის ზოგიერთ რესპუბლიკაში ფუნქციონირებს ებრაელთა რელიგიური ორგანიზაციები, მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ევრაზიის ებრაელ ხალხთა კონგრესი. ამჟამად იგი ალმა-ათაში ცხოვრობს, თუმცა არის ისრაელის მოქალაქეც.

იცხაკ შუვა – 2,1 მილიარდი დოლარი; იცხაკი სიღარიბეში იზრდებოდა და დღემდე გამოცანად რჩება, თუ როგორ მოახერხა მან, ერთ-ერთი მოწინავე ებრაელი მოთამაშე გამხდარიყო უძრავი ქონების მსოფლიო ბაზარზე. მის საკუთრებაშია სასტუმრო „მანჰეტენ პლაზა” ნიუ-იორკში, ასევე, რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრი ფართობი ნიუ-იორკის ტერიტორიაზე. ისრაელში იგი ფლობს საინვესტიციო კომპანია „დელეკს”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა ებრაულ ბაზარზე.

ბენი შტეინმეცი – 2 მილიარდი დოლარი; შტეინმეცის საკუთრებაა ჟენევაში რეგისტრირებული კომპანია „შტეინმეც დიამონდ გრუპი”, რომელიც მსოფლიოში ალმასებისა და ძვირფასი თვლებით მოვაჭრე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. შტეინმეცის ბიზნესინტერესები ძირითადად აფრიკის კონტინენტზეა კონცენტრირებული. გარდა ალმასებისა, რომლებსაც იგი მოიპოვებს სიერა-ლეონეს მაღაროებში, ბენი დაკავებულია სპილენძისა და კობალტის მოპოვებით კონგოში და ზამბიაში და რკინისა და თიხის მოპოვებით – გვინეაში. მას და მის მეუღლეს, აგნესას, დაფუძნებული აქვთ საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევს ისრაელის ქალაქების სკოლებსა და ინტერნატებს.

ლევ ლევაევი – 1,5 მილიარდი დოლარი; ლევ ანვერის ძე ლევაევი 1955 წელს ტაშკენტში, ბუხარელი ებრაელი ჰასიდების ოჯახში დაიბადა. 1971 წელს მისი ოჯახი ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ ლევაევის სახელი ალმასების ბიზნესს უკავშირდება. იგი იყო კომპანია „დე ბეერსის” პირველი წარმომადგენელი საბჭოთა კავშირში და ალმასების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო მომპოვებელი ანგოლაში. ლევაევი აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით და იგი მჭიდროდ თანამშრომლობს დსთ-ს ებრაულ სათვისტომოებთან. ლევაევი დაქორწინებულია და მას ცხრა შვილი ჰყავს.

მიხაილ ფედერმანი – 1,4 მილიარდი დოლარი; ებრაელი ბიზნესმენი, რომლის ბიზნესაქტივები კონცენტრირებულია დაცვის ელექტრონული სისტემების კომპანია „ელბიტ სისტემსა” და სასტუმროების ქსელ „დენ ჰოტელს კორპში”. გარდა ბიზნესისა, ფედერმანი იერუსალიმის უნივერსიტეტისა და უეიზმანის სამეცნიერო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა.

მორის კაჰანი – 1 მილიარდი დოლარი; მორის კაჰანი ყოფილი დაივერია. იგი ფლობს საინვესტიციო კომპანია „აურეკ გრუპს”, გარდა ამისა, ითვლება კომპანია „ამდოკის” უმთავრეს ინვესტორად – ეს კომპანია პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტელეკომუნიკაციაში საქმიანობს. კაჰანი მსოფლიოში ეკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ებრაელი დამცველია.








скачать dle 11.3